,,რუსული ტერორიზმისგან განკურნების წამალი ამერიკული იარაღია, ევროპულ და უკრაინულ საცეცხლე ძალასთან ერთად” – ერმაკი

,,ნატო-ს ქვეყნებისთვის ომის საფრთხე ძალიან რეალურია. რუსეთი უკვე იყენებს ჩრდილოეთ კორეას ევროპაში ომის წარმოებისთვის და არავინ იცის, სად გამოჩნდებიან ეს რუსულ ფორმაში გამოწყობილი ე.წ. მოხალისეები მომავალში”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი X-ზე წერს. „მას შემდეგ, რაც პუტინმა ჩრდილოეთ კორეული ჯარების მონაწილეობა ვერ დამალა, ეს ნაბიჯი კიდევ უფრო იაფი ჩრდილოეთ კორეელი „მოხალისეების“ რეკრუტირების გზას ხსნის. ნატო-ს ქვეყნებისთვის ომის საფრთხე ძალიან რეალურია. რუსეთი უკვე იყენებს ჩრდილოეთ კორეას ევროპაში ომის წარმოებისთვის და არავინ იცის, სად გამოჩნდებიან ეს რუსულ ფორმაში გამოწყობილი ე.წ. მოხალისეები შემდეგ – ბალტიის ქვეყნების საზღვრებთან ახლოს თუ…

მეტი...

ესპანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

ესპანეთში, კატალონიას რეგიონში ძლიერ ხანძარს ებრძვიან. დამწვარია 2000-ს ჰექტარამდე ტყის ტერიტორია. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მაშველები მთის ფერდობებზე გაჩენილ ცეცხლს მთელი ღამე ებრძოდნენ. ცეცხლის სწრაფად გავრცელების გამო ახლომდებარე ქალაქებში სახლებიდან გასვლა აკრძალულია. განხორციელდა მოსახლეობის პრევენციული ევაკუაციაც. ცეცხლის ლოკალიზების პროცესში ჯამში 300-მდე მეხანძრეა ჩართული.

მეტი...

,,ამერიკელი კვლავ თავის საყვარელ პოლიტიკურ საქანელაზე ქანაობს” – მედვედევი

,,აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის საყვარელ პოლიტიკურ საქანელაზე ქანაობს”, – ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს. „ამერიკელი კვლავ თავის საყვარელ პოლიტიკურ საქანელაზე ქანაობს. „კმაყოფილი ვარ პუტინთან საუბრით“, „იმედგაცრუებული ვარ პუტინთან საუბრით“, „უკრაინას ახალ იარაღს არ მივაწვდით“, „უკრაინას თავდაცვის მიზნით უამრავ იარაღს მივაწვდით“, – წერს მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ასეთ განცხადებებზე რუსეთის პასუხი უნდა იყოს ე.წ. „სპეციალური სამხედრო“ ოპერაციის გაგრძელება.

მეტი...

,,კიევისთვის იარაღის მიწოდება ომს გაახანგრძლივებს” – რუსეთი აშშ-ს აფრთხილებს

რუსეთი ამერიკას აფრთხილებს, რომ კიევისთვის იარაღის მიწოდება ომს გაახანგრძლივებს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვს დრო დასჭირდება იმის გასარკვევად, რა იარაღს აწვდის და მიაწვდის შეერთებული შტატები უკრაინას მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს კიევში მეტი იარაღის გაგზავნა მოუწევს. „რა თქმა უნდა, აშკარაა, რომ ეს ქმედებები, სავარაუდოდ, არ შეესაბამება მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობის მცდელობებს“, – განაცხადა პესკოვმა.

მეტი...

