,,ხარაზიშვილმა დაადასტურა, რომ სპეცრაზმი მოქალაქეებს სცემს, გამოიკითხოს და ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები” – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გდდ-ის ხელმძღვანელის, ,,ხარებას” დღევანდელ კომენტარებსა და მუქარას ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, ხარაზიშვილმა დღეს დაადასტურა, რომ სპეცრაზმი მოქალაქეებს სწორედ წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით სცემს და რომ ძალადობრივ მეთოდებს მიზანმიმართულად იყენებს. ,,საია” შსს-სა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს და ხარაზიშვილის გამოკითხვას მოითხოვს: ,,2024 წლის 28 მაისს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა, ზვიად ხარაზიშვილმა, ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ სპეცრაზმი მოქალაქეებს სცემს და ამისთვის წინასწარ შედგენილი სია არსებობს (“მე არაკაცებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს. სია გვაქვს…”). საგანგაშოა, რომ შსს მაღალჩინოსანი, რომელსაც მნიშვნელოვანი საპოლიციო ფუნქცია აკისრია, საჯაროდ ავრცელებს ძალადობრივი…

მეტი...

,,თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი, ხვალ უნდა გასცეთ შვილებს პასუხი, რატომ მოექეცით მათ მომავალს ასე, ისტორია განსჯის სიმართლე ვის მხარეს იყო” – მსხილაძე დეპუტატებს

,,თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი, ხვალ უნდა გასცეთ შვილებს პასუხი, რატომ მოექეცით მათ მომავალს ასე, ისტორია განსჯის სიმართლე ვის მხარეს იყო”, – თქვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ სხდომაზე, სადაც გამჭვირვალობის შესახებ კანონზე ვეტოს განიხილავენ. ,,მიუხედავად იმისა, რომ მე საჯარო მოხელე ვარ, არასდროს, არცერთ პერიოდში არ ყოფილა ჩემ ცხოვრებაში, რომ მე იმ მხარეს ვმდგარიყავი, რომელიც ჩემთვის შინაგანად მიუღებელი იყო. ვინ რომელ მხარეს დგას და ვინ არის სიმართლის მხარეს, ამას ისტორია და საზოგადოება განსჯის. აქ ჩემი სასაუბრო დღეს ნამდვილად მეტი არაფერი არ არის, თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი და ხვალ უნდა გასცეთ თქვენ…

მეტი...

რა ვითარებაა ახლა სტიქიის ზონაში – კახეთის სოფლები დაიტბორა

ძლიერმა ნალექმა და წვიმამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ლალისყური, ართანა და ფშაველი დააზარალა. ხანგრძლივი წვიმის შედეგად, მდინარე ილტო ადიდდა და კალაპოტი გადალახა. ამ დროისათვის დატბორილია ვენახები, სასოფლო- სამეურნეო სავარგულები და მიწის ნაკვეთები. წყალი შევარდა საცხოვრებელ სახლებშიც. ადგილობრივების ინფორმაციით, პრობლემა მთიდან წამოსულმა წყლის ძლიერმა ნაკადმა შექმნა. უკვე მეორე დღეა, კახეთის რეგიონში გადაუღებელი წვიმების შედეგად, ყველა მდინარე ადიდებულია. კალაპოტიდან გადასულა მდინარე ალაზანმა , თურდომ და ნავთის ხევმა, ახმეტის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები დააზარალა.

მეტი...

,,გამორჩეულად მაღალი IQ-ს მქონე წილოსანი” – ბოკუჩავა წილოსანზე

,,როდესაც გამორჩეულად მაღალი IQ-ს მქონე წილოსანი კომპეტენციას გიწუნებთ, დარწმუნებლი ვარ ამას შეურაცხყოფად არ იღებთ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და პრეზიდენტის წარმომადგენელს, გიორგი მსხილაძეს მიმართა. ,,უპირველეს ყოვლისა ვუერთდები კოლეგებს, რომლებმაც მხარდაჭერა გამოხატეს თქვენს მიმართ. ძალიან ვწუხვარ, რომ ამგვარი შეურაცხყოფის ატანა გიწევთ პარლამენტში თუმცა, როდესაც გამორჩეულად მაღალი IQ-ს მქონე წილოსანი კომპეტენციას გიწუნებთ, დარწმუნებლი ვარ ამას შეურაცხყოფად არ იღებთ. პირიქით ეს არის ყველაზე დიდი პატივი, რომ თქვენ დღეს შეგიძლიათ დაიცვათ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია, ჩვენი ქყვენის ეროვნული ევროპული ინტერესები. ამიტომ მადლობა თქვენ და მადლობა ქალბატონ…

მეტი...

