ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული სამი პაციენტი დატოვებს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ სამი პაციენტი დატოვებს.

ამასთან, კლინიკაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა. „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში 19 პაციენტი იმყოფება, სამის გაწერის შემდეგ კი, 16 დარჩება.

კლინიკაში ახალ კორონავირუსზე დღეს ერთ პაციენტს გამოიკვლევენ, რომელმაც საავადმყოფოს თავად მიმართა.

მსგავსი თემები