მაკრონი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში ჩავიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. მან ბრიტანეთში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება X-ზე გაავრცელა. „მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენი ერებისთვის – გაერთიანებული სამეფო სტრატეგიული პარტნიორია, მოკავშირე და მეგობარია. ჩვენი კავშირი დიდი ხანია, არსებობს, ისტორიით არის ჩამოყალიბებული და ნდობით განმტკიცებული. ერთად ჩვენ გავუმკლავდებით ჩვენი დროის მთავარ გამოწვევებს: უსაფრთხოებას, თავდაცვას, ბირთვულ ენერგიას, კოსმოსს, ინოვაციებს, ხელოვნურ ინტელექტს, მიგრაციას და კულტურას. ეს ყველაფერი ის სფეროებია, რომლებშიც ჩვენ ვცდილობთ, ერთად ვიმოქმედოთ და გავაღრმაოთ თანამშრომლობა. ეს ასევე მნიშვნელოვანი მომენტია ევროპისთვის. გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირთან კავშირების გაძლიერების სურვილი ძლიერი სიგნალია, რასაც მივესალმები“, – წერს მაკრონი.

მეტი...

ანდრაშ ლასლო ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე დებატებს აბსურდის შოუს უწოდებს

უნგრელი ევროპარლამენტარი ევროკომისიის პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე დებატებს აბსურდის შოუს უწოდებს. მისი თქმით, დებატებზე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 5-წუთიანი სიტყვით უნდა გამოსულიყო, თუმცა მას 12 წუთზე მეტი დაუთმეს, თითო პოლიტიკური ჯგუფიდან კი მხოლოდ ერთ დეპუტატს მისცეს მონაწილეობის უფლება. „დებატები ურსულა ფონ დერ ლაიენის იმპიჩმენტზე დაიწყო. სრული აბსურდია. ფონ დერ ლაიენი ამტკიცებს, რომ ეს არ ეხება მის კორუფციას და „ფაიზერგეიტს“. ამბობს, რომ ვინც მას აკრიტიკებს, სინამდვილეში ევროკავშირისა და დემოკრატიის წინააღმდეგ და არა პირადად მის წინააღმდეგ გამოდის. მემარცხენე პარტიები (სოციალისტები, ლიბერალები, მწვანეები) თავს ესხმიან ევროპელ სახალხო პარტიას (EPP), თუმცა პირობას…

მეტი...

,,ღაზის სექტორში, 50 000-ზე მეტი ბავშვი, სავარაუდოდ, მოკლულია ან დაჭრილია” – UNICEF

გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF-ი ღაზაში მყოფი ბავშვების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2023 წლის შემდეგ სექტორში დაახლოებით 50 000 ბავშვი დაიღუპა ან დაიჭრა. „კიდევ რამდენი დაღუპული გოგო და ბიჭი იქნება საკმარისი? რა დონემდე უნდა მივიდეს ეს საშინელება, პირდაპირ ეთერში რომ გადაიცეს, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ რეალურად იმოქმედოს, გამოიყენოს თავისი გავლენა და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას ამ ბავშვთა დაუნდობელი მკვლელობის შესაჩერებლად? UNICEF კიდევ ერთხელ მოუწოდებს კონფლიქტის ყველა მხარეს, დასრულდეს ძალადობა, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები, პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა სამართალს, დაუყოვნებლივ დაუშვან ჰუმანიტარული დახმარება და გაათავისუფლონ ყველა მძევალი.…

მეტი...

ძლიერი წყალდიდობაა ჩრდილოეთ კაროლინაში

ტეხასის შემდეგ, ძლიერ წყალდიდობას ჩრდილოეთ კაროლინა უმკლავდება. გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა წყალმა, ჩეპელ ჰილის საცხოვრებელი სახლები დატბორა. საგანგებო გაფრთხილება გავრცელდა ორენჯის ოლქშიც. ტეხასში კი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 104-მდე გაიზარდა. აქედან 75 ადამიანი, კერის ოლქში დაიღუპა. მათ შორის 27 ბავშვია.

მეტი...