ოკუპირებულ გალში, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების საქმის ბრალდებული ,,პოლიციელები” დააჯარიმეს

დროებით ოკუპირებული გალის ე.წ. სასამართლომ ე.წ. პოლიციელებს, ალბერტ ზარაკუასა და ვიანორ აბშილავას 50 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ორივე “სამართალდამცველი” საქართველოს მოქალაქის, ვიტალი (თემურ) კარბაიას გარდაცვალების საქმეზე იყო ბრალდებულით, თუმცა საოკუპაციო რეჟიმის “სასამართლოს” გადაწყვეტილებით, მათ პატიმრობისგან თავის დაღწევა შეძლეს. ზარაკუასა და აბშილავას ბრალად ედებოდათ დაკავებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტება, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა, თუმცა “სასამართლომ” ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებებში გაამართლა და საქმე დაუდევრობის მუხლით გადააკვალიფიცირა. შეგახსენებთ, რომ კარბაია 2023 წლის 9 დეკემბერს, ოკუპირებულ გალში ჩხრეკის მიზნით გააჩერეს და სასტიკად სცემეს. მოგვიანებით ის ე.წ. მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც, სავარაუდოდ,…

მეტი...

სებ-მა სავალუტო აუქციონზე 48 700 000 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგებს აქვეყნებს და წერს, რომ 48 700 000 აშშ დოლარი გაყიდა. ,,2024 წლის 28 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 60 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 48 700 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა,” – ნათქვამია სებ-ის განცხადებაში. გუშინ, 27 მაისს, ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ახალ კურსს სებ-ი დღეს საღამოს დაადგენს.

მეტი...

,,ეს ჭინკა ვის დაემუქრება, ნაკლებად საინტერესოა” – ხაბეიშვილი ,,ხარებაზე”

,,მისი ადგილი საზოგადოებაში არ არის. მისი ადგილი არის ციხეში”, – ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ,,ხარებას” მუქარას პასუხობს და ამბობს, რომ ის ძალადობრივი რეჟიმის სახეა. ,,მესმის ახლა, რომ ნერვული ფხაკურები აქვს ახლა და კუდის მოქნევას ცდილობს. შეეგუოს იმას, რომ მისი ადგილი არის საპატიმროში. ის არის საზოგადოებისთვის საშიში. შეხედეთ მას, მის ლექსიკას მოუსმინეთ, მის მანერებს და მიხვდებით, რომ ის არ არის ნორმალური. ეს ადამიანი წარმოადგენს ძალადობრივი რეჟიმის ძალადობრივ სახეს, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ მისი მხრიდან ასეთი დამოკიდებულება. ჩემი შვილიც ბევრჯერ ამ მშვიდობიან აქციაზე მონაწილეობას იღებს და ე.ი. მისი უსაფრთხოება ამ არანორმალურს უნდა ევალოს?…

მეტი...

პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს განხილვა დაიწყო

პარლამენტში პოლიტიკური გამოსვლები დასრულდა და გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა დაიწყო. ამ წუთებში სიტყვით გამოდის მომხსენებელი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე, რომელმაც მოტივირებულ შენიშვნებს წარადგენს. დღესვეა დაგეგმილი კენჭისყრაც. ,,პირველ რიგში, მინდა დავიწყო “რატომ-იმიტომ”-ის განმარტებით. იმიტომ, რომ ორი დღეა ეს თემა თქვენი აგიტაციის და პროპაგანდის საკითხი გახდა. წარმოაჩინეთ ისე, თითქოს აღნიშნულ კანონზე ჩვენ სხვა არგუმენტაცია არ გაგვაჩნია, გარდა იმისა, რომ “იმიტომ.” ეხლა გეტყვით, რატომ არ მოხდა უმრავლესობის მოსაწონი და მისაღები კანონპროექტის ალტერნატივის შემოთავაზება ჩვენ ვეტოში. პრეზიდენტმა თავიდანვე განაცხადა, რომ აღნიშნული კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარებოდა და შეუძლებელი იყო. რადგან კანონი სრულად,…

მეტი...

