დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესზე მედიას არ დაუშვებენ

სიენენის“ ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესზე მედიას არ დაუშვებენ.

ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მოვალეობის შემსრულებელმა ხუან მერჩანმა უარყო რამდენიმე მედია ორგანიზაციის, მათ შორის CNN-ის მოთხოვნა ისტორიული პროცესის გადაცემის ნებართვაზე. ხუან მერჩანმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ტრამპის იურისტები სასამართლო დარბაზში კამერების განთავსების წინააღმდეგ გამოვიდნენ, რაც მათი თქმით, „საცირკო წარმოდგენის ატმოსფეროს შექმნის“.

თუმცა, მოსამართლემ დართო ნება ხუთ ფოტოგრაფს, სასამართლოს დაწყებამდე ფოტოები გადაიღონ, ვიდრე მათ დარბაზის დატოვებას არ მოსთხოვენ.

 

მსგავსი თემები