„სულ მალე, ამ ციხის კარი გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება“- ვანო მერაბიშვილი

„აქ ვინც ზის ყველა უკანონო პატიმარია, სულ მალე გაიღება ამ ციხის კარი და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება“- ეს განცხადება ვანო მერაბიშვილმა ე.წ მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა პატიმრობაში 9 წელი გაატარა, მან პენიტენციალური დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

მეტი...

„გარანტიას გაძლევთ, ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება“- ვანო მერაბიშვილი

„9 წელიწადი მე ვიმყოფებოდი სამარტოო საკანში, მე გაძლევთ გარანტიას, ეს ხელისუფლება ერთ წელიწადში დასრულდება, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“- ეს განცხადება შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პენიტენციალური დაწესებულების დატოვების შემდეგ გააკეთა. ვანო მერაბიშვილმა ოპოზიციის ერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების დასამარცხებლად ერთადერთი გზა ოპოზიციის ერთობაა. „მე მახარებს ოპოზიციის ერთობა და ხელისუფლება სწორედ ამ ერთიანი ძალის მეშვეობით დასრულდება” – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. მას მერაბიშვილს არ დაუკონკრეტებია, სამომავლოდ, რომელ პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს.

მეტი...

გაზის ქსელის რეაბილიტაციის გამო, ნუცუბიძეზე 3500-მდე აბონენტი გაითიშება

გაზის ქსელის რეაბილიტაციის გამო, ნუცუბიძეზე 3500-მდე აბონენტი გაითიშება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, ნუცუბიძის IV მ/რ-ში გამავალი საშ/წნევის ქსელის რეკონსტრუქციის მიზნით, დღეს, 23:00 სთ-დან გაზის მიწოდება შეუწყდება: ნუცუბიძის II პლატო, კვ. 3, კორპ. 1, ნუცუბიძის II პლატო, კვ. 4, კორპ. 1, 2, 3, ნუცუბიძის II და IV მ/რ-ებს შორის, ნაკვ. 32-ში მდებარე შპს ,,პალა ჯგუფი”-ს, ნუცუბიძის IV მ/რ, კორპ. 8-ის მიმდებარედ, ნუცუბიძის IV მ/რ, კორპ. 30-ის წინ არსებული შპს ,,ვექტორი”-ს, ბ. ჟღენტის ქუჩაზე – III და IV პლატოს შორის (იგივე ბ. ჟღენტის ქ. 5) მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ნუცუბიძის II და IV…

მეტი...

მილიტარიზაციის გლობალურ ინდექსში საქართველო მსოფლიოს 154 ქვეყანას შორის 49-ე ადგილს იკავებს

მილიტარიზაციის გლობალურ ინდექსში საქართველო მსოფლიოს 154 ქვეყანას შორის 49-ე ადგილს იკავებს. შესაბამის კვლევას ბონში ბაზირებული კონვერსიის საერთაშორისო ცენტრი (BICC) ყოველწლიურად აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ წინა, 2018 წლის კვლევაში, საქართველო 52-ე პოზიციაზე იყო. მილიტარიზაციის გლობალური ინდექსის მიხედვით, პირველ ადგილს კვლავ ისრაელი იკავებს. ცხრა მილიონიანი მოსახლების ქვეყანაში შეიარაღებული ძალები 169 ათას სამხედრო მოსამსახურეს ითვლის, ამას ემატება 465 ათასი რეზერვისტი. სამხედრო ხარჯები ისრაელის მშპ-ს 4,5%-ს შეადგენს. სიაში ისრაელს მოსდევენ სინგაპური და სომხეთი. აღსანიშნავია, რომ სომხეთი ევროპაში ყველაზე მილიტარიზებული ქვეყნების სათავეშია. პირველ ხუთეულში ასევე შედიან კვიპროსი და სამხრეთ კორეა. რეიტინგში მე-6 ადგილს რუსეთი იკავებს, შემდეგ…

მეტი...

გერმანიაში სროლის შედეგად 8 ადამიანია მოკლული

გერმანიის ქალაქ ჰანაუში სროლის შედეგად მოკლულია რვა და დაშავებულია ხუთი ადამიანი. “ბიბისის” ცნობით, დასავლეთ გერმანიაში, ორ ჩილიმ-ბარში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ. მათ ამ დრომდე ეძებენ. დანაშაულის ჩამდენი პირების ზუსტი რაოდენობა უცნობია. ორი ჩილიმ-ბარი, რომელშიც სროლა მოხდა, ქალაქის სხვადასხვა უბანში მდებარეობს. გარდაცვლილები ძირითადად ახალგაზრდები არიან. შემთხვევის ადგილებზე მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია. საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულია ვერტმფრენი.

მეტი...

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2218-მდე გაიზარდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2218-მდე გაიზარდა, ხოლო გამოჯანმრთელებულია 16 100-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულ პირთა რაოდენობა 74 500-ს აჭარბებს, მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის უწყება აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ წინა დღე-ღამესთან შედარებით, მკვეთრად არის შემცირებული დაავადებულთა რაოდენობა. ბოლო დღე ღამის განმავლობაში დაავადების 394 შემთხვევაა გამოვლენილი, რაც წინა დღესთან შედარებით 13 50-ით ნაკლებია. გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევათა უმრავლესობა ხუბეის პროვინციაშია. პეკინში დაავადების 395 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ოთხი ადამიანი.

მეტი...

კანადაში მასშტაბურ ავტოკატასტროფაში 200-მდე მანქანა მოჰყვა

კანადის ქალაქ მონრეალის შემოგარენში მასშტაბურ ავტოკატასტროფაში 200-მდე მანქანა მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილია ორი და დაშავებულია 70 ადამიანი. მასშტაბური ავარია ერთ-ერთ მაგისტრალზე მოხდა. საგზაო შემთხვევის მიზეზი ქარბუქით გამოწვეული ცუდი ხილვადობა გახდა. პოლიციის ცნობით, ორი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ავარიის ადგილიდან 150-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ავარიაში მოყოლილ მანქანებს შორის 10-ზე მეტი სატვირთო, ბენზინმზიდი, ასევე სასკოლო ავტობუსია. ადგილზე ათობით სამაშველო და სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იმყოფებოდა. შემთხვევის გამო მოძრაობა მაგისტრალზე ორივე მიმართულებით დაიკეტა.

მეტი...