„აქციებთან დაკავშირებით დამიბარეს გამოკითხვაზე, ურეკავენ ყველას“- ჯაფარიძე

“გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ მას კრიმინალური პოლიციიდან დაურეკეს და აქციებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ჯაფარიძე ამბობს, რომ რეკავენ ყველასთან.

 „მასიურად იბარებს ხალხს კრიმპოლი. ამ წუთებშიც რეკავენ ყველასთან. აქციებთან დაკავშირებით დამიბარეს მეც გამოკითხვაზე. არ მიხვიდეთ ასე დარეკილზე. მოითხოვეთ რომ მოსამართლის თანდასწრებით გამოგკითხონ და სასამართლოში მოდით ადვოკატთან ერთად. თუ არ გყავთ, დაგვიკავშირდით, დაგაკვალიანებთ” – წერს ჯაფარიძე.

ცოტა ხნის წინ, ე.წ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილე ნატალია ყიფშიძემ  სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სასამართლოში გამოკითხვაზე  დაიბარეს.

მსგავსი თემები