,,არ გეტყვით, რომ არ მოაწეროთ ხელი, მოაწერეთ და გვეცოდინება ვინ ჯანდაბა ხართ ეს 84 კაცი” – ჩარკვიანი დეპუტატებს

,,არ გეტყვით, რომ არ მოაწეროთ ხელი, მოაწერეთ და გვეცოდინება ვინ ჯანდაბა ხართ ეს 84 კაცი”, – ამის შესახებ „კანონისა და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განაცხადა. ,,ვინმემ, ამ 84 ადამიანიდან არ იცის, რომ ეს არის გააზრებულად საქართველოს გამანადგურებელი კანონი. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ამ კანონით ვერ გახდებით ჩვენი ოჯახის წევრი. თქვენ ტოვებთ ქვეყანას რუსეთის პირისპირ და ეს ძალიან კარგად იცით. ახლა რა გითხრათ მე, რომ არ მოაწეროთ ამ კანონს ხელი? არა, მოაწერეთ და გვეცოდინება ვინ ჯანდაბა ხართ ეს 84 კაცი”, – განაცხადა…

მეტი...

,,კანონი არის იარაღი, მიზანი არის საქართველოს მიყვანა რუსულ ორბიტაზე” – ოთარ ზურაბიშვილი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი, პარლამენტთან, გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფება. მისი თქმით, კანონი იარაღია, მათი მიზანი კი საქართველოს მიყვანა რუსულ ორბიტაზე. ,,2 დღის წინ ეს ადამიანები ზეიმობდნენ 26 მაისს, რომელიც არის ჩვენი დამოუკიდებლობის ნიშანი და დღე. ნიშანი, რომ საქართველო გაყვანილი არის რუსული ორბიტიდან. და დღევანდელ დღეს არაკონსტიტუციურ ხელისუფლება აბრუნებს ხალხს ისევ რუსულ ორბიტაზე. ეს არის მთავარი გზავნილი. არ შევცდეთ ამაზე, მთავარი არ არის კანონი, რასაკვირველია დაძლევენ ვეტოს, მაგრამ მთავარი არის მიზნები, კანონი არის იარაღი და მიზანი არის საქართველოს მიყვანა რუსულ ორბიტაზე. ამის წინააღმდეგ ვიბრძვით, ჩვენ დიდი ხანია,…

მეტი...

,,დესტრუქციულ ჯგუფებს არ მისცეთ საშუალება, თავიანთი ბოროტი მიზნებისთვის გამოგიყენონ” – გიორგი ჩაკვეტაძე ახალგაზრდებს

„ქართული საზოგადოება ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს დღესაც იცავს. 21-ე საუკუნეშიც აუცილებელი გახდა ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვა. გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, კიდევ უფრო რთული ხდება სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარება, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამას ახერხებს“, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში იქნა მიღწეული ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, თავისუფალ ვაჭრობა, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. „კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ევროკავშირმა ორი დემარში გადმოგვცა – პირველი შეეხებოდა სააკაშვილის გათავისუფლებას, მეორე – რუსეთთან ფრენების აღდგენას და…

მეტი...

,,დღეს ღილაკებზე ხელის მიჭერით თქვენ დააფიქსირებთ, რომ მოქმედებთ არა საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესით” – პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციას

„დღეს ღილაკებზე ხელის მიჭერით თქვენ დააფიქსირებთ, რომ მოქმედებთ არა საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესით. ვინც არ უნდა იყოს ის, უცხო ქვეყანა ყოველთვის არის უცხო ქვეყანა და თქვენ არა ქართველი ხალხის ინტერესით, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესებით მოქმედებთ. გამოსვლის დროს ზვიად გამსახურდიას ხსენება სახსენებლად გინდათ, თორემ საერთოდ არ გაქვთ გააზრებული ის იდეალები, რომელიც მას ჰქონდა და ჩვენი დამოუკიდებლობის ფუნდამენტში ჩაიდო – ეს არის სუვერენიტეტი და ამას ეცით პატივი“, – ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო ოპოზიციას პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგნელები საკუთარ დღის წესრიგს აგებენ უცხო ქვეყნების პრესსპიკერების…

მეტი...

