სებ-მა სავალუტო აუქციონზე 48 700 000 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგებს აქვეყნებს და წერს, რომ 48 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.

,,2024 წლის 28 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 60 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 48 700 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა,” – ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

გუშინ, 27 მაისს, ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ახალ კურსს სებ-ი დღეს საღამოს დაადგენს.

მსგავსი თემები