არქიტექტორი თამაზ დოგრაშვილი აცხადებს, რომ ქაოსური განაშენიანების გამო, თბილისში განსაკუთრებით საშიში რაიონები გაჩნდა. დაიკარგა ვაკის რაიონის ელფერი და ის ყველაზე ცუდ საცხოვრებელ რაიონად იქცა. განადგურების პირასაა საბურთალო, სადაც მრავალსართულიანი ცათამბჯენების მიჯრით დადგმა, არანაირ წესებს აღარ ექვემდებარება. როგორც თამაზ დოგრაშვილი აცხადებს, თბილისში მიმდინარე მშენებლობების ფონზე, ყველაზე იმედისმომცემი იყო დიდი დიღომი, თუმცა “ფულის კეთების ვნება იქაც მიწვდა”. მისივე თქმით, რაც დრო გადის შეცდომები თავის შედეგს თესავს და ფატალური შედეგები მომრავლდა. ანალოგიური პროცესები მიდის ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში – ბათუმში დარღვეულია შენობებს შორის დაშორებები, ხოლო ქუთაისში, ეს პროცესი ახალი დაწყებულია. “წლები მივუძღვენი პროექტირებასა…
მეტი...ჭდე: არქიტექტურა
იჭრება კლდის ნაწილი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს საძირკველი ეცლება
ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქარი” იტყობინება, რომ თბილისში, მთაწმინდაზე არსებული წმიდა მოწამე მიქაელის სახელობის ტაძართან, რამდენიმე დღეა, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. იჭრება კლდის ნაწილი. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ფაქტობრივად ეცლება საძირკველი, ხოლო ახალი შენობა სარისკო გრუნტზე უნდა აშენდეს. როგორც “ტფილისის ჰამქარში” აცხადებენ, აღნიშნულ სამუშაოებზე ნებართვა თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურმა გასცა, პროექტი შეთანხმებულია. “სინამდვილეში, გარდა იმისა, რომ ტვერელის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მას კანონით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალი აქვს, ამასთანავე, აღნიშნული ტერიტორია შედის თბილისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონაში, რომელსაც სხვანაირად მკაცრი დაცვის ზონად მოიხსენიებენ! ეს ე.წ კანონიერი…
მეტი...თბილისის ისტორიული სახლი, სადაც არა ერთ ცნობილ მოღვაწეს უცხოვრია, კაპიტალურად გამაგრდება
თბილისის მთაწმინდის რაიონში, ძმები ზუბალაშვილების ქუჩის №29/7-ში, მდებარე მრავალბინიანი, ისტორიული სახლი, რომელიც XIX საუკუნეშია აგებული, კაპიტალურად გამაგრდება. შენობა, რომელიც დაახლოებით, 150 წელს ითვლის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. აღნიშნულ სახლში ცხოვრობდნენ პოეტი და საზოგადო მოღვაწე სიმონ ჩიქოვანი, მსახიობები – გიორგი შავგულიძე და გრიგოლ კოსტავა, პოეტი და პროზაიკოსი არჩილ სულაკაური, ასევე, გამოჩენილი ქართველი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწეები – ძმები იასონ და ლეო კერესელიძეები. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, მიმდინარე წელს პროექტის მხოლოდ პირველი ეტაპი განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, სახლის საძირკველი და მზიდი კედლები გამაგრდება. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 136 ათასი ლარია გამოყოფილი.…
მეტი...K2 კოეფიციენტის მომატებაზე ბოლო წლებში, 3 000 ობიექტზეა ნებართვა გაცემული – მამუკა სალუქვაძე
თბილისის გენგეგმის ჯგუფის წევრის, ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი-საქართველოს” დირექტორ მამუკა სალუქვაძის განცხადებით, K2 კოეფიციენტის მომატებასთან დაკავშირებით, თბილისის მერიას ბოლო წლებში, 3 000 ობიექტზე აქვს ნებართვა გაცემული. კოეფიციენტის შეზღუდვის თემა სათავეს სწორედ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმიდან იღებს, შესაბამისად, მისივე თქმით, დედაქალაქის მერიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მამუკა სალუქვაძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, K2 კოეფიციენტის შეზღუდვა თბილისში, აქამდე ნაწილობრივ მოქმედებდა, რადგან წინა მოწვევის საკრებულომ ასე ჩათვალა საჭიროდ. გენგეგმის ჯგუფის რეკომენდაციის მიუხედავად, რომელიც სართულიანობის მომატების მთელი ქალაქის მასშტაბით შეზღუდვას გულისხმობდა, მაშინ აკრძალვა მხოლოდ თბილისის ცენტრალურ და შუალედურ ზონებში შემოიღეს. მისივე განმარტებით, K2 კოეფიციენტის გაზრდა განაშენიანების რეგულირების…
მეტი...“წერტილი დავუსვათ ათეული წლებით გაბატონებულ ურბანულ ქაოსს” – ბექა ოდიშარია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ ვისაც თბილისის იერსახე და მომავალი არა ტელეკამერების წინ, არამედ მართლაც ადარდებთ, ფიქრობენ, ზრუნავენ და ამბობენ, რომ ჯერ კიდევ შეიძლება ეშველოს ქალაქს. “წარსულის კრიტიკის გარეშე… და იმ სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ჩვენს ქალაქს და ქვეყანას 90 წლების შემდგომ გადახდა, მივიღეთ ის რაც ყველას ერთნაირად გვაღელვებს, მათ ვინც ამ ქალაქში ვცხოვრობთ ჩვენი შვილებისა და მშობლების თაობებთან ერთად და აზრადაც არ გვაქვს თბილისის მიტოვება და მაინც არ ვკარგავთ იმის იმედს, რომ ჯერ კიდევ შეიძლება გადავარჩინოთ ეს უნიკალური ქალაქი”, – აცხადებს დეპუტატი. ბექა ოდიშარია, K2 კოეფიციენტის…
