ჩვენი მოვალეობაა გავაფრთხილოთ მოსახლეობა, ნუ ვეთამაშებით სამშენებლო ბიზნესს – თეა გოდოლაძე

​ორგანიზაცია „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე მიიჩნევს, რომ სეისმურად ისეთ აქტიურ ზონაში, როგორშიც საქართველოა, სამშენებლო ბიზნესისთვის მკაცრი რეგულაციები უნდა არსებობდეს და აქცენტი კეთდებოდეს არა შენობების ვიზუალურ მხარეზე, არამედ მათ მდგრადობაზე.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე თეა გოდოლაძემ დღეს განაცხადა, 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა არ არის საშიში ნორმალური, განვითარებული ქვეყნისთვის, მაგრამ მას შესაძლოა დამანგრეველი ეფექტი ჰქონდეს თბილისისთვის, სადაც ძალიან ბევრი ახალი შენობა ყოველგვარი წინასწარი კველევების გარეშე შენდება და თითქმის არ არის ცნობილი, თუ რა სიმძლავრის ბიძგებზეა ისინი გათვლილი.

” ნუ ვეთამაშებით სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ ბიზნესს. ისეთ ტეროტორიაზე, როგორიც საქართველოა სამშენებლო ინდუსტრიაში უნდა არსებობდეს მკაცრი რეგულაციები, იმისთვის, რომ დავიცვათ მოსახლეობის უსაფრთხოება. შეიძლება რეგულაციები არ დაუწესოთ ბიზნესს, სოციალურ თუ ეკონომიკურ მეცნიერებებს, მაგრამ როდესაც ადამიანის უსაფრთხოებაზე გვაქვს საუბარია, აუცილებელია ქვეყანამ მკაცრი რეგულაციები შემოიღოს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს დაეფუძნება. სხვა შემთხვევაში ქვეყანა წააგებს.  შენობების უმეტესობა ძირითადად ინგრევა მიწისძვრის დროს”, – განაცხადა თეა გოდოლაძემ “მთავარში” და დასძინა, რომ სახლები ლამაზია, მაგრამ მთავარია ეს სახლები ფეხზე იდგეს, როცა მიწისძვრა მოხდება.

​მისივე თქმით, 2002 წელს, როდესაც თბილისში მოხდა 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა, მაშინ ამდენი შენობები არ იყოს ქალაქში, მაგრამ იყოს ზარალი და მაშინ 8 ადამიანი დაიღუპა.

“ქვეყანაში დღეს 36 სამშენებლო კოდექსი მოქმედებს, მაგრამ არავინ იცის ვინ რას აკეთებს. მოსახლეობის ინტერესიც უნდა იყოს, რომ იცხოვროს დაცულ სახლში. არსებობენ ზოგი ძალიან კარგი სამშენებლო კომპანიები, რომლებსაც სურთ იცოდნენ კვლევითი კომპონენტები. ასეთი დოკუმენტები ძალიან ხშირად გაყალბებულია. ამ საქმით არის დაკავებული ხალხი, რომლებიც ამ სფეროს პროფესიონალები არ არიან”, – აცხადებს თეა გოდოლაძე.

მსგავსი თემები