მუზეუმი 5200-ზე მეტი კულტურული რელიქვიით – რეპორტაჟი ჩინეთიდან

ჰეპუ ჰანის დინასტიის კულტურული მუზეუმი  ჰეპუს ოლქში, ბეიჰაიში, სამხრეთ ჩინეთის გუანქსი ჩჟუანის ავტონომიურ რეგიონში მდებარეობს. ის ცნობილია ჰანის დინასტიის 5200-ზე მეტი კულტურული რელიქვიით. ჰეპუ ჰანის დინასტიის კულტურის მუზეუმი არის სპეციალური უძველესი ადგილის მუზეუმი საგამოფენო თემით “ძველი საზღვაო აბრეშუმის გზის მარგალიტი”, სადაც გამოფენილია ჰანის დინასტიის საზღვაო აბრეშუმის გზის კულტურული რელიქვიები. ეკა გულუა ჩინეთიდან    

მეტი...

ბეიჰაი – საუკეთესო ტურისტული ქალაქი ჩინეთში (ვიდეორეპორტაჟი)

გუანქსი არის ავტონომიური რეგიონი სამხრეთ ჩინეთში, რომელიც ვიეტნამს ესაზღვრება. ტერიტორია ცნობილია მდინარეებით, გამოქვაბულებითა და მაღალი კარსტული წარმონაქმნებით. მისი დედაქალაქია ნანინი. ბეიჰაი, მდებარეობს ჩინეთის, გუანქსის რეგიონის სამხრეთის ბოლოში. ერთი ოლქი გადაჭიმულია სამ რაიონში, რომელიც მოიცავს 4018 კვადრატულ კილომეტრ მიწას და 668 კილომეტრს სანაპირო ზოლს, სადაც 1,88 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ჩინეთში, იგი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ქალაქი, ეროვნული ისტორიული და კულტურული ქალაქი, ეროვნული ბაღის ქალაქი, საცხოვრებლად საუკეთესო ათეულში შედის,  ზამთრის კურორტი, ეროვნული დღეგრძელობის ქალაქი და ეროვნული საპილოტე ქალაქი. ეკა გულუა გუქნქსის პროვინციიდან 

მეტი...

„ძლიერი ევროპა ჩინეთის გრძელვადიან ინტერესებშია“ – ჩინეთის საგარეო მინისტრი

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვანგ ი-ს განცხადებით, ჩინეთის ინტერსებში შედის გრძელვადიანი თანამშრომლობა ევროპის ქვეყნებთან და ძლიერი ევროპა სწორედ ჩინეთის ინტერესებშია. „ჩვენ ვიმუშავებთ ყველა ქვეყანასთან, რათა შევქმნათ კონსენსუსი კონფლიქტების დასასრულებლად, რომელიც გზას გაუხსნის სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ვესწრაფვით მდგრადი მშვიდობისა და საერთო უსაფრთხოების სამყაროსკენ. ჩინეთის, როგორც პარტნიორის, კონკურენტის და სისტემური კონკურენტის ერთდროულად მიწოდება არც რეალობას შეესაბამება და არც სიცოცხლისუნარიანობას. პირიქით, ეს მხოლოდ ყურადღების გაფანტვას იწვევდა და დაბრკოლებებს უქმნიდა ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს. ეს ჰგავს გადასასვლელისკენ მიმავალ გზას და ერთდროულად ჩართული წითელი, ყვითელი და მწვანე შუქი. როგორ შეგიძლიათ მართოთ მანქანა?“ – განაცხადა ვანგ ი-მ საერთაშორისო…

მეტი...

„დაპირისპირება ჩინეთსა და აშშ-ს შორის, წარმოუდგენელი შედეგია მომტანია“ – ჩინეთის პოზიცია

„ჩინეთი მზადაა იმუშაოს ყველა ქვეყანასთან, რათა ააშენოს ღია, ინკლუზიური, სუფთა და ლამაზი სამყარო ხანგრძლივი მშვიდობის, საყოველთაო უსაფრთხოებისა და საერთო კეთილდღეობისთვის. წინ შეიძლება რთული გზა იყოს გასავლელი, თუმცა, მომავალი ნათელია“ – ასეთია ჩინეთის ხედვა ჩინეთ-ამერიკის ურთიერობებთან დაკავშირებთ. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო მედიასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარიც“ დაესწრო,  ჩინთის პოზიცია უცვლელია. „ჩვენი პოზიცია არის პრეზიდენტის სი ძინპინის მიერ შემოთავაზებული სამი პრინციპი – ურთიერთპატივისცემა, მშვიდობიანი თანაცხოვრება და მომგებიანი თანამშრომლობა. ისინი წარმოადგენს ჩინეთ-აშშ-ის 50-ზე მეტი წლის გამოცდილებისა და გაკვეთილების განცხადებას. ურთიერთობები და წარმოადგენს დიდ ქვეყნებს შორის ურთიერთქმედების სწორ გზას. ეს ორივე…

მეტი...

რუსული გაზი ჩინეთში და ჩინური მანქანები რუსეთის გზებზე

„რუსული ბუნებრივი აირი ამარაგებს უამრავ ჩინურ ოჯახს და ჩინური წარმოების მანქანები დადის რუსეთის გზებზე. ეს ყველაფერი აჩვენებს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ძლიერ მდგრადობასა და ფართო პერსპექტივებს“ –  ეს განხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკინში საერთაშორისო მედიის წარმომადგენებთან გააკეთა, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარიც“ დაესწრო. როგორც  ვანგ ი აცხადებს, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობა წინ მიიწევს და  ეს არის ორმხრივი სტრატეგიული არჩევანი. „ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება არის ორი მხარის სტრატეგიული არჩევანი, რომელიც დაფუძნებულია ორი ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებზე. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავუყვეთ მსოფლიოს ტენდენციას. ჩინეთმა და რუსეთმა შექმნეს ძირითადი ქვეყნების ურთიერთობების…

მეტი...

ვიდეორეპორტაჟი ჩინეთის ეროვნული კონგრესის (პარლამენტის) შენობიდან

ეს ჩინეთის დედაქალაქი პეკინია, მთავარი პოლიტიკური ცენტრი. ჩანგანის ქუჩა ყველაზე მთავარი ქუჩაა ჩინთში, სადაც მდებარეობს მავზოლეუმი, ეროვნლი სახალხო კონგრესის შენობა, ეროვნული მუზეუმი და სხვა ობიექტები. ქუჩა არის დაახლოებით 12 კილომეტრი და მისი სახელი უკავშირდება დაცულობას და მშვიდობას.  

მეტი...

„მშვიდობიანი თანაცხოვრება არის ბოლო წერტილი“ – ჩინეთის საგარეო მინისტრი აშშ-სთან ურთიერთობაზე

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ი, დღეს საერთაშოისო მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც საერთაშორისო ურთიერთობებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. „მედიაცენტრი მთავარი“ პეკინში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ადგილიდან აშუქებს.   ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობაა. ვანგ ი ხაზს უსვამს ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების სამ პრინციპს. „ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობა ეხება ორი ხალხის კეთილდღეობას, ასევე კაცობრიობის და მსოფლიოს მომავალს. რაც არ უნდა შეიცვალოს საერთაშორისო ლანდშაფტი, ჩინეთი ყოველთვის ინარჩუნებს აშშ-ს პოლიტიკას სტაბილურად და თანმიმდევრულად. ჩვენი პოზიცია არის პრეზიდენტის სი ძინპინის მიერ წამოყენებული სამი პრინციპი: ურთიერთპატივისცემა, მშვიდობიანი თანაარსებობა და მომგებიანი თანამშრომლობა. ისინი არა მხოლოდ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობის გამოცდილებისა და გაკვეთილების…

მეტი...

ჩინეთის რესპუბლიკის საერთაშორისო გამოწვევები და პოზიცია კონფლიქტებთან დაკავშირებით (ვიდეო)

ჩინეთის საგარეო სამეთა მინისტრი ვანგ ი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შემდეგ საკითხებზე: საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე; საერთაშორისო პროექტებზე; ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებზე; ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებზე; ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე; უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე; „ქამარი და გზის“ ინიციატივაზე; ტავივანის დამოუკიდევლობაზე; ევროკავშირთა და ევრიპის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩინეთსა და ამერიკას ერთად მუშაობით ერთიან შედეგებზე გასვლა შეუძლიათ; რომ ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობები გაუმჯობესებისკენ მიდის. მან გაიხსენა 2023 წელს პრეზიდენტ სი ძინპინის სანფრანცისკოში ვიზიტი და აღნიშნა, რომ ეს იყო პოზიტიური. რაც შეეხება ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს, მინისტრის განცხადებით, მშვიდობიან მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია. მინისტრმა ევროპის ქვეყნებთან…

მეტი...

ჩინეთის მთავრობის ანგარიში და 2024 წლის პრიორიტეტები

ჩინეთის პრემიერმა ეროვნულ სახალხო კონგრესს ანგარიში წარუდგინა. პრემიერმა პრეზიდენტს და ეროვნული სახალხო კონგრესის წევრებს 2024 წლის ძირითადი მიმართულებებიც დაუსახელა და აღნიშნა, რომ დასახული მიზნები განხორციელებადია. წელს ჩინეთის მთავრობა მთავარ პრიორიტეტებად აცხადებს: უცხოეთიდან დაფინანსებული საწარმოების ეროვნულისკენ გადაქაჩვას; ტრანსწყნარი ოკეანის პარტნიორობის ყოვლისმომცველი და პროგრესული შეთანხმების შეერთებას; ქონების, ადგილობრივი ვალების, მცირე და საშუალო ფინანსური ინსტიტუტების რისკების განმუხტვას; განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას; ენერგეტიკულ „რევოლუციას“; “ტაივანის დამოუკიდებლობის” წინააღმდეგობას და გარე ჩარევას; საერთაშორისო სამართლიანობისა და სიმართლის დაცვას; სამთავრობო ანგარიშის ერთ-ერთი ნაწილი ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებასა და  2024 წლის გეგმებს ეხება. როგორც ჩინეთის პემიერმა ლი ქიანგმა აღნიშნა,…

მეტი...