მეტი...თბილისში იმ მასშტაბის შენობები აშენდება, რომელიც კონკრეტულ უბანს შეესაბამება – ილია წულაია
პარლამენტის წევრი ილია წულაია დადებითად აფასებს თბილისის მერ კახა კალაძის გადაწყვეტილებას, K2 კოეფიციენტის გაზრდის გაუქმებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ეს რადიკალურად შეცვლის თბილისის განვითარებას. ქალაქში კონკრეტული უბნის შესაფერისი მასშტაბის შენობები აშენდება. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ორი მიმართულებით: პირველ რიგში წერტილს დაუსვამს ქაოსურ განაშენიანებას – აშენდება მხოლოდ იმ მასშტაბის შენობები, რომელიც კონკრეტულ უბანს შეესაბამება, როგორც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ისე ზომით. მეორე მხრივ, ერთიან თამაშის წესებს დაამკვიდრებს ყველა დეველოპერული კომპანიისთვის – არავის არ ექნება იმის განცდა, რომ ვინმე უპირატეს მდგომარეობაშია და იმატებს კოეფიციენტს ხოლო სხვა ვერ ახერხებს და ზარალდება. “მე მივესალმები ამ…
მეტი...K2 კოეფიციენტის გადამეტების მავნე პრაქტიკამ ქალაქი დაამახინჯა – თბილისის მერი
თბილისში მშენებლობების დასაწყებად და მიწის ნაკვეთის კოეფიციენტის განსაზღვრისას, იკრძალება კოეფიციენტების მატება და მიწის ნაკვეთის განაშენიანების K2 კოეფიციენტის გაყიდვა, რომელიც გულისხმობს თუ რა მოცულობის შენობის აგებაა დასაშვები. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას და ქაოტური განაშენიანების პროვოცირებას, სწორედ ამიტომ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, მშენებლობებზე ნებართვა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ძირითადი პარამეტრების შესაბამისად გაიცემა. “გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენმა გუნდმა მიიღო, მდგომარეობს იმაში, რომ აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტის გაყიდვა. ეს პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან დამკვიდრდა, თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით ერთხელ და…
მეტი...საჯარო დაწესებულებებში მზის ენერგიას გამოიყენებენ და შემინულ ფასადებს ჩაანაცვლებენ
საჯარო შენობების ენერგო-ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქსა და ქვეყნის რეგიონებში საჯარო დაწესებულებების გასათბობად განახლებად და ალტერნატიულ ენერგიას გამოიყენებენ. პროექტი ითვალისწინებს მზის კოლექტორისა და მზის PV სისტემების ინსტალაციას, LED ნათურების გამოყენებას შიდა განათებისთვის, სახურავებისა და კედლების თბოიზოლაციას, ფანჯრებისა და შემინული ფასადების ჩანაცვლებას და სხვა. პროექტი, რომლის საერთო სავარაუდო ბიუჯეტი არის 4.7 მილიონი ევრო, მიზნად ისახავს ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებას და განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვას ქვეყნის 25 საჯარო შენობაში. აღნიშნული შენობების საერთო ფართობია 70 000 მ 2 და მდებარეობს შემდეგ ქალაქებში: თბილისი – 6 შენობა; რუსთავი – 2 შენობა; მცხეთა, არშა – 1 შენობა, მცხეთა, გორისციხე –…
მეტი...თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის 200 წლოვანი შენობის რეაბილიტაცია იგეგმება
თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის 200 წლოვან შენობაში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. დედაქალაქის მერიამ საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე კონკურსი უკვე გამოაცხადა, რომელიც 10 თებერვალს დასრულდება. პროექტი ღირებულება 599 000 ლარია. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საკონკურსო პროექტებს ეტაპობრივად მიიღებენ, რათა შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელსვე დაიწყოს. პირველ რიგში აქცენტი გაკეთდება სასახლის ფასადის აღდგენაზე, შენობის შიგნით ჩატარდება გამაგრებითი სამუშაოები. კალაძის შეფასებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შენობა არის ძეგლი და მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციაო სამუშაოები მაქსიმალური სიფრთხილით ჩატარდეს, რათა სასახლე კიდევ მრავალი ათეული წლის განმავლობაშ მოემსახუროს მომავალ თაობებს. “ეს არის 200 წლოვანი შენობა, თბილისის…
მეტი...დანგრევას 3-ჯერ გადარჩენილი, თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული შენობა განსაცდელშია
თბილისში, რუსთაველის გამზირის N37-ში მდებარე ისტორიული შენობა, რომელიც ალექსანდრე მელიქ-აზარიანცის სახლის სახელითაა ცნობილი, დანგრევის პირასაა. შენობის ფასადიდან ქანდაკებები ცვივა, მათი უმეტესობა დაბზარულია. გარდა იმისა, რომ უნიკალური შენობა ნადგურდება, ის საფრთხეს უქმნის მოქალაქეებსაც. შენობის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველ ფოტოებს და სტატუსს, სოციალურ ქსელში ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი ავრცელებს. “ერთ ადგილას უკვე ჩამოიშალა სკულპტურული კომპოზიცია. მალე სხვებიც მიჰყვება, რადგან ყველა მათგანი დაბზარულია. ეს თბილისისთვის დიდი უბედურება იქნება. სახლი სომეხმა მეწარმემ 1912 წელს, პეტერბურგელ ნიკოლაი ობოლონსკის დაუკვეთა, რომელმაც მშენებლობა 3 წელიწადში, 1915 წელს დაასრულა და ძალიან დიდი გასამრჯელოც აუღია. ამ ცნობილ არქიტექტორს თბილისში სხვა შენობა აღარ…
მეტი...ავარიული ხიდების რეკონსტრუქცია იწყება – გლდანში საავტომობილო მოძრაობა იზღუდება
თბილისის გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქციის გამო, მიმდინარე წლის 3 თებერვლიდან 5 თებერვლის ჩათვლით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა განპირობებულია 18 და 31-მეტრიანი კოჭების მონტაჟით, რომელიც ჯამში 52 ერთეულია. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში სრული დემონტაჟი ჩაუტარდება მდინარე გლდანულაზე არსებულ ავარიულ ხიდებს – როგორც მალის ნაშენს, ასევე, ბურჯებს. არსებული კონსტრუქციის ნაცვლად, რომელიც სამ პარალელურ ხიდს წარმოადგენს, მიმდინარეობს ახალი ხიდების მშენებლობა. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია„კონსტრაქშენსერვისი“ აწარმოებს და ის მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 057 871 ლარი დაიხარჯება.
მეტი...თბილისში, 45 წლის წინ აშენებულ ვახუშტის ხიდს რეაბილიტაცია პირველად უტარდება
თბილისის დიდუბის რაიონში, ვახუშტის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ხიდის ავარიულობის ხარისხი 4 წლის წინ, ქალაქის მერიის მიერ განხორციელებული ხიდების კვლევის მიხედვით დადგინდა. პროექტის ფარგლებში იგეგმება, ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერებისა და რკინა-ბეტონის თვალამრიდების მოწყობა. ასევე, გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიდა სივრცის დასუფთავება. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 27 იანვრიდან დაიწყო. სამუშაოებიდან გამომდინარე ვახუშტის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდა. ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით. დროებით შეიცვალა ხიდზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც: N51…
მეტი...დეველოპერებს “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლების პროექტში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ
თბილისის საკრებულოს ვარკეთილის მესამე მასივის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი აცხადებს, რომ ე.წ ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტში ბიზნესსექტორის მონაწილეობა მნიშვნელოვანია და იმედოვნებს, რომ აღნიშნული პროექტის მიმართ ინტერესი ამჯერად მაღალი იქნება. საუბარია ვარკეთილის მესამე მასივში, 3 ჰექტარ მიწის ტერიტორიაზე 75 ათასი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ზონის გაშენებაზე. საკრებულოს წევრი, “ხრუშჩოვკების” ახალი საცხოვრებელი შენობებით ჩანაცვლებას ისტორიული მნიშვნელობის პროცესს უწოდებს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მიმართავს, საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ მასშტაბური და უპრეცენდენტო პროექტის განხორციელებაში. როგორც გიორგი დოხტურიშვილი აცხადებს, საპილოტე პროექტი პირველად მისი სამაჟორიტარო ოლქიდან, ვარკეთილის მესამე მასივიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე, შენობის ავარიულობის ხარისხის სიმძიმის მიხედვით, ეტაპობრივად დაკმაყოფილდებიან ოჯახები, ვინც…
მეტი...“კორპუსებში აფეთქებებსა და ტრაგედიას „ჰაუსმაისტერის“ ინსტიტუტი აგვარიდებს“ – შეთავაზება სახელმწიფოს
„ჰაუსმაისტერი“ იგივე სახლმმართველია, რომლის გარეშე, ცივილურ ქვეყნებში ვერც გათბობას დაამონტაჟებ, ვერც წყალგაყვანილობას და ვერც ვერანაირ ცვლილებას განახორციელებ. ის არის თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანი, რომელიც ადამიანებს საკუთარი ქონების მართვასა და მოვლა-პატრონობაში ეხმარება. ეს კი საჭიროა იმისთვის, რომ კონკრეტულმა ბინის მეპატრონემ, არც საკუთარი ოჯახი დააზიანოს და არც სხვისი. ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურად განიხილება გაზის გაჟონვით გამოწვეული ტრაგედია დიღომში. თუ გასული წლების მონაცემებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ყოველწლიურად ადამიანები იღუპებიან გაზის არასწორი ექსპლუატაციის ან არასწორი გამოყენების გამო. წესით, სიკეთე, რომელიც უნდა ქმნიდეს კომფორტს მოსახლეობისთვის, წარმოადგენს საფრთხეს მოსახლეობისათვის. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ აღმასრულებელი დირექტორი ნუკრი…
