,,საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას აშორებს” – NATO-ს პრესსპიკერი

ნატო-ს პრესსპიკერი, ფარა დახლალა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ,,უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღება კიდევ უფრო აშორებს ქვეყანას ევროატლანტიკურ ინტეგრაციისგან.

,,საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ე.წ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღების შესახებ არის არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს უფრო აშორებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას”, – წერს ის სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები