პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს განხილვა დაიწყო

პარლამენტში პოლიტიკური გამოსვლები დასრულდა და გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა დაიწყო. ამ წუთებში სიტყვით გამოდის მომხსენებელი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე, რომელმაც მოტივირებულ შენიშვნებს წარადგენს. დღესვეა დაგეგმილი კენჭისყრაც.

,,პირველ რიგში, მინდა დავიწყო “რატომ-იმიტომ”-ის განმარტებით. იმიტომ, რომ ორი დღეა ეს თემა თქვენი აგიტაციის და პროპაგანდის საკითხი გახდა. წარმოაჩინეთ ისე, თითქოს აღნიშნულ კანონზე ჩვენ სხვა არგუმენტაცია არ გაგვაჩნია, გარდა იმისა, რომ “იმიტომ.” ეხლა გეტყვით, რატომ არ მოხდა უმრავლესობის მოსაწონი და მისაღები კანონპროექტის ალტერნატივის შემოთავაზება ჩვენ ვეტოში. პრეზიდენტმა თავიდანვე განაცხადა, რომ აღნიშნული კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარებოდა და შეუძლებელი იყო. რადგან კანონი სრულად, თავიდან ბოლომდე იყო ანტიკონსტიტუციური. მათ შორის, ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციით განმტკიცებულ ევროინტეგრაციის მიზანს. არის ანტიევროპული, ანტიქართული და მაშასადამე რუსული. ვისთვისაც ეს არგუმენტები მიუღებელია, იმათმა შეიძლება იხმარონ “იმიტომ,” – განაცხადა მსხილაძემ გამოსვლის დაწყებისას.

განხილვის პარალელურად, საპროტესტო აქცია გრძელდება პარლამენტის უკანა შესასვლელთან, საღამოს 5 საათიდან კი აქცია რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს.

მსგავსი თემები