,,საკუთარ თავს დაუწერეთ პოლიტიკური ნეკროლოგი, 28 მაისი თქვენი დაისი იქნება” – ხერხეულიძე ,,ოცნებას”

,,დღეს თქვენ თქვენი განაჩენით, საკუთარ თავს დაუწერეთ პოლიტიკური ნეკროლოგი. დარწმუნებული ვარ, ყველა მისცემთ ხმას და მე არ მაქვს ილუზია, რომ ვინმე თქვენგან გათავისუფლებული მონა და სპარტაკი აღმოჩნდება მაგრამ იცოდეთ, რომ 28 მაისი თქვენი დაისი იქნება და ამას შეეგუეთ”, – ამ სიტყვებით დაასრულა ენმ-ის დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ ოცნების წარმომადგენლებისთვის მიმართვა პარლამენტის პლენარულ სესიაზე. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით, მათ ქვეყანას ჩამოაშორეს ყველა მეგობარი და პირისპირ დატოვეს მარტო, ყველაზე დიდ ომის პარტიასთან- რუსეთთან: ,,ხალხო, თქვენ ახლა რომ გჭირთ, ჩემ მტერს, ასეთი უბედურება და ისეთი ღრუბელი ადგას თქვენს რეპუტაციას. ეს არ არის ნორმალური და…

მეტი...

,,იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ვხედავდით საცოდავ მდგომარეობას” – ქადაგიშვილი

„გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ყველანი ვხედავდით საცოდავ მდგომარეობას, როდესაც ვეტოს დამდებს არ ჰქონდა არცერთი სამართლებრივი არგუმენტი. შენიშვნაც კი არ ჰქონდა სამართლებრივი, თუ რატომაა გამჭვირვალობის კანონი ცუდი. რატომაა ის რუსული, დისკრიმინაციული, ანტიდემოკრატიული – რაც სხვადასხვა დროს ითქვა, მაგრამ არასდროს თქმულა ერთი რამ – რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, გამჭვირვალობა არის დემოკრატიის და ევროპის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა. „ახლა, როდესაც სამართლებრივი არგუმენტები ამოწურულია, ხდება შანტაჟირება იმით, რომ სანქციები დაემუქრება საქართველოს, დეპუტატებს და ა.შ. პირველი – სუვერენული ქვეყნის საკანონმდებლო…

მეტი...

,,მეგრულად რატომ არის მუშენ, იმიტომ – თიშენ, გამიჩნდა იდეა, შევქმნათ ახალი სამართლებრივი მიმდინარეობა – მუშენ-თიშენის თეორია” – დეპუტატი

,,მეგრულად რატომ არის მუშენ, იმიტომ – თიშენ, გამიჩნდა იდეა, შევქმნათ ახალი სამართლებრივი მიმდინარეობა მუშენ-თიშენის თეორია”, – წერს “ოცნების” დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი. ,,ბატონმა ლადო კახაძემ მიაქცია ჩვენი ყურადღება იმას, რომ მეგრულად რატომ? არის მუშენ ?, იმიტომ-თიშენ. ჰოდა, გამიჩნდა იდეა, რომ შევქმნათ ახალი სამართლებრივი მიმდინარეობა და თეორია, რომელსაც მუშენ-თიშენის თეორია ვუწოდოთ”, – წერს დეპუტატი.

მეტი...

მოსამართლეები სოციალურ ქსელში კონსტიტუციის 78-ე მუხლს აზიარებენ

დღეს, 28 მაისს, ,,ქართული ოცნება” აპირებს გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. პარლამენტში პლენარული სხდომა 12 საათზე დაიწყო. ამ ფონზე მოქმედი მოსამართლეები სოციალურ ქსელში კონსტიტუციის 78-ე მუხლს აზიარებენ, რომელშიც ნათქვამია: ,,კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”. ამ შინაარსის “სთორები” სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს მოსამართლეებმა – თამარ ხაჟომია (თბილისის საქალაქო სასამართლო) ეკა არეშიძე (თბილისის საქალაქო სასამართლო); მადონა მაისურაძე (რუსთავის საქალაქო სასამართლო); ლევან დარბაიძე (გორის რაიონული სასამართლო); ქეთევან მესხიშვილი (თბილისის სააპელაციო სასამართლო); ნინო ბაქაქური ( უზენაესი სასამართლოს წევრი).

მეტი...

