კლინიკა “კურაციოს” ახალგახსნილ შენობაში გუშინ, VI საურთულზე, მგზავრებით სავსე ლიფტი მოწყდა და IV – III სართულებს შორის გაიჭედა. გზავრების გამოყვანას თითქმის 20 წუთის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა კლინიკის ერთ-ერთი თანამშრომელი. ამ მომენტისთვის ლიფტში იმყოფებოდა 8 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი და ერთი ასაკოვანი ქალი.
როგორც ფაქტის შემსწრე მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, ჩამოვარდნის შედეგად მოწყდა ლიფტის შიდა კარის ცალი ფრთა, ხოლო თავად მგზავრებმა შახტაში მოთავსებული კარის გამღება მოახერხეს და საკუთარი ძალებით შეძლეს ლიფტიდან თავის დაღწევა. სამაშველო სამსახური “112”-ი არავის გამოუძახებია, არც კლინიკის თანამშრომლებს გამოუჩენიათ ყურადღება დაზარალებულების, მათი პოტენციური პაციენტების მიმართ.
მოქალაქე მიმართავს თბილისის მერიას და “მადლობას უხდის” ასეთი შენობების ექსპლუატაციაში გაშვებისთვის. მგზავრებს შორის გულით ავადმყოფი ადამიანი რომ ყოფილიყო, დიდი ალბათობით ვერ გადაიტანდა 1 სთ-იან უჰაერობაში დგომას და ფატალური შედეგი დადგებოდაო, – წერს მოქალაქე სალომე გოგიჩაიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვედრზე:
” ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლინიკა კურაციო – Curatio Clinic -ს გუშინდელი მოყენებული სტრესისთვის.
გუშინ ჩემს 3 წლის შვილთან ერთად ვიმყოფებოდი კლინიკა კურაციოს ახალ გახსნილ შენობაში, სადაც ლიფტით სარგებლობის დროს ლიფტი ჩამოწყდა და 6 სართულზე ჩამსხდრები აღმოვჩნდით 1 წამში 4 და 3 სართულს შორის. საბედნიეროდ მუხრუჭებმა დაიჭირა ლიფტი და გადავრჩით. დაახლოებით 20 წთ-ის შემდეგ, კლინიკის რიგითი თანამშრომელი -არა ლიფტიორი, უშედეგოდ ცდილობდა ლიფტის კარის გაღებას და ჩვენს გამოყვანას.
ლიფტში ჩემ და ჩემს 3 წლის შვილის გარდა იმყოფებოდა კიდევ 6 ადამიანი, აქედან კიდევ ერთი მცირეწლოვანი 2 წლის ბავშვი და 1 ასაკოვანი ქალბატონი, მადლობა ღმერთს იქ არ იმყოფებოდა გულით ავადმყოფი ადამიანი, რომელიც დიდი ვარაუდით ვერ გადაიტანდა 1 სთ-იან უჰაერობაში და შიგადაშიგ სიბნელეში დგომას.
შიდა კარის ცალი ფრთის მოტეხვით, პლასტმასის ნაწილაკები შიგნით გვეყრებოდ და ჩვენს მიერ შიგნიდან-შახტაში მოთავსებული კარის გამღების გაღების შედეგად -ძლივს მოხერხდა ჩვენი გამოყვანა -ჩამოხტომა. არ შემიძლია ასევე არ ავღნიშნო კლინის თანამშრომლების მიერ ჩვენი გამოყვანის შემდეგ ნული ყურადღება!
თბილისის მერია / Tbilisi City Hall @თბილისის არქიტექტურის სამსახური თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
დიდი მადლობა აგრეთვე თქვენს მიერ ასეთი შენობების ექსპლუატაციაში აყვანისათვის, შეგახსენებთ რომ შენობა ახლადაშენებულია და მისი ფუნქცია ირკვევა რომ არა სამედიცინო დაწესებულება-რომელსაც უნდა ჰქონოდა უმკაცრესი ზომების შედეგად მიღებული მშენებლობის ნებართვა, არამედ დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია.
ეხლა უკვე გასაგები ხდება რატომ არ დარეკეს კლინიკის თანამშრომლებმა 112 Georgia/112 საქართველო და არ გამოძახეს სამაშველო ჯგუფი.
აგრეთვე იქ აღინიშნა რომ ეს ყველაფერი გამოწვეული იყო ლიფტის არასწორი დამონტაჟების შედეგად.
სიამოვნებით დავთაგავდი ამ კომპანიასაც მაგრამ სამწუხაროდ არ ვიცი.
გმადლობთ !!
p.s. მიხარია რომ გადავრჩი ჯანდაცვის სამინისტრო ჯიპიაი ჰოლდინგი” .