,,მინდა, მშვიდობიანი გზით აღდგეს, არ დადიოდეს და არ ამბობდეს „სიკვდილი ამერიკას“, „სიკვდილი ისრაელს“ – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას, დაადასტურა, რომ ირანთან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებები მომავალ კვირას შედგება. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გარკვეულწილად ვერ ხედავს ირანთან მოლაპარაკებების მიზანს, რადგან მისი თქმით, თეირანის ბირთვული პროგრამა განადგურებულია. კითხვაზე, განახორციელებს თუ არა აშშ ირანზე განმეორებით იერიშებს, დონალდ ტრამპის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ეს არ დასჭირდება. „მათ მშვიდობა სურთ და მე მხარს ვუჭერ ამას. ეს ასე თუ არ იქნება, ჩვენ მზად ვართ, გვსურს და შეგვიძლია, მაგრამ ვფიქრობ, არ დაგვჭირდება“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი. სირიასთან ურთიერთობებზე საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა…

მეტი...

,,ევროპა ამზადებს ყველაზე მკაცრ სანქციებს, რომელიც ამოწურავს პუტინის რესურსებს ომის გასაგრძელებლად” – ჟან ნოელ ბარო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო აცხადებს, რომ ევროკავშირი, საფრანგეთის ინიციატივით და ამერიკელ სენატორებთან კოორდინაციით, ამზადებს ახალ, ყველაზე მკაცრ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ. „ეს არ შეიძლება, გაგრძელდეს, ეს უნდა შეწყდეს. ამისათვის, ამერიკელ სენატორებთან კოორდინაციით, ევროპა ემზადება ფრანგული წინადადებების საფუძველზე შემოიღოს ყველაზე მკაცრი სანქციები, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მიგვიღია. ისინი პირდაპირ ამოწურავს რესურსებს, რაც ვლადიმერ პუტინს საშუალებას აძლევს, გააგრძელოს თავისი ომი“, – აცხადებს ჟან ნოელ ბარო. მისი თქმით, ახალი პაკეტი არა მხოლოდ ენერგეტიკულ სექტორ მოიცავს, არამედ ფინანსურსაც. საუბარია იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან დაწესებული სანქციების თავიდან აცილებაში.

მეტი...

ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა

ცენტრალურ ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა, არიან დაკარგულებიც. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. დაღუპულთა შორის არის გოგონათა საზაფხულო ბანაკის 27 დამსვენებელი ბავშვი და ბანაკის პერსონალი. დაკარგულია ათი გოგონა. გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის 84 დაიღუპა კერის ოლქში, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე გვადალუპე ადიდდა. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ტეხასში მეტ ნალექს პროგნოზირებენ. მიმდინარე კვირაში ტეხასში ჩასვლას გეგმავს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ამასთან, თეთრ სახლში უარყოფენ ბრალდებებს, რომ ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის დაფინანსების შემცირებამ კატასტროფაზე რეაგირება შეაფერხა.

მეტი...

პენტაგონმა უკრაინაში შეიარაღება გაგზავნა

პენტაგონმა უკრაინაში შეიარაღება გაგზავნა. ამერიკის თავდაცვის უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა ტიპის იარაღზეა საუბარი. ტრამპის თქმით, უკრაინამ საკუთარი თავის დაცვა უნდა შეძლოს და მას მოუწევს კიევისთვის მეტი იარაღის გადაცემა. ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ შტატების პრეზიდენტი კიევის ,,ცის დაცვის” შესაძლებლობების გაზრდაზე მუშაობას დათანხმდა.

მეტი...