,,გამიხარდება თუ ვეტოს არ დაძლევთ და არჩევნებზე მისცემთ ხალხს შესაძლებლობას, გადაწყვიტოს, საქართველოს სახელმწიფოს ბედი” – ხაბეიშვილი

„გამიხარდებოდა, რომ თქვენ არ დაგეძლიათ ვეტო და ეს კანონი არ ამოქმედდეს, მაგრამ ისე დაიჟინეთ ეს კონკრეტული დავალება, რომელიც გაქვთ კრემლიდან, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე მიდიხართ. ძალიან ვღელავ თქვენ გამო, იმიტომ, რომ ვერ აცნობიერებთ იმ პრობლემებს, რომელიც თქვენ გექმნებათ, ექმნება თქვენ გარშემო ადამიანებს და ამ დღეების განმავლობაში, 45-50 დღეა ყველა ზღვარს გადახვედით“, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, კანონპროექტით მმართველმა პარტიამ მუჭი მოუღერა სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. „დაგავიწყდათ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია? დაგავიწყდათ, რომ ჩვენ მთავარ მტერს, პუტინს ერთი სული აქვს საქართველო გადააქციოს რუსეთის გუბერნიად…

მეტი...

,,არჩევანი თქვენზეა – ჩაყვებით ივანიშვილს პოლიტიკურ სამარეში თუ არა” – ბოკუჩავა უმრავლესობას

,,უკანასკნელად მინდა მოგმართოთ დღეს – დღევანდელი დღე არის ბოლო შესაძლებლობა თითოეული თქვენთაგანისთვის რომ ერთის მხრივ, თავი გადაირჩინოთ პერსონალური სანქციებისგან და მეორეს მხრივ, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია- ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს აარიდოთ უდიდეს დარტყმა”, – ასე მიმართა ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხომაზე უმრავლესობის დეპუტატებს, რომლებცი დღეს გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. ბოკუჩავამ კიდევ ერთხელ შეახსენა “ოცნებას”, რომ სწორედ მათზეა დამოკიდებული როგორ შევა ეს დღე და თითოეული მათგანი საქართველოს უახლეს ისტორიაში: ,,თითოეულ თქვენგანზეა დღეს დამოკიდებული, როგორც შევა დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში – როგორც დღე, როდესაც კოლექტიური…

მეტი...

შვიდი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართავენ

ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდებისა და პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონთან დაკავშირებით ერთობლივი წერილით მიმართავენ: „ძვირფასო კოლეგავ, მოგმართავთ თქვენ, როგორც საქართველოს პარტნიორები, მეგობრები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერები. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიყავით თქვენი ევროინტეგრაციის პროგრესის ყოველ ნაბიჯზე. ჩვენ ვნახეთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ტრანსფორმაცია და უზარმაზარი ძალისხმევა, რომელიც თქვენ ჩადეთ რეფორმების პროგრესში წინა წლებში. თქვენ გზა გაიკვლიეთ და აჩვენეთ მაგალითი სხვა ასპირანტებს. ჩვენ მხარს ამაყად გიჭერდით და მზად ვართ, განვაგრძოთ ყველა საჭირო დახმარება, რომელიც გჭირდებათ ამ გზის გასაგრძელებლად. საქართველოს ევროპული…

მეტი...

,,გულწრფელად ვიმედოვნებ, რუსულ კანონზე ვეტოს არ დაძლევენ, ეს EU-ში გაწევრიანების ერთადერთი გზაა” – როიტენი

ევროპარლამენტარი თიის როიტენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და იმედოვნებს, რომ პარლამენტი გამჭვირვალობის შესახებ კანონზე ვეტოს არ დაძლევს. მან ასევე აღნიშნა, რომ კანონის გაწვევა ევროკავშირში გაწევრიანების ერთადერთი გზაა. ,,გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს არ დაძლევს. კანონის გაწვევა ევროკავშირის წევრობისკენ ერთადერთი გზაა,” – წერს X-ზე როიტენი.

მეტი...

,,ოქტომბრის არჩევნები იქნება საქართველოს ერთგულების ტესტი EU-ს მომავლის მიმართ” – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ წერს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება. ,,კანონი უცხოური გავლენის შესახებ არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. თუ კანონი ამოქმედდება, ეს გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის პასუხს და გადაწყვეტილებას ივნისში საგარეო საქმეთა კომიტეტზე მივიღებთ. ოქტომბრის არჩევნები იქნება საქართველოს ერთგულების ტესტი EU-ს მომავლის მიმართ,” – წერს ბორელი X-ზე.

მეტი...

