სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, მოქალაქეების ჯგუფი აქციის მონაწილეებს წიხლით გაუსწორდა, რაც ომბუდსმენისთვის მიუღებელია. ასევე მან აღნიშნა, რომ შეკრების მონაწილეების მხრიდან პოლიციელების შეურაცხყოფა დაუშვებელია.
„ვნახე კადრები, სადაც მოქალაქეების ჯგუფი აქციის მონაწილეს წიხლებით გაუსწორდა; ეს ის საშიში ზღვარია, რომლის შემდეგაც, უბნური ვენდეტები და გარჩევები იწყება. ამ ჯოჯოხეთს ძლივს დავაღწიეთ თავი და იქ არასდროს უნდა დავბრუნდეთ. სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ამ შემთხვევაში, მან არ უნდა დაუშვას ძალადობა, ხოლო მოძალადეებმა კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი. ძალადობა დაუშვებელია შეკრების მონაწილეების მხრიდანაც, ყველას უნდა გვესმოდეს რომ სახელმწიფო ინსტიტუციებზე დგას და ამ ინსტიტუციებს პატივისცემა სჭირდება, პოლიციელების შეურაცხყოფა, გინება თუ ფურთხება კატეგორიულად მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს“- ომბუდსმენი.
„ახალგაზრდებზე თავდასხმა აპრიორი მარცხისთვისაა განწირული“- ომბუდსმენი