მეტი...“უსამართლოდ აღმოვჩნდი საზოგადოების პირისპირ” – სასტუმრო “ბუდაპეშტის” მფლობელი
თბილისში, ვაკის პარკში მშენებარე სასტუმროს – „ბუდაპეშტი“ მფლობელი გოგა ზაქაიძე, დედაქალაქის მერიასთან მოლაპარაკების მზადყოფნას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ბოლო დროს განვითარებულმა მვლენებმა, მის მიმართ ფსიქოლოგიური ზემოქმედებისა და ძალადობის ფორმა მიიღო. როგორც ბიზნესმენი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, მიმდინარე პროცესში მისი კომპანია უსამართლოდ აღმოჩნდა სისტემის და საზოგადოების პირისპირ. მთელი ამ დავის პროცესში ყველა დაინტერესებულმა თუ მონაწილე მხარემ, ქალაქის ძველმა და ახალმა ხელმძღვანელობამ ის და მისი კომპანია დაადანაშაულა და სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად მას დააკისრა. გოგა ზაქაიძე განმარტავს, რომ ვაკის პარკში არსებული ტერიტორია მისმა კომპანიამ კანონის დაცვით შეიძინა, არავის უჩუქნია და…
მეტი...მიჯრით მიდგმული კორპუსები, უპირველესად მოსახლეობას უქმნის საფრთხეს – არქიტექტორი
არქიტექტორი მერაბ გუჯაბიძე, თბილისში მიმდინარე ქაოსურ მშენებლობებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სიმჭიდროვის შემცირების გამო უგულვებელყოფილია სამშენებლო ნორმები და სტანდარტები, რაც უპირველესად საფრთხეს ქალაქის მოსახლეობას უქმნის. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მერაბ გუჯაბიძემ განუცხადა, ძველი სამშენებლო ნორმები, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში იმის გამო იწუნებენ, რომ საბჭოთა სისტემის მოგონილი ჰგონიათ, გაცილებით კვალიფიციური და ადამიანური იყო. მისივე თქმით, ძველი სტანდარტების თანახმად, ქალაქში მშენებლობებისას მკაცრად უნდა ყოფილიყო დაცული სიმჭიდროვე, კერძოდ, ფეხით რამდენი წუთის სავალზე უნდა ყოფილიყო ბაგა-ბაღი, სკოლა, პოლიკლინიკა, და სხვა. რამდენი მოსახლე გაჩნდებოდა ახალ დასახლებაში, რამდენი ავტომობილი ეყოლებოდათ და ქუჩების ქსელი იყო ამაზე გათვლილი თუ არა. “თანამედროვე სამშენებლო…
მეტი...გაშიშვლებული კონსტრუქციების მიტოვება და იქ ცხოვრება დაუშვებელია – არქიტექტორი
არქიტექტორი თამაზ დოგრაშვილი აცხადებს, რომ გაშიშვლებული კონსტრუქციების მიტოვება და იქ ხალხის პარტიზანულად შესვლა ყოვლად დაუშვებელია. ასეთი შენობები კი თბილისში მრავლად არის. ასევე, დაუშვებელია ახალ აშენებულ სახლში მობინადრეების შესახლება, სანამ ყველა შესაბამისი სამსახური არ დადებს დასკვნას და შენობა არ ჩაეშვება ექსპლუატაციაში. როგორც თამაზ დოგრაშვილმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ ყველაზე საპასუხისმგებლოა 2-კვირიანი ტესტირება. სერიოზული პრობლემაა შეჩერებული და მიტოვებული მშენებლობები, სადაც ხალხი თვითნებურად სახლდება და კომუნიკაციები შეჰყავთ. “მომრავლდა ფატალური შემთხვევები. მშენებლობა აუცილებლად უნდა დასრულდეს ყველა ეტაპის გათვალისწინებით. გაშიშვლებული კონსტრუქციების მიტოვება და იქ ხალხის პარტიზანულად შესვლა ყოვლად დაუშვებელია. ამას, არც ერთი ნორმალური…
მეტი...„ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლება უნდა დაიწყოს, სამშენებლო სექტორს ხელი შევუწყოთ – კახა კალაძე
თბილისის მერია დედაქალაქში ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების საკითხს აქტიურად განიხილავს. ორი საპილოტე პროექტის განხორციელება იგეგმება. ავარიულ „ხრუშჩოვკებში“ მცხოვრები მოსახლეობის 100 პროცენტიანი თანხმობის გარეშე, შეუძლებელია ამ ადამიანების გამოყვანა და პროექტის განხორციელება. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ამის გამო პროექტს სირთულეები პირველ ეტაპზევე ექმნება. ამის მიუხედავად, გარკვეული მიდგომები მუშავდება. “მზად ვართ, ხელი შევუწყოთ სამშენებლო სექტორს, რომ „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტი მთელი ქალაქის მასშტაბით დაიწყოს. თამაშის წესები უნდა ჩამოვაყალიბოთ, როგორ ჩავანაცვლოთ ავარიული „ხრუშჩოვკები“, როდესაც სამშენებლო კომპანიებს აქვთ ინტერესი. ამ წესებს ძალიან მალე დავდებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. დედაქალაქის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის…
მეტი...ჩვენი მოვალეობაა გავაფრთხილოთ მოსახლეობა, ნუ ვეთამაშებით სამშენებლო ბიზნესს – თეა გოდოლაძე
