ზელენსკი დღეს ბრიუსელში ჩავა ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულების გასაფორმებლად

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბელგიაში ჩავა, რათა ხელი მოაწეროს ორმხრივ უსაფრთხოების შეთანხმებას.

ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტი მადრიდიდან ჩადის, სადაც ასევე მსგავს შეთანხმებას მოაწერა ხელი ესპანეთის პრემიერთან ერთად. მადრიდი კიევს დაჰპირდა სამხედრო დახმარებისთვის 1 მილიარდი ევროს გამოყოფას.

ბრიუსელში ვიზიტის დროს ზელენსკი ეწვევა საჰაერო ბაზას, სადაც შეხვდება ინსტრუქტორებს, რომლებიც უკრაინელ პილოტებს F-16 გამანადგურებლების გამოყენებისთვის ამზადებენ.

ბელგიის შემდეგ ზელენსკი, სავარაუდოდ, პორტუგალიაში გაემგზავრება.

მსგავსი თემები