„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, დაახლოებით, 60%-ია, ამიტომ ოპოზიცია რევოლუციას ვერ მოაწყობს“ -კობახიძე

“ხელისუფლების ცვლილებას რაც შეეხება, გპირდებით, რომ კეზერაშვილს, ხაზარაძეს, გვარამიას, სააკაშვილს და სხვებს აქ ამ ქვეყანას არცერთ შემთხვევაში არ დავუთმობთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს. პრემიერის თქმით,  „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, დაახლოებით, 60%-ია და პოლიტიკური უმცირესობა რევოლუციას ვერ მოაწყობს.

„მთავარი ფაქტორი ხალხის მხარდაჭერაა. დღეს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, დაახლოებით, 60%-ია. ასეთ ვითარებაში პოლიტიკური უმცირესობა რევოლუციას ვერ მოაწყობს. ხალხმა მშვიდობის ფასი იცის და აქედანაა განპირობებული ის რეკორდული მხარდაჭერა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ 2012 წლიდან მოყოლებული აქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი ისევე დაიცავს ქვეყანას რევოლუციისგან .

„როგორც ბევრჯერ დავიცავით ქვეყანა რევოლუციიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში, ახლაც ასე დავიცავთ. კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ რა თქმა უნდა, არანაირი რესურსი არ აქვს რევოლუციის. თუ საუბარია მაიდანზე, ეს იანუკოვიჩის უკრაინა არ არის. არც 2003 წლის საქართველოა. აქედან გამომდინარე, დღევანდელ საქართველოსთან ტოლობის ნიშნის დასმა შეუძლებელია. სახელმწიფო თავის ადგილზე დგას, ჩვენი ინსტიტუტები ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს“- თქვა კობახიძემ

მსგავსი თემები