„ასიათასობით მოქალაქე  გამოვიდა, ფაქტობრივად რეფერენდუმი შედგა“- შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის შეფასებით , ოჯახი სიწმინდის დღე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც საქართველოს ეკლესიის ინიციატივით 10 წლის წინ დაწესდა.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ამ დღეს განსაკუთრებით გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ოჯახური ღირებულებების, უფროსების პატივისცემის, სტუმარ-მასპინძლობის მიმართ. როგორც დღეს მეუფე შიომ აღნიშნა, ოჯახში არის სამი ჰიპოსტასი – მამა, დედა და შვილი, ოჯახი არის კაცი, ქალი და ბავშვი და  ოჯახის ეს გაგება  სრულად უნდა იყოს აღქმული და წარმოჩენილი ხალხის მხრიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გამოსულმა მოსახლეობამ ფაქტობრივად გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმართ.

„საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ. დღეს ამ კონსტიტუციური ცვლილების საყოველთაო – სახალხო განხილვის ბოლო დღე იყო.   ასიათასობით მოქალაქე გამოვიდა თბილისში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და დღეს, ფაქტობრივად,  რეფერენდუმი შედგა ამ კონსტიტუციური კანონის პროექტზე. დღეს, ქართველმა ხალხმა თავისი გამოსვლით ამ კონსტიტუციურ  კანონპროექტს  მხარი დაუჭირა. ახლა  უკვე პარლამენტის ვალდებულებაა, რომ ეს რეფერენდუმი  კანონად გადააქციოს და ჩვენ დავიწყებთ უკვე კონსტიტუციური კანონის პროექტის საპარლამენტო განხილვას“- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები