ზურაბ ზვიადაური დაპირისპირების ადგილას იყო – კონფლიქტი წინანდლის ტყესთან დაიწყო

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი დაიწყო ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე, წინანდლის ტყის მიმდებარედ. ამ ვერსიის მიხედვით, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური მის ძმასთან, ზვიად ზვიადაურთან და ორ თანმხლებ პირთან ერთად გაემართა შემთხვევის ადგილზე, სადაც დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი ზვიად ზვიადაური და მისი თანმხლები პირია, ხოლო მესამე გარდაცვლილი მოპირისპირე მხარეს მყოფი ერთ-ერთი მამაკაცია, რომელიც კონფლიქტში მონაწილეობდა.

როგორც ირკვევა, დაცხრილული მანქანის საჭესთან, რომლითაც აწ გარდაცვლილები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი მამაკაცი იჯდა.

მსგავსი თემები