სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები თბილისის გენგეგმის პროექტს გაეცნენ

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა გააცნო. დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრას 50-მდე ორგანიზაციის, მათ შორის, მენაშენეთა ასოციაციის 35 წევრი და არაწევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ​​შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა თბილისის მერს საკუთარი მოსაზრებები წერილობით წარუდგინეს. როგორც შეხვედრაზე მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილმა განაცხადა,  არსებობს ბევრი პრობლემა, მაგრამ მათთვის მთავარია, რომ ტენდენცია უკეთესობისკენ მიდის. სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, ასევე, მერის მოადგილეები ილია ელოშვილი და მაია ბითაძე ესწრებოდნენ. ​ მაიას ბითაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია მუდმივად ღია და გამჭვირვალე იქნება და ყველა იმ სამართლიან…

მეტი...

დუშეთში რესტავრაცია 40 ისტორიულ სახლს ჩაუტარდება

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ქალაქ დუშეთში მალე, რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში, ისტორიული უბნების ურბანული განახლება დაიწყება. პროექტის ფარგლებში იგეგმება 40 სახლის რესტავრაცია, მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის ჩათვლით. განხორციელდება ფასადური სამუშაოები, მოეწყობა გარე განათებები, ტროტუარები, ბორდიურები. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, პროექტი ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ და ახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი. სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადებულია. სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყება ზაფხულის ბოლოს იგეგმება. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, მოადგილე მანანა ნარიმანიძესა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ დუშეთის ის ნაწილი დაათვალიერეს, სადაც, მალე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, ისტორიული სახლების მესაკუთრეებს პროექტის შესახებ დეტალური…

მეტი...

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი ესტაკადის მშენებლობაზე 3 მლნ ლარი დაიხარჯება 

თბილისში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი ესტაკადის მშენებლობის პროცესს დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. პროექტი, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ნაწილში, სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობა განტვირთვას და ტრანსპორტის გადაადგილების დროის შემცირებას ითვალისწინებს. კვანძის მშენებლობა სამ მილიონი ლარი დაიხარჯება. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი, აღნიშნულ ქუჩებზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობას უზრუნველყოფს. მშენებლობის პარალელურად, მიმდებარე ტერიტორიაზე, დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად, 140 ძირი ნერგი დაირგო, მათ შორის, ჰიმალაის კედარი, ტირიფი, აკაცია და დეკორატიული ტყემალი. ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობაზე მუნიციპალიტეტი იზრუნებს. ​კახა კალაძის განცხადებით, დაწყებულია თამარაშვილის ქუჩის კვანძის კვლევა,…

მეტი...

უნიკალური არქიტექტურის მქონე დადიანის სასახლე პირვანდელ იერსახეს იბრუნებს

  სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, ნიკო დადიანის სასახლე პირვანდელ იერსახეს იბრუნებს. უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. კაპიტალურად გამაგრდა სასახლის კონსტრუქციული სეგმენტები; შენობა მოპირკეთდა ავთენტური წყობისა და ფორმის ძველი ქართული აგურით. სრულად რესტავრირდა ავთენტური კარ-ფანჯარა. ისტორიულ შენობაში მოეწყო სავენტილაციო, კონდიცირებისა და გათბობის თანამედროვე კომუნიკაციები. სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 2 მლნ ლარია. სამუშაოები სექტემბერში დასრულდება. ​ როგორც მედიაცენტრ “მთავარს” კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, სარეაბილიტაციო პროცესის დასრულების შემდგომ, ნიკო დადიანის სასახლის ინტერიერში ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი დაიდებს ბინას. სასახლეში გამოიფინება ეროვნული (ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული – XIX საუკუნის დასასრულის დადიანების მემორიალური ნივთებით დამთავრებული) და ევროპული…

მეტი...

ისტორიული შენობების საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურით დაზიანების ფაქტებს რეაგირება მოჰყვება  

​ისტორიულ ძეგლებზე კონდიციონერებით, გამათბობლებითა და სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებით ფასადების დაზიანების გახშირებულ ფაქტებს თბილისის მერი კახა კალაძე შემაშფოთებელს უწოდებს და მოქალაქეებს ქალაქის ისტორიული იერსახის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. კახა კალაძემ, დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, ქალაქის რეაბილიტირებულ ადგილებში საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურით ფასადების დაზიანების ფაქტებზე ოპერატიული რეაგირება, შესაბამის სამსახურებს კი, მათი უმოკლეს ვადაში აღდგენა დაავალა. როგორც თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მისთვის გასაგებია, რომ საყოფაცხოვრებო პირობებისთვის სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ფასადების დამახინჯების ხარჯზე. მეპატრონეები თვითონ უნდა იყვნენ პირველები, ვინც შენობა-ნაგებობებს დაიცავს. ​​მერის თქმით, ძველი თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია გაგრძელება…

მეტი...