როგორ მუშაობს ჩინეთის პარლამენტი – ყოველწლიური სესია დღეს გაიხსნა (ვიდეორეპორტაჟი)

დღეს, ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის, იგივე პარლამენტის სესია გაიხსნა. ჩინეთის დედაქალაქ პეკინში წელს პირველი ყოველწლიური სესია განახლდა, რომელსაც პრეზიდენტი და მთავრობა სრული შემადგენლობით დაესწრო. წელს ეროვნული სახალხო კონგრესის 70-ე წლისთავია.  კონგრესი არის პოლიტიკური სისტემის ფუნდამენტი. პირველად ის 1954 წელს შეიკრიბა, სადაც დეპუტატებმა ჩინეთის კონსტიტუცია დაამტკიცეს. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იღებს კანონებს და წყვეტს ძირითად საკითხებს.  სახალხო კონგრესის სისტემა ფუნდამენტური პოლიტიკური სისტემაა ჩინეთში. კონგრესი  დაახლოებით 3000 წევრისგან შედგება და ქალები თითქმის მეოთხედს შეადგენს. ასევე, ყველა ეთნიკურ ჯგუფს ჰყავს თავისი წარმომადგენელი – დეპუტატი ან მოადგილეები. ჩინეთის მთავრობის  მეთაურმა, ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა…

მეტი...

პრეზიდენტ სი ძინპინის მონაწილეობით, ჩინეთში მთავარი პოლიტიკური პროცესები გაიხსნა (ვიდეორეპორტაჟი)

ჩინეთი ორი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის ეპიცენტრშია. დღეს, გაიხსნა  ჩინეთის ხალხის პოლიტიკური საკონსულტაციო  ეროვნული კომიტეტის სესია, რომელსაც თავად პრეზიდენტი სი ძინპინი დაესწრო. ეს არის უმაღლესი საკანონმდებო ორგანოს, ანუ, ჩვენებურად პარლამენტის პოლიტიკური საკონსულტაციო ორგანო. ხოლო ხვალ, კი მთავარი და ძირითადი  – ეროვნული სახალხო კონგრესი ანუ პარლამენტი ოფიციალურად გაიხსნება.   ეკა გულუა პეკინიდან

მეტი...

ღამის ცხოვრება, კლუბები, გართობა ჩინეთში (ვიდეო)

ეს ჩინეთის დედაქალაქი პეკინის ღამის ცხოვრებაა. გართობა, კლუბები აქაც ისევე პოპულარულია, როგორც სხვა, თანამედროვე და განვითარებულ ქვეყნებში. ვისაც გაინტერესებთ რა ხდება კლუბებში, ერთად ვნახოთ ღამის ცხოვრება. უნდა აღვნიშნო, რომ მოცეკვავეები რუსი გოგონები არიან, რომლებიც ამ კონკრეტულ კლუბში მუშაობენ. შოუ კი ყოველდღე 20:00 საათზე იწყება და 1:30 წუთის განმავლობაში გრძელდება.

მეტი...

კვირა დღე პეკინის “მზის ტაძრის” პარკში

პეკინის რიტანის “მზის ტაძრის” პარკი ადგილობრივების ერთ-ერთი მთავარი დასასვენებელი ადგილია. პარკში ძირითადად ასაკოვნები იკრიბებიან და სხვადასხვანაირად ატარებენ დროს. პარკი 1980 ჰექტარს მოიცავს და კინგის დინასტიის დროს გაშენდა. მას მეტსახელად “მზის ტაძრის” პარკსაც უწოდებენ. ეკა გულუა პეკინიდან 

მეტი...

„სასურველიამ თუ ევროკავშირს ნატოც მიბაძავს“ – პარლამენტის თავმჯდომარე

შალვა პაპუაშვილი ნატოს მიმართავს, რომ ევროკავშირს მიბაძოს და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დააჩქაროს. „სასურველია, თუ ევროკავშირის მაგალითს ნატო-ც მიბაძავს და საქართველოს გაწევრიანების უფრო ცხად კრიტერიუმებს შესთავაზებს, რომლის შესრულებაც ჩვენს ქვეყანას ისევე დააახლოებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, როგორც ეს ევროკავშირის შემთხვევაში მოხდა“ – აცხადებს პაპუაშვილი.  

