მოსამართლეები სოციალურ ქსელში კონსტიტუციის 78-ე მუხლს აზიარებენ

დღეს, 28 მაისს, ,,ქართული ოცნება” აპირებს გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. პარლამენტში პლენარული სხდომა 12 საათზე დაიწყო. ამ ფონზე მოქმედი მოსამართლეები სოციალურ ქსელში კონსტიტუციის 78-ე მუხლს აზიარებენ, რომელშიც ნათქვამია:

,,კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”.

ამ შინაარსის “სთორები” სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს მოსამართლეებმა – თამარ ხაჟომია (თბილისის საქალაქო სასამართლო) ეკა არეშიძე (თბილისის საქალაქო სასამართლო); მადონა მაისურაძე (რუსთავის საქალაქო სასამართლო); ლევან დარბაიძე (გორის რაიონული სასამართლო); ქეთევან მესხიშვილი (თბილისის სააპელაციო სასამართლო); ნინო ბაქაქური ( უზენაესი სასამართლოს წევრი).

მსგავსი თემები