მეწყრის ზონაში ადამიანებს ეძებენ

ჩინეთში, იუნანის პროვინციაში, სამაშველო ბრიგადები ინტენსიურად მუშაობენ და მეწყრის მასაში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ.

მემეწყრის კატასტროფების მართვის შტაბის ინფორმაციით,  ჟენსიონგის ოლქში, იუნანის პროვინციაში მეწყერი რამდენიმე ადგილას ჩამოწვა. მეწყერი მოხდა ჰექსინგ სოფლის ჯგუფში და სოფელ ჰეპინგში, ასევე, სოფელ ლიანშუიში, ქალაქ ტანგფანგში, ჟენსიონგის ოლქში, ქალაქ ჟაოტონგში. წინასწარი მონაცემებით,  სტიქიის შედეგად, 18 კომლიდან სულ 47 ადამიანია დაკარგული.

ამ დროისთვის, ადგილზე  ტემპერატურა ნულამდე დაეცა. 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე, სტიზიის ზონაში  300-ზე მეტი სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

მსგავსი თემები