,,ოცნებას” ვეტოს დაძლევა პროტესტის ფონზე მოუწევს – პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან

პარლამენტის უკანა შესასვლელთან უკვე იკრიბებიან ის ადამიანები, რომლებიც თვეზე მეტია გამჭვირვალობის შესახებ კანონს აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. აქციაზე იმყოფება ზესტაფონის სოფელ დილიკაურიდან ჩამოსული ქალი, რომელმაც თქვა, რომ ახალგაზრდებს ღვეზელები ჩამოუტანა. ,,მე ასეთი საქართველოსთვის ნამდვილად არ მიბრძოლია, 9 აპრილის მონაწილეც ვარ. აქ ხომ არ დავბერდეთ მართლა ხალხი, ცოდოები აირან ეს ახალგაზრდები, ამათ მომავალი უნდათ, წინ ევროპისკენ, არა რუსულ კანონს, არა რუსულ ოცნებას. ესენი უნდა წავიდნენ ამ ქვეყნიდან. მე დამიჭირეს, ზესტაფონში წარწერები გავაკეთე არა რუსულ ოცნებას, ძირს ბიძინა, დამიჭირეს და თქვენ წარმოიდგინეთ, 12:00 საათიდან საღამოს 6 საათამდე გამაჩერეს პოლიციის განყოფილებაში და ოქმი…

მეტი...

,,2 თვის შემდეგ როგორც იქნა მოვისმინეთ პირველი არგუმენტი და ეს არგუმენტი იყო „იმიტომ“ – იონათამიშვილი

,,2 თვის შემდეგ როგორც იქნა მოვისმინეთ პირველი არგუმენტი და ეს არგუმენტი იყო „იმიტომ“. აი ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება აქვთ ამ ადამიანებს არა მხოლოდ ამ კანონის მიმართ, არამედ კონსტიტუციის, სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამიტომ არიან ეს ადამიანები უსამშობლოები და ამ ქვეყნის ღალატში ჩამდგარი პერსონებიც”, – ასე ეხმაურება რატი იონათამიშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და გამჭვირვალობის კანონს მიიღებს. „რა თქმა უნდა, ამ კანონს მივიღებთ, ვეტოს დავძლევთ, ვინაიდან ის სჭირდება ჩვენი…

მეტი...

,,ქართული ოცნება” ვეტოს დასაძლევად ემზადება – პარლამენტის შიგნით მობილიზებულია სპეცრაზმი

დღეს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს. “ქართული ოცნება” აპირებს, რომ ვეტო დაძლიოს. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება, პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან კანონის მოწინააღმდეგეები 11:00 საათიდან შეიკრიბებიან. კიდევ ერთი აქცია პარლამენტის წინ დაგეგმილია 17:00 საათზეც. საკანონმდებლო ორგანოში უკვე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტობუსები. შიდა ეზოში და პარლამენტის შენობაშც იმყოფებიან ნიღბიანი სამართალდამცავები და სპეცრაზმელები. პოლიცია მობილიზებულია ჩიტაძის ქუჩაზეც, პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, საიდანაც დეპუტატები ეზოში შედიან.

მეტი...

ესპანეთი, ირლანდია და ნორვეგია დღეს პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურად აღიარებენ

სამი ევროპული ქვეყანა დღეს ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს და ამით, შეუერთდება 144 სხვა ქვეყანას, რომლებმაც უკვე გადადგეს ეს ნაბიჯი. ირლანდიის კაბინეტი, სავარაუდოდ, დაადასტურებს გადაწყვეტილებას ამ დილით პარლამენტში რამდენიმესაათიანი დებატების შემდეგ. გუშინ სიტყვით გამოსვლისას ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა საიმონ ჰარისმა თქვა: „ჩვენ გვჯერა ისრაელისა და პალესტინის სახელმწიფოს არსებობის, რომლებიც გვერდიგვერდ უნდა ცხოვრობდნენ მშვიდობასა და სტაბილურობაში. ჩვენ გვჯერა ამის იმ დროს, როდესაც სხვები ცდილობენ დაბომბონ ეს იმედი”. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი კი ამბობს, რომ პალესტინის სახელმწიფოს არსებობა „მშვიდობის ერთადერთი გზაა“. „პალესტინის სახელმწიფოს აღიარება არა მხოლოდ ისტორიული სამართლიანობის საკითხია, არამედ ამით ჩვენ ყველანი მშვიდობის დამყარებისკენ…

მეტი...