ორგანიზაცია „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე მიიჩნევს, რომ სეისმურად ისეთ აქტიურ ზონაში, როგორშიც საქართველოა, სამშენებლო ბიზნესისთვის მკაცრი რეგულაციები უნდა არსებობდეს და აქცენტი კეთდებოდეს არა შენობების ვიზუალურ მხარეზე, არამედ მათ მდგრადობაზე. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე თეა გოდოლაძემ დღეს განაცხადა, 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა არ არის საშიში ნორმალური, განვითარებული ქვეყნისთვის, მაგრამ მას შესაძლოა დამანგრეველი ეფექტი ჰქონდეს თბილისისთვის, სადაც ძალიან ბევრი ახალი შენობა ყოველგვარი წინასწარი კველევების გარეშე შენდება და თითქმის არ არის ცნობილი, თუ რა სიმძლავრის ბიძგებზეა ისინი გათვლილი. ” ნუ ვეთამაშებით სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ ბიზნესს. ისეთ ტეროტორიაზე, როგორიც საქართველოა სამშენებლო ინდუსტრიაში უნდა არსებობდეს მკაცრი რეგულაციები, იმისთვის, რომ…
მეტი...კლინიკის შენობაში ლიფტი მოწყდა, მგზავრების დახმარებაზე კი არავინ იზრუნა
კლინიკა “კურაციოს” ახალგახსნილ შენობაში გუშინ, VI საურთულზე, მგზავრებით სავსე ლიფტი მოწყდა და IV – III სართულებს შორის გაიჭედა. გზავრების გამოყვანას თითქმის 20 წუთის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა კლინიკის ერთ-ერთი თანამშრომელი. ამ მომენტისთვის ლიფტში იმყოფებოდა 8 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი და ერთი ასაკოვანი ქალი. როგორც ფაქტის შემსწრე მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, ჩამოვარდნის შედეგად მოწყდა ლიფტის შიდა კარის ცალი ფრთა, ხოლო თავად მგზავრებმა შახტაში მოთავსებული კარის გამღება მოახერხეს და საკუთარი ძალებით შეძლეს ლიფტიდან თავის დაღწევა. სამაშველო სამსახური “112”-ი არავის გამოუძახებია, არც კლინიკის თანამშრომლებს გამოუჩენიათ ყურადღება დაზარალებულების, მათი პოტენციური პაციენტების მიმართ. მოქალაქე მიმართავს თბილისის…
მეტი...ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულდა
თბილისში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. უახლოეს დღეებში გზის საფარის დაგება დაიწყება. პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა თანამედროვე ენერგოეფექტური განათების სისტემა, არსებული გამწვანების მიმდებარედ კი – სკვერი. პროექტის თანახმად, გზაგამტარმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობა უნდა უზრუნველყოს, საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ნაწილში საცობების განტვირთვას და ტრანსპორტის გადაადგილების დროის შემცირებას შეუწყოს ხელი. “ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. ამ კონკრეტულ მონაკვეთს მიეცა შესაძლებლობა, ავტომობილებისგან განიტვირთოს და გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი. აქ მოეწყობა სპეციალური კუნძულები, რომლებიც გამწვანებული იქნება. ასევე, დაირგვება ახალი ნარგავები, ხეები და მგონია, რომ მართლაც საკმაოდ ლამაზი პროექტი…
მეტი...თბილისში ჯოვანი სკუდიერის სახელობის ქუჩა გაიხსნა
მეცხრამეტე საუკუნეში, საქართველოში მოღვაწე იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი სკუდიერის სახელობის ქუჩა თბილისში, დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა. მისი პროექტით საქართველოში აშენდა მრავალი შენობა-ნაგებობა, მათ შორის, თეატრი, პირველი ქვის ხიდი თბილისში, ე.წ. მშრალი ხიდი). ასევე სკუდიერის ეკუთვნის თავისუფლების მოედნის პროექტი, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმვა და სხვა. ჯოვანი სკუდიერის საქართველოში მოღვაწე არქიტექტორთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია. იგი იყო პირველი არქიტექტორი, რომელმაც თბილისის განაშენიანებას ახლებური, ევროპული ხასიათი შესძინა. იტალიელი არქიტექტორის სახელობის ქუჩა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საქართველოში იტალიის ელჩთან, ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან ერთად გახსნა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, თბილისის წინაშე ჯოვანი სკუდიერის…
მეტი...თბილისურ ეზოში ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა დაიწყეს
თბილისის ჩუღურეთის რაიონში, თოიძის ქუჩის N10-ში მდებარე ერთ-ერთ თბილისურ ეზოში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე ხანძარი 29 ივლისს გაჩნდა და ეზოში მცხოვრები ექვსი ოჯახი დაზარალდა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, გადაუდებელი ღონისძიების ფარგლებში, რეაბილიტაცია 950 კვადრატული მეტრი ფართობს ჩაუტარდება. პირველ ეტაპზე, დამწვარი კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა. ამ დროისთვის კი, ხანძრისგან დაზიანებული კედლების აღდგენა მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, იატაკების, სართულშუა გადახურვის, სახურავისა და კარ-ფანჯრების მოწყობის სამუშაოები დაიწყება. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს შპს „პასაჟი-საქართველო“ ასრულებს. პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 138,796 ლარი…
მეტი...“შეჩერებული მშენებლობები დროულად უნდა დასრულდეს” – კახა კალაძე ბიზნესმენებს შეხვდა
თბილისში არსებულ დაუსრულებელ მშენებლობებსა და ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრეს დედაქალაქის მერთან გამართულ შეხვედრაზე სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებმა. კახა კალაძე დაინტერესებულ კომპანიებს მერიის მხრიდან მაქსიმალურ თანადგომას დაჰპირდა, რათა შეჩერებული მშენებლობები დასრულდეს და ის პრობლემები, რომლებსაც მსგავსი ობიექტები ქმნიან, ქალაქის იერსახის დამახინჯებისა და ანტისანიტარიის თვალსაზრისით დროულად მოგვარდეს. კალაძის თქმით, იმ ამოცანების გადასაჭრელად, რაც ქალაქის წინაშე დგას, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლების როლი მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე ისაუბრეს ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტზეც. თბილისის მერმა სამშენებლო სფეროს წარმომადგენლების მოსაზრებები მოისმინა. “დაინტერესებულ კომპანიებს მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს, რათა დედაქალაქში შეჩერებული მშენებლობები დასრულდეს და ის პრობლემები, რომლებსაც ასეთი ობიექტები…
მეტი...ახალ შენობებში გათბობისა და კონდიცირების სისტემის არსებობა სავალდებულო გახდება
საქართველოში მთელი რიგი შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირება, შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება შესაძლოა სავალდებულო გახდეს. თითქმის ნულამდე უნდა შემცირდეს ენერგომოხმარების შენობები. ახალმა შენობებმა ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები 2020 წლიდან უნდა დააკმაყოფილონ. შენობების ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები ვრცელდება ყველა ახალ შენობაზე, შენობის ნაწილებზე, შენობის ელემენტებზე, ასევე, მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევაში არსებულ შენობებსა და მათ ნაწილებზე. მნიშვნელოვან რეკონსტრუქციას წარმოადგენს შენობის გარსის ზედაპირის 25%-ზე მეტის რეკონსტრუქცია. „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა. კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. მომხსენებლის განმარტებით, მას შემდეგ, რაც საქართველო „ენერგეტიკული გაერთიანების“ დამფუძნებელ ხელშეკრულებას მიუერთდა, სავალდებულო…
მეტი...ძველ თბილისში ავარიული სახლების კედლების გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილში, კერძოდ, ჩუღურეთის რაიონში ავარიული შენობა-ნაგებობების კედლებისა და საძირკვლის გამაგრების სამუშაოები 44 მისამართზე მიმდინარეობს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” რაიონიშ გამგეობაში განუცხადეს, სამუშაოები მოიცავს ასევე, წყლისა და წყალსაწრეტების ქსელის რეაბილიტაციას, ქანობიანი და ბრტყელი სახურავების შეცვლას, სადარბაზოების განახლებას და სხვა. სამუშაოები, რომლის ჯამური ღირებულება 1 409 981 ლარს შეადგენს, თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და ტენდერში გამარჯვებული რამდენიმე კომპანიები ახორციელებენ. მათივე ინფორმაციით, შენობა-ნაგებობების გამაგრების სამუშაოები 42 ობიექტზე უკვე დასრულებულია. წლის ბოლომდე კიდევ 18 პროექტის განხორციელება იგეგმება.
მეტი...სხვიტორში ისტორიული ძეგლს მუშები სათავსოდ იყენებენ – „მთავარის“ ექსკლუზივი
სხვიტორიში, წერეთლების ქვითკირის ორსართულიანი შენობა რესტავრაციას საჭიროებს. პრობლემა კი ის არის, რომ თბილისიდან აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში გამზადებული პროექტები ჩადის, რომელსაც ისტორიულ ნაგებობასთან საერთო არაფერი აქვს და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს. სწორედ ასე მოხდა მაშინ, როცა აკაკის სახლ-მუზეუმში გათბობის საკითხი უნდა მოეგვარებინათ. პროექტით, მუზეუმში გათბობის თანამედროვე სისტემები უნდა დამონტაჟებულიყო. ისტორიული ძეგლი კი კატასტროფას და ავთენტურობის დარღვევას თანამშრომლებმა გადაარჩინეს, რომლებმაც პროექტი დაიწუნეს. „იყო მცდელობა, აკაკი სახლ-მუზეუმში გათბობის თანამედროვე სისტემები დაემონტაჟებინათ, შესაბამისი პროექტიც კი შეიქმნა, თუმცა, ჩვენ პროექტი დავუწუნეთ და ის ვერ განხორციელდა“ – უყვებიან თანამშრომლები „მთავარს“. მუზეუმის თანამშრომლების წინადადებაა, პროექტით გათვალისწინებული თანხა…
მეტი...აკაკის სახლ-მუზეუმს ავთენტურობას ურღვევენ – „მთავარის“ ექსკლუზივი