„სომხეთის ელექტროქსელების“ მთავარ ოფისში სამართალდამცველები შევიდნენ

„სომხეთის ელექტროქსელების“ მთავარ ოფისში სამართალდამცველები შევიდნენ და ჩხრეკას ატარებენ. მედიის ცნობით, ადგილზე დილიდან იმყოფებიან სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ნიღბიანი თანამშრომლები და „სომხეთის ელექტროქსელის“ ოფისში არავის უშვებენ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველები ასევე შევიდნენ „სომხეთის ელექტროქსელების“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ნარეკ კარაპეტიანის სახლში, სადაც ასევე მიმდინარეობს ჩხრეკა. ნარეკ კარაპეტიანი არის სომხური წარმოშობის რუსი ბიზნესმენის და ფილატროპის, სამველ კარაპეტიანის ძმისშვილი. სამართალდამცველებმა სამველ კარაპეტინიას ძმისშვილი წაიყვანეს. ჯერ უცნობია, ის დაკავებულია თუ – არა. ცნობისთვის, სამველ კარაპეტიანი ივნისში დააკავეს. მას ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდებების გაკეთება ედება ბრალად. თავად კარაპეტიანი აცხადებს, რომ სომხეთის ხელისუფლება მის…

მეტი...

,,ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საბოლოოდ მივაღწიოთ ღაზაში სამშვიდობო შეთანხმება” – უიტკოფი

თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღაზაში სამშვიდობო შეთანხმების შესაძლებლობა არსებობს. „ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საბოლოოდ მივაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას“, – განაცხადა სტივ უიტკოფმა. მისი თქმით, მძევლების გათავისუფლების შეთანხმების შესაძლებლობა კვლავ არსებობს და გამოთქვა იმედი, რომ შეთანხმებას მხარეები მალე მიაღწევენ. უიტკოფი ადასტურებს, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები მომდევნო კვირაში გაიმართება.

მეტი...

ემანუელ მაკრონი ბრიტანეთში „ბრექსიტის“ შემდეგ პირველი სახელმწიფო ვიზიტით ჩავა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბრიტანეთს სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა. მისი სამდღიანი ვიზიტი დღეს დაიწყება. მაკრონს ლონდონის სამხედრო აეროპორტში უელსის პრინცი და პრინცესა დახვდებიან, რის შემდეგაც ის მეფე ჩარლზ მესამესა და დედოფალ კამილას შეხვდება. გავრცელებულ ინფორმაციით, ხვალ მაკრონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან გამართავს მოლაპარაკებებს. ლიდერების საუბრის მთავარი თემა ლა-მანშის სრუტეზე უკანონო მიგრაცია იქნება. ასევე დაგეგმილია მაკრონის შეხვედრები პარლამენტში. „ბრექსიტის“ შემდეგ ეს საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტია დიდ ბრიტანეთში.

მეტი...

ევროპარლამენტში ევროკომისიისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის განხილვა დაიწყო

ევროპარლამენტში ევროკომისიისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის განხილვა დაიწყო. გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარლამენტარების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. რუმინეთის ულტრამემარჯვენეების წარმომადგენლის მიერ ინიციირებულ უნდობლობის შესახებ კენჭისყრა 10 ივლისს არის დაგეგმილი. სესია სახელობითი კენჭისყრით წარიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ევროპარლამენტარი ხმას საჯაროდ მისცემს. წინადადებას მხარი უნდა დაუჭიროს დაფიქსირებული ხმებიდან, სულ მცირე, ორმა მესამედმა, რაც ევროპარლამენტის ყველა წევრის უმრავლესობას წარმოადგენს.

მეტი...

ტეხასის შტატში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 104-მდე გაიზარდა

ტეხასის შტატში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 104-მდე გაიზარდა. ინფორმაციას NBC News ავრცელებს. კერის ოლქში, ოფიციალური პირების ცნობით, 84 ადამიანი დაიღუპა, 56 ზრდასრული და 28 ბავშვი. მოულოდნელი წყალდიდობა პარასკევს, მდინარე გუადალუპეს გასწვრივ ძლიერი წვიმის შემდეგ დაიწყო.

მეტი...

ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა. თეთრ სახლში ვიზიტისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნობელის პრემიაზე წარდგენილი წერილი დონალდ ტრამპს პირადად გადასცა. „მინდა, წარმოგიდგინოთ, ბატონო პრეზიდენტო, წერილი, რომელიც ნობელის პრემიის კომიტეტს გავუგზავნე. ეს თქვენი წარდგენაა მშვიდობის პრემიისთვის, რაც დაიმსახურეთ და უნდა მიიღოთ“, – განუცხადა  ნეთანიაჰუმ ამერიკის პრეზიდენტს. თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა პრემიაზე წარდგენისთვის. „დიდი მადლობა, ბიბი. ეს არ ვიცოდი. განსაკუთრებით თქვენგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად ბევრი წარმატება გვქონდა. ვფიქრობ, მომავალში კიდევ უფრო დიდი წარმატებები იქნება. ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ თეთრ სახლში ხართ“, – აღნიშნა…

მეტი...

კატალონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან

კატალონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან. ტარაგონას პროვინციაში, პაულსის მთებში უკვე 150 ჰექტარზე მეტი ფართობი დაიწვა. „როიტერის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მაშველები ხანძრის კერების ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. ხანძრის გამო ახლომდებარე ქალაქებში სახლებიდან გამოსვლა აკრძალულია. განხორციელდა პრევენციული ევაკუაციაც. სამაშველო სამსახურის ცნობით, ხანძრის ჩაქრობაში 75 ბრიგადა მონაწილეობს, მათ შორის 16 საჰაერო. ძლიერ ქართან გასამკლავებლად ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სპეციალური თვითმფრინავებიც.

მეტი...

რატომ დაჰქონდა დედოფალ ელისაბედს თავისი სისხლი ყოველთვის თან

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მუდმივად ყურადღების ცენტრშია. საზოგადოებას აინტერესებს ყველაფერი, რაც მათს ცხოვრებაში ხდება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დედოფალ ელისაბედ მეორეს თავისი სისხლი ყველგან თან დაჰქონდა სადაც მიდიოდა. უცხოური მედიის ცნობით, მიზეზი ის იყო, რომ თუ მას სისხლის გადასხმა დასჭირდებოდა, დედოფლის ექიმები ყველანაირად მზად ყოფილიყვნენ.

მეტი...

ბუდაპეშტის აეროპორტში ფრენები გაუქმდა

ბუდაპეშტის აეროპორტში, ძლიერი ქარიშხლის გამო, ფრენები გაუქმდა. მედიის ცნობით, ქარიშხალმა საფრენი ბილიკები დააზიანა, შესაბამისად აეროპორტი დროებით დაიხურა. „ძალიან ძლიერი ქარიშხალი დაატყდა დედაქალაქს სწორედ აეროპორტთან ახლოს. ქარი 120 კილომეტრს აღწევდა და სეტყვაც იყო“, – აღნიშნავს აეროპორტის წარმომადგენელი, კატალინ ვალენტინი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქარიშხლის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

ტეხასში წყალდიდობამ ბავშვთა ბანაკი წალეკა

13 გოგონა და ორი პედაგოგი ბანაკ „მისტიკის“ კოტეჯში ცხოვრობდა. ყველაზე უმცროსები 8-დან 10 წლამდე ასაკის გოგონები იყვნენ განთავსებული. ქოხები მდინარიდან 500 მეტრზე ნაკლებ მანძილზე იყო, ამიტომ წყალი მათში ორი მხრიდან შედიოდა: გვადალუპეს მდინარედან და ახლომდებარე ნაკადულიდან, რაც გოგონების გაქცევას განსაკუთრებით ართულებდა. ორშაბათს დილის მონაცემებით, 10 გოგონას და 18 წლის პედაგოგის ქლოე ჩაილდრესის ცხედარი იპოვეს, ხოლო ერთი პედაგოგი და სამი ბავშვი დაკარგულად ითვლებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ბანაკის თანამფლობელი დიკ ისტლენდი გოგონების გადარჩენის მცდელობისას დაიღუპა. მისი ცხედარი შავ ჯიპში იპოვეს, სამი გოგონას ცხედრების გვერდით, რომელთა გადარჩენასაც ის ცდილობდა, იტყობინება The Washington Post. „მისტიკმა“…

მეტი...