მეტი...

კუნძული ჩინეთში, სადაც პრეზიდენტის რეზიდენცია და იენცის კოშკი მდებარეობს (ვიდეო)

70 მეტრ სიმაღლის იენცის კოშკი და „გარეუბნის მარგალიტი“ ჩინეთში (ფოტორეპორტაჟი)

მეტი...

70 მეტრ სიმაღლის იენცის კოშკი და „გარეუბნის მარგალიტი“ ჩინეთში (ფოტორეპორტაჟი)

„პეკინის უკანა ბაღი“ –  სწორედ ასე უწოდებენ კუნძულს იანკიზე,  იანშანის მთის ძირში,  65 ჰექტარ ფართობზე გაშლილ იენცის პარკს, რომლის  საერთო სამშენებლო ფართობი 180 000 კვადრატული მეტრია. ტერიტორია  შედგება პეკინის იენცის  ტბის საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრისგან, სასტუმროსგან, 70 მეტრი სიმაღლის  კოშკისგან  და 12 სახელმწიფო-სტუმრების ვილისგან. პარკში მდებარეობს პრეზიდენტ სი ნძიპინის ერთ-ერთი რეზიდენციაც. ფართობის მიხედვით, ჰუიჟოუ მეორე ადგილზეა პეკინის ყველა რაიონს შორის. აქ მდებარეობს 70 მეტრიანი იენცის კოშკი, რომელსაც პრეზიდენტის ხელით შესრულებული წარწერები: ჰარმონია, გაზაფხული, პეიზაჟი და სიმართლე  ამშვენებს. კოშკი 10 სართულიანია და საოცარი ხედები იშლება. ამ ტურისტულ ადგილს უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს. აქვე მდებარეობს…

მეტი...

ჩინური ახალი წელი დასრულდა – რა ხდება აეროპორტებსა და ტრასებზე?!

დღეს, ჩინური ახალი წლის ბოლო დღეა. შესაბამისად, ყველა სამსახურებსა და სახლებს უბრუნდება. ასეთი ამბავია ჩინეთის დიდ ქალაქებში, რასაც ფოტოებზე ხედავთ. პროვინციებიდან ყველა დიდ ქალაქებში ბრუნდება. შესაბამისად გადატვიეთულია როგორც სამანქანე გზები, ისე აეროპორტები და რკინიგზის სადგურები.

მეტი...

ახალი წლის ფესტივალი ჩინეთში (ფოტორეპორტაჟი)

ჩინური კალენდრით ახალი წელი შემობრძანდა. ახალ წელს ჩინეთში გრანდიოზულად აღნიშნავენ, ყველა ქალაქში თუ პროვინციაში დღესასწაულია. ეს არის ოჯახური დღესასწაული, რომელიც გასაფხულის ფესტივალთან ასოცირდება. წელს,  ჩინეთში ახალი წელი 10 თებერვალს შემოვიდა და დაახლოებით 2 კვირა გრძელდება. მორთულობებში დრაკონი მთავარი ფუგურაა, რომელსაც ყველგა ნახავთ, საახალწლო ფუნთუშებზეც კი.  სავსეა ქუჩები ხალხით, ყველანი არიან საახალწლო მორთულობით, სადაც ძირითადად წითელი ფერი ჭარბობს. ეს ზეიმი არაჩვეულებრივი სანახავია. ეს არის ზეიმი, რომელიც  რომელიც ახლათან, იღბალთან და კეთილდღეობასთან იგივდება. დეკორაციები და მორთულობები თითქმის ყველგან წითელია. ამ დღესასწაულზე, ასევე ფეიერვერკების ზეიმია. ამ დღესასწაულს ოჯახის წევრების დღესასწაულიც ქვია. ოჯახები ერთად…

მეტი...

დაკიდული სახლები – ჩინეთი

სიურეალისტური, დაკიდული სახლები ვანგსიანის ხეობაში, აღმოსავლეთ ჩინეთში, ჯიანგსის პროვინციაში მდებარეობს.  ეს არის ხეობა გიგანტური კლდეებით, ჩანჩქერებით, ბუდისტური ტაძრების მრავალფეროვნებითა და საოცარი სანახაობებით. ჯიანგსის პროვინცია, ძირითადად, სწორედ კლდეებზე დაკიდული სახლებითაა ცნობილი. ეს ყველფერი შექმნილია ხელით. აქვე მდებარეობს ხელოვნური ჩანჩქერი. პროვინცია გამორჩეულია უნიკალური არქიტექტურული სტილით. აქვე იმართება ჰანის საქორწილო წარმოდგენები და ღამის კოცონის წვეულებები. ეკა გულუა ჩინეთიდან     

მეტი...