სხვიტორში, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში რესტავრაცია თანამედროვე ტექნოლოგიებით ხორციელდება. კერძოდ, სახლ-მუზეუმის ეზოდან კარის ეკლესიამდე ჩასასვლელი ბილიკი იცვლება, რომელსაც თანამედროვე, მოაჯირიანი კიბე ჩაანაცვლებს. „მთავარის“ კორესპონდენტი ვითარებას ადგილზე გაეცნო, მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერა და მუზეუმის თანამშრომლებსაც გაესაუბრა. ავთენტურობის დარღვევას თანამშრომლები ადასტურებენ, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არაფერია. „ხედავთ, რომ აკაკის სახლე-მუზეუმის ეზოში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდიარეობს, თუმცა, ავთენტურობა ირღვევა. ეზოდან კარის ეკლესიამდე ჩასასვლელი ბილიკი, რომელიც ბუნებრივი, აკაკის დროინდელი იყო, იცვლება და თანამდროვე ტექნოლოგიებით, მოაჯირიანი კიბე კეთდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კარის ეკლესიის მიმდიებარე ტორირტოეიაზე ავთენტურობა ირღვევა. ეს არის ისტორიული ძეგლი, სადაც მსგასი მშენებლობები არაფრით შეიძლება.…
მეტი...ორბელიანის მოედანზე 150 ადგილიანი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა მიმდინარეობს
თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში, კერძოდ, გრიგოლ ორბელიანის, ყოფილი კოლმეურნეობის მოედანზე, 150 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი აშენდება. მოედნის მიმდებარედ მოეწყობა საფეხმავლო ზონა, რომელიც ფხოვისა და ათონელის ქუჩების ნაწილს მოიცავს. ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს, 18 მისამართზე სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს, მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობასა და კეთილმოწყობის სამუშაოებს მოიცავს. კულტურული მემკვიდრეობის 13 ძეგლს რეკონსტრუქცია შესაბამისი წესების დაცვით განხორციელდება. დაგეგმილია ათამდე შენობის სრული რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო არეალი მშრალი ხიდიდან ათონელისა და ფხოვის ქუჩების გავლით, ალექსანდრე პუშკინის ქუჩამდე მონაკვეთს მოიცავს, მათ შორის, ხაზინისა და ფურცელაძის ქუჩებს, ასევე, გრიგოლ ორბელიანისა და 9 აპრილის…
მეტი...რუსთაველის გამზირზე შენობების ფასადიდან ავარიული ელემენტები მოხსნეს
თბილისის ცენტრალურ ნაწილში, კერძოდ, რუსთაველის გამზირის N34-სა და N36-ში მდებარე შენობების ფასადიდან ავარიული ელემენტები მოიხსნა. გადაწყვეტილება მთაწმინდის რაიონის გამგეობამ დაზიანებული ელემენტების ფრაგმენტულად ჩამოშლის გამო მიიღო, რასაც შესაძლოა, მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხე შეექმნა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მთაწმინდის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ფასადის გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობისას ტროტუარზე ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება დროებით შეიზღუდა. მათივე თქმით, მსგავსი შემთხვევების გამოვლენისას, მოქალაქეთა უსაფრთხების უზრუნველსაყოფად, გამგეობა შესაბამის ზომებს დაუყონებლივ მიიღებს. ადგილზე რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და გამგეობის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
მეტი...თბილისის ისტორიულ-კულტურულ ზონებში ახალი მშენებლობები არ უნდა აიკრძალოს – ვახტანგ დავითაია
არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას აზრით, დედაქალაქის ისტორიულ-კულტურულ ზონებში ახალი მშენებლობები არ უნდა აიკრძალოს, მაგრამ ყველა ახალი პროექტი სათანადოდ უნდა დამუშავდეს, რადგან არ დაირღვას ამა თუ იმ ისტორიული უბნის უპირველესი ურბანული ქსოვილი, განწყობილების მასშტაბი და სხვა, რაც მსოფლიოში აღიარებული წესებია. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ვახტანგ დავითაიამ განუცხადა, ისტორიული უბნების საკითხი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ყველა ეტაპზე და ყველა დონეზე იყო განხილული და საკმაოდ სოლიდურადაც. “ისტორიული უბნებთან დაკავშირებული ყველა კონკრეტული შემთხვევა ცალკე უნდა იყოს განხილული, თუ ქვეყანა არ იქცევა და არ ირღვევა კონტექსტი, ჩვენ ხელი არ უნდა შევუშალოთ სიახლის შეტანას. ისტორიული რაიონი ეს არ ნიშნავს იმას, რომ…
მეტი...თბილისის ისტორიულ-კულტურულ ზონებში ახალი მშენებლობები აიკრძალება
თბილისის ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტის ზონებში შესაძლოა ახალი მშენებლობების ნებართვები აღარ გაიცეს, თუმცა, ყველა მიმდინარე მშენებლობა დასრულდება, მათ შორის საუბარია „პანორამა თბილისის” პროექტიც. ამგვარად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ხელახლა დამკვიდრდება ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ზონა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ამოიღეს. როგორც თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ დღეს, საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კულტურის სამინისტროსთან მიმდინარეობს მუშაობა, რომ კულტურული მემკვიდრეობის კანონის მიხედვით, მსგავსი ზონები დაზუსტდეს და მათი რევიზია განხორციელდეს, ასეთ არეალებში მოყვება მთაწმინდისა და ვერი ფერდები, ზემო ვერა, ორთაჭალის მიდამოები. „ როდესაც 1985 წლის მინისტრთა საბჭოს დადგენილებაზე ვსაუბრობთ, კარგად უნდა გავითვალისწინოთ ამ ათწლეულების განმავლობაში წარმოშობილი…
