პოლონეთში 9 პირი დააკავეს რუსეთის დაკვეთით დივერსიის აქტებთან დაკავშირებით

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ცხრა ადამიანი დააკავეს რუსეთის დავალებით ქვეყანაში განხორციელებულ დივერსიულ აქტებთან დაკავშირებით.

,,ამჟამად ჩვენ დაკავებული გვყავს ცხრა ეჭვმიტანილი და ბრალდებული პოლონეთში დივერსიულ აქტებში უშუალოდ რუსული სამსახურების სახელით მონაწილეობისთვის”, – განუცხადა ტუსკმა კერძო მაუწყებელს TVN24.

მისი თქმით, პოლონეთი თანამშრომლობს თავის მოკავშირეებთან ამ საკითხზე და შეთქმულებები ასევე შეეხო ლიეტუვას, ლატვიას და შესაძლოა, შვედეთს.

აპრილში, პოლონეთში ორი ადამიანი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის მთავარ თანაშემწეზე, ლეონიდ ვოლკოვზე თავდასხმაში.

მსგავსი თემები