ჩინეთში აეროპორტები და სადგურები გადატვირთულია, ბილეთების არ იშოვება (ვიდეო)

ეს შანხაია, ჩინეთი. მსგავსი ვითრებაა თითქმის ყველა აერპორტსა თუ სადგურში. ჩინური ახალი წლის სამზადისი დაიწყო და შესაბამისად, ყველა მიდის სახლში, მშობლებთან, წარმომავლობის ადგილებში, რომ ერთად აღნიშნონ ახალი წელი.  ბილეთების შოვნაც კი პრობლემაა. ჩინელები ახალი წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ. განათებულია ქუჩები,  მორთულია შენობები, სპეციალურად გაფორმებული მაღაზიები ულამაზესი სანახავია.  უზარმაზარ დრაკონის გამოსახულებებს ყველგან შეხვდებით. აცხობენ სპეციალურ პუნთუშებს დრაკონის გამოსახულებებით. ჩინური ახალი წელი იწყება  ახალ მთვარეზე, რომელიც მერყეობს  21 იანვრიდან 20 თებერვლამდე. წელს კი ჩინეთში ახალი წელი 10 თებერვლიდან დადგება. ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩინურ კულტურაში.

მეტი...

სუნელი ყირგიზეთიდან, ქათამი ჩინური, ნიგოზი კორეული – გამოვიდა საცივი (ვიდეო)

რადგან ჩინეთში ქართული ტრადიციული კერძებისთვის საჭირო ინგრედიენტები არ იშოვება, თუ საცივის მომზადება გინდა, გამოსავალიც მოიძებნება. ხმელი სუნელი ყირგიზეთიდან ჩამოიტანეს, ქათამი ჩინურია, ნიგოზი კორეული, „მზარეული“ ქართველი, ფოლკლორიც ქართული. სტუმრები: ყირგიზი, ყაზახი, ბელარუსი, უზბეკი, ჩინელი, თურქმენისტანელი, მოლდოველი, სომეხი, აზერბაოჯანელი, ესპანელი, ლათინო ამერიკელი  და ბრაზილიელი. საცივს სხვა ქართული კერძებიც მიემატა და სუფრაც გაიშალა. რაც მთავარია, ქართულ სამზარეულოს, ფოლკლორს და ცეკვებსაც „ეზიარნენ“ და საკმაოდ აღფრთოვანებულებიც დარჩნენ. ასე რომ, საქართველოს პოპულარიზება ყველანაირი მიმართულებით გრძელდება.

მეტი...

ჩინეთი – საერთაშორისო მედია და ცეკვა აჭარული (ვიდეო)

ეს ჩინეთია, იუნანის პროვინცია, სადაც საერთაშორისო მედია მოგზაურობს. მათ შორისაა საქართველოს წარმომადგენელი, რომლის შესრულებულმა „აჭარულმა“ 15 ქვეყნის წამყვანი მედია-მენეჯერები აღაფრთოვანა და ააცეკვა.  

მეტი...

ზამთრის პეკინი (ვიდეოკადრები)

პეკინი – სუფთა, კომფორტული, ტურისტული, სავაჭრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ქალაქი. ქალაქი სადაც ყველაფერი მორგებულია ადამიანზე – ტრანსპორტი, ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, სკვერები. აქ ზამთარში სეირნობაც კი სასიამოვნოა. ჰაერი სუფთაა, რადგანაც პრიორიტეტი ელექტრო მანქანებია. ველოსიპედები კი ერთ-ერთი სახალხო, მარტივი და ყველაზე იაფი ტრანსპორტია. ვერსაც ნახავთ ჩამოვარდნილ ხის ფოთოლსაც კი, ნაგავზე საუბარიც ზედმეტია. ეკა გულუა პეკინიდან       

მეტი...

ფეიერვერკი ჩინეთში – ახალი წლის გრანდიოზული სამზადისი

რამდენიმე დღეში ჩინეთში ახალ წელს აღნიშნავენ. სადღეასწაულო მზადება უკვე დაწყებულია. განათებული ქუჩები, მორთული შენობები, სპეციალურად გაფორმებული მაღაზიები ულამაზესი სანახავია.  ჩინური ახალი წელი არის დღესასწაული, რომელიც აღნიშნავს ახალი წლის დაწყებას მთვარის ჩინური კალენდრით. ჩინურად, ფესტივალს ჩვეულებრივ მოიხსენიებენ, როგორც გაზაფხულის ფესტივალს. ჩინური ახალი წელი იწყება  ახალ მთვარეზე, რომელიც მერყეობს  21 იანვრიდან 20 თებერვლამდე. წელს კი ჩინეთში ახალი წელი 10 თებერვლიდან დადგება. ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩინურ კულტურაში. მორთულობებში დრაკონი მთავარი ფუგურაა, რომელსაც ყველგა ნახავთ, საახალწლო ფუნთუშებზეც კი.  სავსეა ქუჩები ხალხით, ყველანი არიან საახალწლო მორთულობით, სადაც ძირითადად წითელი ფერი ჭარბობს. ეს ზეიმი…

მეტი...