მეტი...დიდ დიღომში, რეკრეაციულ ზონაში დაწყებული მშენებლობა მოსახლეობის მოთხოვნით შეჩერდა
ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის მერიამ, დიდ დიღომში, სავაჭრო ცენტრ “გუდვილის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ანბანის ბაღში დაწყებული მშენებლობის შეჩერებისა და ნაგებობის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. მშენებარე ობიექტის ფოტოები თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ რეკრეაციულ ზონაში მსგავსი ობიექტის მშენებლობა დაუშვებელია. გარდა ამისა, დარღვეულია მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული ყველანაირი პირობა და ყველანაირად პრობლემას წარმოადგენს ამ ობიექტის პროექტის განხორციელება. კალაძის ინფორმაციით, ამ კონკრეტულ ობიექტთან დაკავშირებით, დიდი დიღმის მოსახლეობის მხრიდან ძალიან ბევრი საჩივარი შევიდა მერიაში. კახა კალაძემ თავის მოადგილეებს დაავალა, ობიექტის მესაკუთრის უფლებები მაქსიმალურად დაიცვან, შეხვდნენ მესაკუთრეებს და საჭიროების შემთხვევაში…
მეტი...ბაგების საფეხმავლო ხიდი განახლდა – პროექტზე 0,5 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა
თბილისის ივანე ჯავახიშვილის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის ბაგებთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სპეციალური ამოსასვლელი მოეწყო, გამოიცვალა ასფალტის საფარი, გამაგრდა ბურჯები და გარდამავალი ფილა, შეიღება მოაჯირები, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ განათების სისტემა განაახლა. გარდა ამისა, კეთილმოეწყო ხიდთან მისასვლელი გზები, აღდგა დაზიანებული კიბე და დამცავი კედლები ფილებით მოპირკეთდა. ხიდზე დასრულებული სამუშაოები თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. მისი თქმით, ხიდის აშენების შემდეგ, მას სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია. “გახსოვთ, თუ რა მდგომარეობაში იყო ეს საფეხმავლო ხიდი, სერიოზული პრობლემა არსებობდა და ავარიულ მდგომარეობაში იყო. დღეს უკვე გვაქვს განახლებული, სრულად რეაბილიტირებული ხიდი,…
მეტი...მშენებლობებისგან გამოწვეული მტვერით ჰაერის დაბინძურებაზე რეგულაციები გამკაცრდება
თბილისში ჰაერის მტვრით დაბინძურების პრობლემის აღმოფხვრის მიზნით რეგულაციები გამკაცრდება. ცვლილებები მშენებლობის პროცესში დამტვერვისგან დამცავი საშუალებების გამოყენებასა და საშენი მასალების ტრანსპორტირებას შეეხება. დამტვერვისგან დამცავი საშუალებების გამოყენება სამშენებლო მასალის სველი მეთოდით დამუშავებას გულისხმობს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თბილისში ერთ-ერთი უმთავრესი და კომპლექსური პრობლემა ჰაერის მტვრით დაბინძურებაა, რასაც მასშტაბური მიდგომები სჭირდება. ამისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ მწვანე სივრცეების შექმნა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, სერიოზული პრობლემაა მშენებლობებისგან გამოწვეული მტვერი. “ჩვენ დავიწყეთ პარკების რეაბილიტაციის პროექტები, არსებული სკვერების განახლება, მწვანე სივრცეების შექმნა. არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი…
მეტი...აწყურის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დიდი დარღვევებით მიმდინარეობს – არქიტექტორი
არქიტექტორ-რესტავრატორი, გოგოთურ მისრიაშვილი, აწყურის ღმრთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაცია-რესტავრაციის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ სამუშაოები დარღვევით მიმდინარეობს, დაშვებულია სერიოზული ხარვეზები. მათ შორის, ტაძრის სარკმლებზე ახლადშექმნილი ჩუქურთმებიანი საპირეები მონტაჟდება, მაშინ, როდესაც გამოუყენებელია ეკლესიის ირგვლივ მიმოფანტული ავთენტური ორნამენტული ქვები. ასევე გამოუყენებლად ყრია მარკირებული ბურჯის ქვები, რომლის სანაცვლოდ თლიან ახალს. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” გოგოთურ მისრიაშვილმა განუცხადა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ახორციელებდა ძეგლზე საავტორო არქიტექტურულ ზედამხედველობას და მისი მრავალი ოფიციალური ანგარიშისა და პირად შეხვედრებში გამოთქმული რჩევებისა თუ შენიშვნების მიუხედავად, სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავაც დიდი დარღვევებით სრულდება, რაც მისი აზრით, საპროექტო ჯგუფის იმთავითვე იგნორირების შედეგია. “რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი შეიქმნა 2008 წელს, ხოლო 2015 წელს დაკორექტირდა. 2016 წლის…
მეტი...