“სპორტსმენები ბევრად მეტს აკეთებენ, ვიდრე აზრის დაფიქსირება ვინმეს სასარგებლოდ“- იოსელიანი

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანი განცხადებით, სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება ადამიანის უფლებაა და არა ვალდებულება. იოსელიანის თქმით, სპორტსმენები ქვეყნისთვის გაცილებით ბევრს აკეთებენ, ვიდრე ვინმეს სასარგებლოდ აზრის დაფიქსირება.

„სიძულვილის ენა ის წყევლაა, რაც ათწლეულების მანძილზე არ გვაძლევს საშუალებას გავერთიანდეთ საერთო ღირებულებების ირგვლივ, სიძულვილის ენის გამოყენება არის ადამიანის დეჰუმანიზაციის სამარცხვინო აქტი და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად არჩეული უარგუმენტო გზა, განსაკუთრებით, როცა ჩვენს საამაყო სპორტსმენებზეა საუბარი, ისინი ბევრად მეტს აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე ვინმეს სასარგებლოდ პოზიციის დაფიქსირება შეიძლება იყოს, მათ აქვთ უფლება, აკეთონ საკუთარი საქმე და არავის აქვს უფლება ამუნათოს ამისთვის. ნუ დაგვავიწყდება, რომ სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებაც ადამიანის უფლებაა და არა ვალდებულება“, – წერს სოციალურ ქსელში ომბუდსმენი.

მსგავსი თემები