,,არა რუსულ კანონს!” – ბათუმში დაგეგმილი აქციები და მსვლელობები 28 მაისს

ბათუმში, გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ 28 მაისს ოთხი აქცია ჩაინიშნა. აქციას უერთდებიან, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და პროფესორ-მასწავლებლები. 28 მაისის აქცია-მსვლელობების განრიგი ბათუმში: 12:00 საათზე – ევროპის მოედნაზე საქართველოს პარლამენტის სესიის საჯარო ჩვენება; 17:00 საათზე – მოსწავლეების საპროტესტო აქცია ცენტრალური პარკის კოლონადებთან; 18:00 საათზე – სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეკრება უნივერსიტეტის კიბეებთან და მარში ევროპის მოედნისკენ; 19:00 საათზე – აქცია ევროპის მოედანზე.

მეტი...

,,გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს დღე დარჩეს ერთ-ერთ სამარცხვინო დღედ და არ იქცეს ტრაგიკულად” – ჯაფარიძე

,,დღეს რუსთაველზე ყოფნა მინიმუმის მინიმუმია, შემდეგ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს დღე დარჩეს ერთ-ერთ სამარცხვინო დღედ და არ იქცეს ტრაგიკულად”, – წერს “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. ,,როგორც სჩანს ეს დღე გარდაუვლად იქნება ერთერთი გამორჩეულად სამარცხვინო დღე ამ ქვეყნის ისტორიაში. არ ღირს ამ დღის სახლში ან სამსახურში შეხვედრა, თუ დღეს ცოცხალი ხარ და აქ ცხოვრობ. სჯობს რუსთაველზე ვიყოთ, ახლოს იმ შენობასთან სადაც აღსრულდება ღალატის ეს აქტი. ესაა დღეს მინიმუმის მინიმუმი, ხოლო შემდეგ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს დღე დარჩეს ერთერთ სამარცხვინო დღედ და არ იქცეს ტრაგიკულ დღედ. 5 თვე გვექნება ამისთვის”,…

მეტი...

,,იაფფასიან სპორტულ ფეხსაცმელებზე “ნაიკის” სასაქონლო ნიშანი დაჰქონდა და ყიდდა” – პასუხისგებაში უცხო ქვეყნის მოქალაქე მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში უცხო ქვეყნის მოქალაქე მისცეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს ქ. თბილისში მოწყობილი ჰქონდა საამქრო, სადაც, დაქირავებული პირების მეშვეობით, ახდენდა მის მიერ, საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ იაფფასიან სპორტულ ფეხსაცმელებზე „ნაიკი“-ს ბრენდის სასაქონლო ნიშნის დატანას და შემდგომ რეალიზაციას”, – ნათქვამია განცხადებაში. უწყების ცნობით, ბრალდებულის მფლობლობაში არსებული საამქროდან და მაღაზიიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული, “ნაიკი”-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 28 ათას ცალზე მეტი სპორტული ფეხსაცმელი, ასევე 61 563 ცალი “ნაიკი”-ს ლოგო. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის…

მეტი...

,,კოლეგებო საქართველოს პარლამენტში, ისარგებლეთ დღევანდელი შანსით, დააბრუნეთ თქვენი დიდებული ქვეყანა სწორ გზაზე” – როთი

,,კოლეგებო საქართველოს პარლამენტში, ისარგებლეთ დღევანდელი შანსით, დააბრუნეთ თქვენი დიდებული ქვეყანა სწორ გზაზე”, – წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი. ,,ჩვენთვის, პოლიტიკოსებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღებით მოვუსმინოთ ჩვენს ხალხს. ქართველი ხალხის მესიჯი კრისტალურად ნათელია: შეაჩერეთ “უცხოური აგენტების შესახებ” კანონი! საქართველოს პარლამენტის ძვირფასო კოლეგებო, ისარგებლეთ დღევანდელი შანსით! დააბრუნეთ თქვენი დიდებული ქვეყანა სწორ გზაზე. საქართველოს მომავალი ევროკავშირი!”, – წერს როთი.

მეტი...

,,რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ!” – 28 მაისს თბილისში დაგეგმილი აქციები

,,ქართული ოცნების” მიერ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე მსჯელობის პარალელურად, პარლამენტთან 28 მაისს დილიდან არაერთი აქციაა ჩანიშნული: 10:00 საათზე, პარლამენტთან; 11:00 საათზე, პარლამენტის წინ – ,,გიძახებთ ქვეყნის სამსახურში!”; 12:00 საათი – პარლამენტის უკან; 17:00 საათი – პარლამენტთან, ,,რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ!” 19:00 – სტუდენტური მარში რუსული კანონის წინააღმდეგ – რუსთაველის მეტროდან პარლამენტამდე – ,,რუსული კანონი ჩვენი არჩევანი არ არის!”.

