ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჰუმანიტარულ მუშაკებს მიეცემათ უფლება, მოინახულონ მძევლები ღაზაში.
„მე ველოდები, რომ წითელი ჯვარი შეასრულებს თავის საქმეს, მოინახულებს და მიუტანს მათ საჭირო მედიკამენტებს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.