ტიბეტელები (ფოტორეპორტაჟი)

ტიბეტი ჩინეთის ავტონომიური რეგიონია. ტიბეტელთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ცხოვრობს ჩინეთის პროვინციებში განსუში, ცინგჰაიში, სიჩუანსა და იუნანში. ტიბეტის ოფიციალური ენებია ტიბეტური და მანდარინი, თუმცა, ჩვეულებრივ საუბრობენ ჩინურად. ტიბეტელების ძირითადი შემოსავლის წყაროა ხელნაკეთი ნივთების დამზადება და ტურიზმი. მაგალითად, ხალიჩების ქარხნიდან, რომელიც დედაქალაქ ლასაში მდებარეობს,  ხალიჩები ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და სამხრეთ აზიაშიც იყიდება. ტიბეტელები რელიგიური ხალხია და ეს კარად ჩანს ტაძრებში. მიდიან ე.წ. ძღვენებითა და შესაწირით.ტიბეტელები, ძირითადად, რელიგიიდან გამომდინარე, სასმელს არ სვამენ. უფრო მეტად კი  ლუდს ეტანებიან. დადგენილია, რომ ტიბეტელების ცხოვრების  საშუალო ხანგრძლივობა 72 წელია. რაც შეეხება ტიბეტელების ჩაცმულობას, ტრადიციულ ტიბეტურ სამოსს „ჩუბა“ ჰქვია. მას…

მეტი...

პრეზიდენტმა სი ძინპინმა მეწყერში მოყოლილთა ძებნა-გადარჩენის ბრძანება გასცა

იუნანის პროვინციაში მომხდარი მეწყრის შედეგად 47 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ჩინეთის პრეზიდენტა კი ბრძანება გასცა, დაკარგულთა ძებნა-გადარჩენის სამუშაოები მანამ გაგრძელდეს, სანამ მათ არ იპოვნიან. სი ძინპინის ბრძანებით, მსხვერპლთა რაოდენობა მინიმუმამდე უნდა იყოს შემცირებული.  მან ასევე მოითხოვა მონიტორინგის გაძლიერება და ადრეული გაფრთხილება, აგრეთვე სამეცნიერო მიდგომა სამძებრო-სამაშველო ძალისხმევის მიმართ მეორადი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად. სი ძინპინმა, ასევე შესაბამის უწყებებს მოუწოდა დაზარალებულ ოჯახებს მაქსიმალურად დაეხმარონ და მათთამ ფსიქოლოგებმაც იმუშაონ. პრეზიდენტი შესაბამის რეგიონებსა და დეპარტამენტებს მიმართავს, შეაფასონ პოტენციური რისკები და შეასრულონ თავიანთი პასუხისმგებლობები, რათა თავიდან აიცილონ დიდი უბედური შემთხვევები.

მეტი...

ძლიერი მიწისძვრა ჩინეთში

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთითმ სინციან უიგურის ავტონომიურ რეგიონში ძლიერი იწისძვრა მოხდა.  ჩინეთის სეისმოლოგიური ქსელის ცენტრის ინფორმაციით,  მიწისძვრა პეკინის დროით 02:09 საათზე დაფიქსირდა და სიმძლავრემ 7.1 მაგნიტუდა შეადგინა. მსხვერპლის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვრცელდება. სტიქიის ზონიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. ძლიერი ბიძგები ასევე იგრძნობოდა ჰოტანისა და კაშის (ქაშგარის) რაიონებში, ასევე ქალაქ ურუმჩიში. ინფორმაცია და ფოტოები “მედიაცენტრ მთავარს” შემტხვევეის ადგილიდან მიაწოდეს. ჩამოინგრა 50-მდე შენობა, დაზიანდა 80-მდე საცხოვრებელი სახლი – მიწისძვრა ჩინეთში

მეტი...

მეწყრის ზონაში ადამიანებს ეძებენ

ჩინეთში, იუნანის პროვინციაში, სამაშველო ბრიგადები ინტენსიურად მუშაობენ და მეწყრის მასაში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ. მემეწყრის კატასტროფების მართვის შტაბის ინფორმაციით,  ჟენსიონგის ოლქში, იუნანის პროვინციაში მეწყერი რამდენიმე ადგილას ჩამოწვა. მეწყერი მოხდა ჰექსინგ სოფლის ჯგუფში და სოფელ ჰეპინგში, ასევე, სოფელ ლიანშუიში, ქალაქ ტანგფანგში, ჟენსიონგის ოლქში, ქალაქ ჟაოტონგში. წინასწარი მონაცემებით,  სტიქიის შედეგად, 18 კომლიდან სულ 47 ადამიანია დაკარგული. ამ დროისთვის, ადგილზე  ტემპერატურა ნულამდე დაეცა. 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე, სტიზიის ზონაში  300-ზე მეტი სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

მეტი...