კენიაში საპროტესტო აქციების დროს ათი ადამიანი დაიღუპა

კენიაში გამართული საპროტესტო აქციების დროს  ათი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას კენიის ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ანტისამთავრობო დემონსტრაციების შედეგად სულ მცირე 29 დაშავდა. მედიის ცნობით, აქტივისტების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენა. 1990 წლის 7 ივლისიდან დღემდე ყოველწლიურად კენიაში ათასობით ადამიანი მრავალპარტიული მმართველობის მოთხოვნით იკრიბება. უკვე ათწლეულები ქვეყანას პრეზიდენტი დანიელ არაპ მოი მართავს.

მეტი...

ქრთამის აღების ბრალდებით “როსგვარდიის“ უფროსის ყოფილი მოადგილე დააკავეს

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია „როსგვარდიის“ უფროსის ყოფილი მოადგილე. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ 7 ივლისს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გენერალ-პოლკოვნიკი ვიკტორ სტრიგუნოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. განცხადებაში არაფერია ნათქვამი, როდის დააკავეს სტრიგუნოვი. როგორც აღნიშნული განცხადებიდან ირკვევა, საქმე ეხება კემეროვოს ოლქში სასწავლო ცენტრის მშენებლობას, რომელსაც სტრიგუნოვი კურირებდა. გამოძიების მიხედვით, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი 2 მილიარდ რუბლს აღწევს. ამასთან ერთად, სტრიგუნოვს ადანაშაულებენ კომერციული ორგანიზაციებისგან 66 მილიონი რუბლის ოდენობით ქრთამის მიღებაში.

მეტი...

ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა

ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა.  ყველაზე მეტად კერის ოლქი დაზარალდა, სადაც 75 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 27 ბავშვი. ისინი მდინარე გუადალუპეს ნაპირზე მოწყობილ ქრისტიანულ საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის ტეხასის რამდენიმე ოლქში წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება კვლავ მოქმედებს. ტეხასში ძლიერი წყალდიდობა პარასკევს მოხდა. სამაშველო სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

მეტი...

“აშშ-ს მოუწევს გაითვალისწინოს, რომ მსოფლიოში დოლარის მიმართ ნდობა დაეცა”- ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს მოუწევს, გაითვალისწინოს, რომ მსოფლიოში დოლარის მიმართ ნდობა დაეცა და ვალუტის როლი მრავალი წლის განმავლობაში შესუსტდა. „ტყუილად არ ყოფილა, რომ ინაუგურაციისთვის მზადების პერიოდშიც კი, პრეზიდენტმა ტრამპმა ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია დოლარის როლის მრავალი წლის განმავლობაში შელახვაში პირდაპირ დაადანაშაულა“, – აღნიშნა ლავროვმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ორგანიზაცია „ბრიქსის“ საქმიანობაში ბუნდოვანების საფრთხეს ვერ ხედავს.    

მეტი...

იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია განახორციელეს

იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ,  რომ ჰიპერბგერითი რაკეტებით და უპილოტო თვითმფრინავებით ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია განახორციელეს. მათივე ინფორმაციით, თავდასხმა სამი რაკეტით და რვა უპილოტო თვითმფრინავით განხორციელდა, რომლის სამიზნე ისრაელის სამი აეროპორტი იყო. „ჰუსიტების“ წარმომადგენლის თქმით, საჰაერო თავდაცვამ ჩაშალა გეგმა, რომელიც იემენის რამდენიმე ქალაქზე თავდასხმას ითვლისწინებდა.

მეტი...

მინისტრმა, რომელიც პუტინმა თანამდებობიდან დილით გაათავისუფლა, სავარაუდოდ თავი მოიკლა

რუსეთის ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა რომან სტაროვოიტმა სავარაუდოდ, თავი მოიკლა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, სტაროვოიტმა თავი ავტომობილში მოსკოვის ოლქში მოიკლა. მისი ცხედრის მახლობლად ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს. ცნობისთვის, 7 ივლისს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რომან სტაროვოიტი ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. რომან სტაროვოიტი რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობას 2024 წლის მაისიდან იკავებდა. მანამდე, 2018 წლის ოქტომბრიდან, ის კურსკის ოლქს ხელმძღვანელობდა. სამინისტროს სტაროვოიტის გათავისუფლების თაობაზე ოფიციალური ახსნა-განმარტება არ წარმოუდგენია, თუმცა ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შაბათ-კვირას, უკრაინული დრონების თავდასხმის გამო, რუსეთის საჰაერო მიმოსვლაში ქაოსი გამოიწვია.  

მეტი...

ტაივანში ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა

ტაივანს ქარიშხალი „დანასი“ დაატყდა თავს. სტიქიურ უბედურებას ორი ადამიანი ემსხვერპლა და 630-ზე მეტი დაშავდა. როგორც Reuters წერს, მსგავსი სიძლიერის ქარიშხლები კუნძულის მჭიდროდ დასახლებულ დასავლეთ სანაპიროზე იშვიათი შემთხვევაა. სტიქიის გამო, სანაპირო ზოლთან ახლოს ბიზნეს ობიექტები და სკოლები დაიხურა, ქარიშხალმა საათში დაახლოებით 220 კილომეტრ სიჩქარეს მიაღწია. მედიის ცნობით, ქარიშხლის შედეგად, 710 000-ზე მეტ სახლს ელექტროენერგია გაეთიშა და 300-ზე მეტი შიდა და საერთაშორისო რეისი გაუქმდა.

მეტი...

უკრაინაში დრონების წარმოება 900%-ით გაიზარდა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკრაინაში დრონების წარმოება 900%-ით გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით იმის მიუხედავად, რომ წარმოება 2024 წლის ზაფხულში თვეში 20 000 დრონიდან ამჟამად 200 000 ერთეულზე მეტამდე გაიზარდა, უკრაინამ უნდა გადავიდეს გრძელვადიან მექანიზმებზე და ახალ ტექნოლოგიებში დამატებით ინვესტიციებზე. გარდა ამისა, უკრაინა ცდილობს, დაეწიოს რუსეთს ბოჭკოვანი ოპტიკური დრონების წარმოებაში.

მეტი...

რუსეთში ერთ-ერთ სათამაშო კლუბში აფეთქება მოხდა – არის მსხვერპლი

რუსეთში, ქალაქ რიაზანში სათამაშო კლუბში აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა სტუმარმა სობორნაიას ქუჩაზე მდებარე კლუბში ყუმბარა ისროლა აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.  

მეტი...

თეთრ სახლში ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს შეხვდება

Reuters-ის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ორშაბათს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ოფიციალური პირები დაჯგუფება „ჰამასთან” არაპირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავენ, რომელთა მიზანია, აშშ-ის შუამავლობით ღაზაში მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევაა. ცოტა ხნის წინ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არსებობს დიდი შანსი, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიმდინარე კვირაში მიაღწიონ. მას შემდეგ, რაც ტრამპი იანვარში აშშ-ის პრეზიდენტი ახალი ვადით გახდა, ეს თეთრ სახლში ნეთანიაჰუს მესამე ვიზიტი იქნება.

მეტი...

ჰამბურგიდან ვენაში მიმავალ მატარებელზე დანით შეიარაღებული მამაკაცი მგზავრებს თავს დაესხა

ჰამბურგიდან ვენაში მიმავალ მატარებელზე თავდასხმისას, 4 ადამიანი დაშავდა. დანით შეიარაღებული მამაკაცი მგზავრებს თავს დაესხა. ინციდენტის დროს მატარებელში 500-მდე მგზავრი იმყოფებოდა. თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა, ის თვითონაც დაშავებულია, სარკინიგზო მიმოსვლა კი დროებით შეჩერდა. თავდასხმის მოტივს მიმდინარე გამოძიება დაადგენს.

მეტი...

საიმიგრაციო ვიზისა და მწვანე ბარათის შესახებ, ამერიკის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

საიმიგრაციო ვიზისა და მწვანე ბარათის შესახებ, ამერიკის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,საიმიგრაციო ვიზისა და მწვანე ბარათის გასაუბრებამდე ელექტრონული ფოსტით მიიღებთ აუცილებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალს. ზოგიერთი საბუთი უნდა იყოს დედანი ინგლისური თარგმანით, დანარჩენზე მისაღებია ასლები. არასრული დოკუმენტაცია = ვიზის მიღების გადავადებას. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინსტრუქციას!  ქართველმა აპლიკანტებმა წარმოადგინეთ 2 სახის ცნობა ნასამართლობის შესახებ: ცნობა ნასამართლობის შესახებ ცნობა გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობის შესახებ (ყველა ამჟამინდელი და წინა სახელის/გვარის მითითებით!) აზერბაიჯანელმა ქალმა აპლიკანტებმა წარმოადგინეთ ნასამართლობის ცნობა: ქორწინებით მიღებული გვარის მითითებით ქორწინებამდე გვარის მითითებით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

საუკუნოვანი აკრძალვის შემდეგ, სენაში ბანაობა ნებადართული გახდა

პარიზის ხელისუფლებამ 102 წლის შემდეგ პირველად მდინარე სენაში ბანაობა ოფიციალურად დაუშვა. სეზონის საზეიმო გახსნაზე, ათობით პარიზელი სპეციალურად მოწყობილ ზონაში და წყალში შევიდა. ისინი ამბობდნენ, რომ საფრანგეთის დედაქალაქის მთავარ მდინარეში შესვლაზე ბავშვობიდან ოცნებობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში ბანაობისთვის სამი სპეციალური ზონაა მოწყობილი. სხვა ადგილებში სენაში შესვლა კვლავ აკრძალულია. მდინარეში წყლის ხარისხს ყოველდღიურად შეამოწმებენ და თუ ის სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს, შეზღუდვები კვლავ ძალაში შევა. სენაში ბანაობა 1923 წლიდან იყო აკრძალული. 2024 წლის ოლიმპიადამდე მდინარე გაასუფთავეს, რათა იქ ტრიატლონისა და ცურვის შეჯიბრებები ჩატარებულიყო. 2015 წლიდან სენაში წყლის გასაწმენდად არანაკლებ 1.4 მილიარდი ევრო იქნა გამოყოფილი.

მეტი...

თურქეთში ზოოპარკიდან ლომი გაიქცა და ფერმერი დაგლიჯა

თურქეთში, საკურორტო ქალაქ მანავგატში, ზოოპარკიდან გაქცეულმა ლომმა ფერმერი დაგლიჯა. მისი მდგომარეობა მძიმეა. cbsnews-ის ცნობით, მამრი ლომი, სახელად ზევსი Land of Lions-დან კვირას დილით ადრე გაიქცა. გაქცევიდან რამდენიმე საათში, მტაცებელი ფერმერს დაესხა თავს, რომელსაც ღია ცის ქვეშ ეძინა. პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც ლომი დაესხა, თავს სამძებრო ჯგუფმა გადაარჩინა, რომლებმაც ცხოველის შეშინება შეძლეს. მამაკაცს დაზიანებები თავის, მხრების და ფეხების არეში ჰქონდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამძებრო ჯგუფმა დრონების გამოყენებით ლომს ტყეში მიაგნო. მათ ცხოველის მოკვლა მოუწიათ.

მეტი...