ახალ შენობებში გათბობისა და კონდიცირების სისტემის არსებობა სავალდებულო გახდება

საქართველოში მთელი რიგი შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირება, შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება შესაძლოა სავალდებულო გახდეს. თითქმის ნულამდე უნდა შემცირდეს ენერგომოხმარების შენობები. ახალმა შენობებმა ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები 2020 წლიდან უნდა დააკმაყოფილონ.

შენობების ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები ვრცელდება ყველა ახალ შენობაზე, შენობის ნაწილებზე, შენობის ელემენტებზე, ასევე, მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევაში არსებულ შენობებსა და მათ ნაწილებზე. მნიშვნელოვან რეკონსტრუქციას წარმოადგენს შენობის გარსის ზედაპირის 25%-ზე მეტის რეკონსტრუქცია.

„შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა. კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს.

მომხსენებლის განმარტებით, მას შემდეგ, რაც საქართველო „ენერგეტიკული გაერთიანების“ დამფუძნებელ ხელშეკრულებას მიუერთდა, სავალდებულო გახდა შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ დირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაცია. დირექტივის მთავარ მიზანს წარმოადგენს შენობების ენერგიის დანახარჯის შემცირება და განახლებადი წყაროებისგან მიღებული ენერგიის გამოყენების წილის გაზრდა კლიმატური პირობების და ეკონომიკური ეფექტურობის გათვალისწინებით. – განაცხადა მომხსენებელმა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ეკონომიკის სამინისტროში განუმარტეს, კანონში რამდენიმე გამონაკლისი იქნება დაშვებული, კერძოდ: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებთან დაკავშირებით, თუ ენერგოეფექტიანობის მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა მათი განსაკუთრებული ხასიათისა და გარეგნული იერსახის ცვლილებას გამოიწვევს; ასევე, საკულტო – რელიგიური დანიშნულების მქონე შენობებზე; დროებით შენობებზე, რომლებიც განკუთვნილია არაუმეტეს ორი წლის ვადით გამოყენებისთვის, სამრეწველო ობიექტებისა, საამქროებისა და დაბალი ენერგო მოთხოვნის მქონე არასაცხოვრებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობებზე; საცხოვრებელ შენობებზე, რომლებიც გამოიყენება ან განკუთვნილია წელიწადში ოთხ (4) თვეზე ნაკლები პერიოდით გამოსაყენებლად; ცალკე მდგომ შენობებზე, რომელთა სასარგებლო ფართი 50 მ2-ზე ნაკლებია.

კანონპროექტი ძალაში უნდა შევიდეს 2019 წლის 30 ივნისიდან.

კომიტეტმა განხილულ საკითხებს მხარი ერთხმად დაუჭირა.

მსგავსი თემები