„15-დან 17 აპრილამდე 180 პირია დაკავებული, საუბრობენ არასათანადო მოპყრობაზე“- ომბუდსმენი

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, 15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აქციებზე დაკავებული 180 პირი მოინახულეს.

აქედან, 93 პირი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა.

„15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აქციებზე დაკავებული 180 პირი მოინახულეს. 93 პირი მიუთითებდა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე. 71 პირმა ითხოვა რეაგირება, რის თაობაზეც მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ცხელ ხაზზე შემოვიდა 382 შეტყობინება“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები