,,ვერ შეალამაზებთ იმას, რაც ფუნდამენტურად არაა EU-ს ღირებულებების საპირწონე” – ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა, ძალადობისა და პროპაგანდის მიუხედავად აჩვენა გამძლეობა.

,,მიმდინარე კვირების განმავლობაში საქართველო მოხვდა ახალი ამბების გარეკანებზე, რადგან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი იქნა ხელისუფლების მიერ წინ წამოწეული და იქნა ძალადობრივი აქტები გამოყენებული დემონსტრანტებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ, ასევე აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ, თუმცა გამძლეობა, რაც აჩვენა ქართველმა ხალხმა, ძალადობის მიუხედავად და პროპაგანდის მიუხედავად, მათ დაიფიქსირეს ევროპული ასპირაციები.

ჩვენი ამოცანა, თუ რატომ ვიმყოფებით აქ არის ჩვენი სოლიდარობა საქართველოსთვის, რადგან საქართველო იბრძვის ევროპული მომავლისთვის – მომავალი ეკუთვნის ქართველ ხალხს და ის არ უნდა იქნას არავის მიერ ხელყოფილი. ჩვენი მეორე ამოცანაა, რომ გავუგზავნოთ გზავნილი საქართველო ხელისუფლებას, რომ თუ საქართველო გააგრძელებს ამ გზაზე სვლას, ამას ექნება გარკვეული შედეგები.

ძალიან ცალსახად უნდა გითხრათ, რომ კანონი და ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე საქართველოს შეაფერხებს ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანების გზაზე. თუ ეს მოხდება პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გვიანი. თქვენ ვერ გამოასწორებთ და შეალამაზებთ რაც არ არის ფუნდამენტურად ჩვენი ღირებულებების საპირწონე, საქართველო მიეკუთვნება ევროპას. როგორც ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა – სტრასბურგში, “მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი” , დიახ – თქვენ ხართ”, – ამბობს ლანდსბერგისი.

მსგავსი თემები