ტიბეტი – როგორ გხვდებიან ტიბეტში და რას ნიშნავს ხატა?!  

ტიბეტი, წმინდა მიწა – იგივე “მსოფლიოს სახურავი“. ის ჩინეთის ავტონომიური ოლქია და “მესამე პოლუსსაც” უწოდებენ, რადგანაც წყლისა და ყინულის სიდიდით მსოფლიოში არქტიკისა და ანტარქტიდის შემდეგ მოდის. ტიბეტში ჩასულ დელეგაციებსა და საპატიო სტუმრებს განსაკუთრებულდ ხვდებიან. შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც, როცა ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე, ბერებთან, დალაი ლამას სასახლეში თუ სერას მონასტერში თეთრ ე.წ. შარფს მოგახვევენ. ეს უბრალო შარფი არ არის. ეს  არის სპეციალურად დამზადებული, სპეციალური ორნამენტებით გაფორმებული „შარფი,“ რომელსაც „ხატა“ ჰქვია. ერთ-ერთ ფოტოში დალაი ლამა ჩანს, რომელსაც რომელსაც სწორედ ხატა აქვს ხელზე მოხვეული. ხატას საკმეველთან ერთად ჩუქნიან საპატიო სტუმრებს. ის არის  სიწმინდის, პატივისცემის, თანაგრძნობის,…

მეტი...

მიწა, სადაც ცნობილი, მდიდარი და წარმატებული დინასტიები ცხოვრობდნენ

ოპერა წყალზე, დასასვენებელი სივრცე საყვარელი ქალებისთვის, „სამი ჩიხი“ და შვიდი ჩიხი“; მიწა, სადაც 400-მდე ცნობილი,  მდიდარი და წარმატებული ოჯახები ცხოვრობდნენ –  ეს ქალაქი ფუჟოუა აღმოსავლეთ ჩინეთში. ის  მდინარე მინძიანგზეა გაშენებული და  ფუჯიანის პროვინციის დედაქალაქია. ქალაქის ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 202 წელს იწყება.  თანამედროვე სახელი „ტანგის დინასტიის“ დროს მიიღო. ეს არის ძველი უბანი, უძველესი, ისტორიული, ხის ნაგებობებით, რომელიც კონცენტრირებულია ძირითადად ორ მხარეში – ჟუზიფანგჯიე და სანფანგ ჩიქსიანგში. “სანფან ჩიქსიანგ” ნიშნავს “სამ ჩიხს და შვიდ ჩიხს”. მოედანზე თავმოყრილია არაერთი  არქიტექტურული ძეგლი და ცნობილი ადამიანების რეზიდენცია. იმპერატორების დროს ამ მიწის ნაკვეთზე 400-მდე მდიდარი და…

მეტი...

ჩინური ქორწილი და მთავარი კერძი – კუს წვნიანი (ვიდეო)

ჩინური ქორწილი ჩვეულერბრივ ხალხმრავალია. პატარძალი საპატარძლო კაბაშია გამოწყობილი, სიძეც საზეიმოდ – პიჯაკში. მაყრიონი პატარძალს სახლიდან მიჰყვება. მანქანაც შესაბამისად ყვავილებით ირთვება. საქორწილო დარბაზი მორთულია ყვავილებით, სადაც ძირითადად წითელი ფერი ჭარბობს. რაც შეეხება სუფრას, მთავარი კერძი კუს წვნიანია, რომელიც დელიკატესად ითვლება. აღნიშნული ქორწილი ერთ-ერთი პროვინციაში გაიმართა. ეკა გულუა ჩინეთიდან

მეტი...

ჩინეთი და შვეიცარია შეთანხმდნენ

ჩინეთი და შვეიცარია შეთანხმდნენ, რომ მხარს დაუჭირენ  FTA-ის განახლების ოფიციალური მოლაპარაკებების ადრეულ დაწყებას. ჩინეთმა და შვეიცარიამ დაასრულეს ერთობლივი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩინეთ-შვეიცარიის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (FTA) განახლების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მხარი დაუჭირონ FTA-ის განახლების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების ადრეულ დაწყებას. აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ჩიანგმა და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა  ვიოლა ამჰერდმა გააკეთეს. მიმდინარე წელს, მხარეები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩინეთ-შვეიცარიის სტრატეგიული დიალოგის ახალ ეტაპს დაიწყებენ. დიალოგი ფინანსებისა და ენერგეტიკის, განათლების, პოლიტიკის საკითხებს შეეხება. ასევე კონსულტაციები დაიწყება გაეროს უშიშროების საბჭოს საკითხებზე.

მეტი...

“მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია და ტაივანი ჩინეთის ნაწილია” – საგარეო უწყება

13 ანვარს ტაივანში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ჩინეთის საგარეო უწყება ეხმიანება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი განმარტავს, ტაივანი ჩინეთია. „ტაივანის საკითხი ჩინეთის შიდა საქმეა. როგორი ცვლილებებიც არ უნდა მოხდეს ტაივანში, არ შეიცვლება ძირითადი ფაქტი, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია და ტაივანი ჩინეთის ნაწილია. ჩინეთის მთავრობის პოზიცია, რომელიც მხარს უჭერს ერთი ჩინეთის პრინციპს და ეწინააღმდეგება “ტაივანის დამოუკიდებლობა” სეპარატიზმს, “ორი ჩინეთი” და “ერთი ჩინეთი, ერთი ტაივანი” არ შეიცვლება.  საერთაშორისო საზოგადოების გაბატონებული კონსენსუსი ერთი ჩინეთის პრინციპის დაცვაზე და ამ პრინციპის ხანგრძლივი და აბსოლუტური ერთგულება არ შეიცვლება. ერთი ჩინეთის პრინციპი არის მყარი წამყვანმა მშვიდობისა და…

მეტი...

ფუნჯიანის პროვინცია – ამქვეყნიური სამოთხე (ფოტორეპორტაჟი)

ფუჯიანი სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის პროვინციაა, რომელიც ცნობილია მთებითა და სანაპირო ქალაქებით. მისი დედაქალაქია ფუჟოუ და ასევე, მის შემადგენლობაშია საპორტო ქალაქი სიემენი.   ფუჯიანი ქვეყნის ერთ-ერთი პატარა პროვინციაა, თუმცა, იკავებს სტრატეგიულ საზღვაო პოზიციას ჩინეთის ზღვის ორ მონაკვეთს შორის. ფუჯიანი ცნობილია ჩაით. მას ტაივანის სრუტე ესაზღვრება. ის, როგორც გეოგრაფიულად, ისე კულტურულად ყველაზე ახლოსაა ტაივანთან. სანაპიროდან კი საკმაოდ ახლო მანძილზე მოჩანს ტაივანი. როცა სანაპირო ზოლზე სეირნობ ხედავ და გრძობ, როგორ ახლოს ხარ ტაივანთან. ასევე, ადგილობრივები გაფრთხილებენ კიდეც, რომ ტაივანის მხრიდან საფრთხელ ყოველ წუთს ელიან. ფუნჯიანში ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა  მსუბუქი მრეწველობა. აქ ძირითადად აწარმოებენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა…

მეტი...

ტიბეტი, ცაში გამოკიდებული მწვანე ქალაქი ნიინჩი

ტიბეტი – მწვანე ზონა. სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი კი გნსაკუთრებით ჰგავს საქართველოს მთიან რეგიონებს. ეს არის ქალაქი  ნიინჩი (ლინჯი), რომელიც მთლიანად სიმწვანეშია ჩაფლული. ეს არის მთიანი ზონა ცასთან ახლოს. ნიინჩი არის პრეფექტურის დონის ქალაქი ტიბეტის ავტონომიური რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. „ტყის რეგიონი,“ შეიძლება ასე ეწოდოს ამ ზონას, ტიბეტის დედაქალაქისგან განსხვავებით, რომელიც მთლიანად კდლოვანია. ქალაქის ტყით დაფარვის მაჩვენებელი 26,4 მილიარდი კუბური მეტრია და აქ 800 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი ხეა.  ველური ბუნების სახეობებს მიეკუთვნება „ბენგალის ვეფხვი, ლეოპარდი, დათვი, ცხვირწინ მაიმუნი, ანტილოპა და მცირე პანდა“. რაც შეეხება ხე-მცენარეებს, ტყეები 2000-ზე მეტი სახეობითაა დაფარული.  მათ შორის…

მეტი...

მესამე პოლუსი – აუცილებელი რეკომენდაცია ტიბეტში მოგზაურებისთვის

ტიბეტი, ეს არის წმინდა ადგილი, მიწა ცასთან და ღმერთებთან ახლოს, სადაც მოგზაურობასაც ბევრი ოცნებობს. თუმცა, ტიბეტში მოგზაურობას ახლავს გარკვეული წესები, რომლის დაცვაც აუცილებელია, რომ ჯანმრელობის პრობლემები არ შეგექმნათ და უფრო მეტეც, მოგზაურობა ცუდად არ დასრულდეს. როგორც წესი, ტიბეტში მოგზაურებს გარკვეული ინსტრუქცია გამგზავრებამდე უტარდებათ. რეკომენტაცია 1 – ტიბეტში გამგზავრებამდე რემდენიმე დღით ადრე არ არის რეკომენდირებული ბანაობა; რეკომენდაცია 2 – ტიბეტში მოგზაურობა არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც წნევა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს; რეკომენდაცია 3 – ტიბეტში ყოფნის პერიოდში არ შეიძლება ბანაობა, დუშის მიღება; რეკომენდაცია 4 – არ შეიძლება შიმშილი; რეკომენდაცია 5 –…

მეტი...