უნებართვოდ დაწყებულ მშენებლობებზე კომპანია “სვეტი” თბილისის მერიისგან ნებართვებს მიიღებს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მენაშენეების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. როგორც დაზარალებულებმა შეხვედრაზე განაცხადეს, დეველოპერული კომპანია „სვეტი,“ რომელსაც არც ერთ სამშენებლო ობიექტზე მშენებლობის ნებართვა არ გააჩნია, მშენებლობის შეჩერების მთავარ მიზეზად მერიისგან ნებართვების გაუცემლობას ასახელებს, რაც პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისა და პრობლემის სხვაზე გადაბრალების მცდელობაა. კახა კალაძე დაზარალებულ პირებს მერიის კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერასა და მშენებლობის გასაგრძელებლად ნებართვების დაჩქარებულ ვადაში გაცემას დაჰპირდა. მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, მერია ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ მოსახლეობა არ დარჩეს დაზარალებული. „კომპანია „სვეტს“ ჰქონდა ნებართვების…

მეტი...

კომპანია “სვეტის” მიერ მოტყუებული ემიგრანტები თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვენ  

სამშენებლო კომპანია „სვეტის” დაზარალებულები თბილისის მერ, კახა კალაძესთან შეხვედრას და “სვეტის” სხვა სამშენებლო კომპანიით ჩანაცვლებას მოითხოვენ. მენაშენეებს მეოთხე დღეა ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე კომპანიის ოფისი უკავიათ და ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით შიმშილობენ. ​1000-ზე მეტი დაზარალებული კომპანიას 300 მილიონ ლარზე მეტ თანხას ედავება. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ერთ-ერთმა დაზარალებულმა, თამარ ურუშაძემ განუცხადა, კომპანიის კლიენტები ძირითადად ემიგრანტები არიან, რომლებიც ვერ ახერხებდნენ საქართველოში ჩამოსვლას. ამით ისარგებლა კომპანიის ხელმძღვანელობამ და ისინი მოატყუა. დაზარალებულები არ გამორიცხავენ, რომ ეს აფიორული სქემა კომპანიის მესვეურებს თავიდანვე ჰქონდა გააზრებული და დაგეგმილი. “უკვე რამდენიმე დღეა გავერთიანდით და ვშიმშილობთ. იმის ნაცვლად, რომ ახლა დასრულებულ კორპუსში ვცხოვრობდეთ, გვაქვს…

მეტი...

“გარეთ ცა ჩამოიქცა, შიგნით – ჩვენი სადარბაზო” – “კადეტთა კორპუსის” მობინადრეები შველას ითხოვენ

თბილისის მთაწმინდის რაიონში, თაბუკაშვილისა და ლაღიძის ქუჩაზე მდებარე “კადეტთა კორპუსის” მობინადრეებს ბოლო დღეების ძლიერმა წვიმებმა პრობლემა შეუქმნა. მწვავე ავარიული შენობის მცხოვრებლები დიდი ხანია გამგეობისა და დედაქალაქის მერიისგან დახმარებას ითხოვენ. “გარეთ ცა ჩამოიქცა, შიგნით – ჩვენი სადარბაზო, ანუ შენობა, რომელსაც ისედაც სული კბილით უჭირავს! ჭერი და კედლები ისე დაშორდა ერთმანეთს, რომ ძლიერი წვიმის დროს შიგნით უფრო მაგრად წვიმს, ვიდრე – გარეთ. ირეცხება სამი სართული და გაჯნარევი ტბების დაშრობას ერთ კვირას მაინც ვანდომებთ. ცოტა ხანში გვალვები დადგება და კედლების ჩამონგრევა მერე ნახეთ! ამ კოშმარში ერთი სასიამოვნო დეტალი მაშველების მოსვლა იყო. მაგარი ხალხია. აძვრნენ…

მეტი...

საბჭოთა ეპოქის დროინდელი დაუსრულებელი შენობა მოსახლეობას საფრთხეს უქმნის

​თბილისის შემოგარენის, კერძოდ, წყნეთის მოსახლეობა, ვაკის რაიონის გამგეობას და დედაქალაქის მერიას მოუწოდებენ მიიღონ ზომები, თამარაშვილის ქუჩაზე არსებულ, დაუსრულებელ ნაგებობასთან დაკავშირებით, რომლის გამო მოსახლეობას სასიცოცხლო საფრთხე ექმნება. ​როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ვაკის რაიონის გამგეობას არაერთხელ მიმართეს განცხადებით, მაგრამ უშედეგოდ. ​მათივე ინფორმაციით, თამარაშვილის ქუჩის N13 -ში მშენებლობა ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში დაიწყო და მას შემდეგ სამშენებლო პროცესი გაურკვეველი ვადით არის შეჩერებული. ამ ხნის განმავლობაში, შენობის სახურავზე ხის კონსტრუქციები მოირყა და ყოველი ქარიანი ამინდის დროს, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ექმნებათ. “ამ ქუჩაზე გაიარა სტიქიურმა უბედურებამ, მაგრამ დიდი ხანია ეს საშინელი შენობა დგას სტიქიური უბედურების სახით. შენობის…

მეტი...