მეტი...

,,დუმილი დაანგრევს ყველაფერს, რაც აქამდე გვიშენებია” – მუსიკოსები მიმართვას ავრცელებენ

ქართველი მუსიკოსები გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ. ვიდეოს ფესტივალი “Tbilisi Open Air” ავრცელებს და ამბობს, რომ ის სპონტანურადაა გადაღებული და მასში მხოლოდ ის არტისტები მონაწილეობენ, რომლებთან დაკავშირებაც მოკლე პერიოდში შეძლეს. მუსიკოსები გმობენ ძალადობას, დაშინებას, რეპრესიებს რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ. მიმართვას “Tbilisi Open Air-თან” ერთად უერთდებიან: “თამადა”, “ლუა”, დათო ლომიძე; ანუშკა ჩხეიძე; “არა”; “stia”; გიორგი გვარჯალაძე; “afternoon version”; “sophie villy”; “4d monster lobsters”; “LOUDspeakers”; ბაჩო ჯიქიძე; “killages”: “Psychonaut 4”; “mechanical rainbow”; “obri”. “OOGWAY/Soyl”; “chikovani”; “circus mircus”; “mao”; რეზო კიკნაძე. ჯგუფ “არას” ვოკალისტი ზურა ჯავახია: ,,არა რუსულ კანონს ! ეს…

მეტი...

სტიქია თელავის სოფელი ლალისყურში – დატბორილია რამდენიმე სახლი, ვენახები, სავარგულები

ძლიერმა წვიმამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ლალისყური დააზარალა. დატბორილია ვენახები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და მიწის ნაკვეთები. წყალი შევიდა სამ საცხოვრებელ სახლშიც. ადგილობრივების თქმით, პრობლემა მთიდან წამოსულმა წყლის ძლიერმა ნაკადმა შექმნა. გაწმენდითი სამუშაოსათვის, სოფელში ტექნიკის შეყვანას ითხოვენ.

მეტი...

თბილისში ოჯახი 89 წლის კაცს ეძებს

თბილისში ოჯახი 89 წლის კაცს ეძებს. ოჯახის წევრების ცნობით, ის სახლიდან, გლდანიდან, ქერჩის ქუჩიდან დღეს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ახლობლები მოქალაქეებს მიმართავენ თხოვნით, რომ თუ ვინმე რაიმე სახის ინფორმაციას ფლობს, ან დაკარგულს სადმე შენიშნავს, დარეკოს ნომერზე: 599033056 ან შეატყობინოს პოლიციას.

მეტი...

ზელენსკი დღეს ბრიუსელში ჩავა ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულების გასაფორმებლად

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბელგიაში ჩავა, რათა ხელი მოაწეროს ორმხრივ უსაფრთხოების შეთანხმებას. ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტი მადრიდიდან ჩადის, სადაც ასევე მსგავს შეთანხმებას მოაწერა ხელი ესპანეთის პრემიერთან ერთად. მადრიდი კიევს დაჰპირდა სამხედრო დახმარებისთვის 1 მილიარდი ევროს გამოყოფას. ბრიუსელში ვიზიტის დროს ზელენსკი ეწვევა საჰაერო ბაზას, სადაც შეხვდება ინსტრუქტორებს, რომლებიც უკრაინელ პილოტებს F-16 გამანადგურებლების გამოყენებისთვის ამზადებენ. ბელგიის შემდეგ ზელენსკი, სავარაუდოდ, პორტუგალიაში გაემგზავრება.

მეტი...

დღეიდან საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმგზავრებენ

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთმა სავიზო მიმოსვლა გაამარტვა. „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმების“ მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ საქართველოს  პასპორტებს, პეკინის დროით 2024 წლის 28 მაისს 00:00 საათიდან, თავისუფლდებიან ვიზის აღების ვალდებულებისგან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის ან ტრანზიტით გავლის მიზნით. თითოეულ შესვლაზე ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს, ხოლო ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ საქართველოს მოქმედ ორდინალურ პასპორტებს და აპირებენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენას 30…

მეტი...