,,იაფფასიან სპორტულ ფეხსაცმელებზე “ნაიკის” სასაქონლო ნიშანი დაჰქონდა და ყიდდა” – პასუხისგებაში უცხო ქვეყნის მოქალაქე მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში უცხო ქვეყნის მოქალაქე მისცეს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს ქ. თბილისში მოწყობილი ჰქონდა საამქრო, სადაც, დაქირავებული პირების მეშვეობით, ახდენდა მის მიერ, საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ იაფფასიან სპორტულ ფეხსაცმელებზე „ნაიკი“-ს ბრენდის სასაქონლო ნიშნის დატანას და შემდგომ რეალიზაციას”, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულის მფლობლობაში არსებული საამქროდან და მაღაზიიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული, “ნაიკი”-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 28 ათას ცალზე მეტი სპორტული ფეხსაცმელი, ასევე 61 563 ცალი “ნაიკი”-ს ლოგო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2- წლამდე ვადით.

მსგავსი თემები