დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

შსს-მ კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა. ერთ-ერთი მათ შორის სპორტსმენი ზურაბ ზვიადაური. “შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალთან მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ზ.ზ. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ამავე ფაქტთან დაკავშირებით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს…

მეტი...

ზურაბ ზვიადაური დაპირისპირების ადგილას იყო – კონფლიქტი წინანდლის ტყესთან დაიწყო

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი დაიწყო ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე, წინანდლის ტყის მიმდებარედ. ამ ვერსიის მიხედვით, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური მის ძმასთან, ზვიად ზვიადაურთან და ორ თანმხლებ პირთან ერთად გაემართა შემთხვევის ადგილზე, სადაც დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი ზვიად ზვიადაური და მისი თანმხლები პირია, ხოლო მესამე გარდაცვლილი მოპირისპირე მხარეს მყოფი ერთ-ერთი მამაკაცია, რომელიც კონფლიქტში მონაწილეობდა. როგორც ირკვევა, დაცხრილული მანქანის საჭესთან, რომლითაც აწ გარდაცვლილები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი მამაკაცი იჯდა.

მეტი...

ვაქცინაციის ძირითადი ცენტრების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა

ვაქცინაციის ძირითადი ცენტრების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა. თბილისის მერიის ინფორმაიცით, 16 აგვისტოდან ოთხ სექტემბრამდე, მოქალაქეებს ამცრელ პუნქტებთან მისასვლელად სპეციალური ტრანსპორტი დამატებით რამდენიმე მისამართზე მოემსახურება. კერძოდ, ავტობუსი მოქალაქეებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცის (კოსტავას 77) მიმართულებით, გლდანის VII-VIII მ/რაიონის შემაერთებელი გზიდან (პაიჭაძის ქ. პოლიკლინიკის მიმდებარე ტერიტორია), 10:00-დან 20:00-მდე გადააადგილებს. შპს „გაგუას კლინიკის“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) მიმართულებით, მგზავრებს 09:00-20:30 საათების განმავლობაში, მოემსახურება ავტობუსი, რომელიც გაივლის შემდეგ მარშრუტს: დიდი დიღომი IV მ/რ, კორპუსი #6-ის მოპირდაპირე ტერიტორიიდან – დ. – პაიჭაძის ქუჩამდე (პოლიკლინიკის მიმდებარედ).

მეტი...

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი ისევ სოფელ სამებასთან იყო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 02:47 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 22 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო. მიწისძვრის სიძლიერემ, სამი (ML) მაგნიტუდა შეადგინა. საქართველოში ბოლო პერიოდში მიწისქვეშა ბიძგები რამდენიმეჯერ დაფიქსირდა და თითქმის ყველა მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო. სიძლიერით ყველაზე დიდი მიწისძვრა 16 აგვისტოს, გამთენიისას მოხდა. მიწისძვრის სიძლიერემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

“ამერიკელი ჯარისკაცები არ უნდა იღუპებოდნენ ომში, სადაც ავღანელ ჯარისკაცებს საკუთარი თავისთვის ბრძოლა არ სურთ” – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ საკუთარ გადაწყვეტილებას ავღანეთიდან გამოყვანის შესახებ იცავს. “20 წლის შემდეგ ჩემთვის ნათელია, რომ ჯარების გამოყვანისთვის კარგი დრო არასოდეს არის. სწორედ ამიტომ ვიყავით იქ ამ დრომდე,” – განაცხადა ჯო ბაიდენმა.  ამასთან, მისი თქმით, ამერიკელი ჯარისკაცები არ უნდა იღუპებოდნენ ომში, სადაც ავღანელ სამხედროებს არ სურთ იბრძოლონ.  “ავღანეთში მოვლენები იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე ველოდებოდით. რა მოხდა? ავღანეთის პოლიტიკური ლიდერები ქვეყნიდან გაიქცნენ. ავღანეთის ჯარი ჩამოიშალა, ნაწილს ბრძოლა არც კი უცდია. ბოლო კვირაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად აჩვენა, რომ ამერიკის სამხედრო ჩარევის დასრულება ავღანეთში ახლა სწორი გადაწყვეტილება იყო. ამერიკელი ჯარისკაცები…

მეტი...