,,ეს ჭინკა ვის დაემუქრება, ნაკლებად საინტერესოა” – ხაბეიშვილი ,,ხარებაზე”

,,მისი ადგილი საზოგადოებაში არ არის. მისი ადგილი არის ციხეში”, – ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ,,ხარებას” მუქარას პასუხობს და ამბობს, რომ ის ძალადობრივი რეჟიმის სახეა.

,,მესმის ახლა, რომ ნერვული ფხაკურები აქვს ახლა და კუდის მოქნევას ცდილობს. შეეგუოს იმას, რომ მისი ადგილი არის საპატიმროში. ის არის საზოგადოებისთვის საშიში. შეხედეთ მას, მის ლექსიკას მოუსმინეთ, მის მანერებს და მიხვდებით, რომ ის არ არის ნორმალური.

ეს ადამიანი წარმოადგენს ძალადობრივი რეჟიმის ძალადობრივ სახეს, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ მისი მხრიდან ასეთი დამოკიდებულება.

ჩემი შვილიც ბევრჯერ ამ მშვიდობიან აქციაზე მონაწილეობას იღებს და ე.ი. მისი უსაფრთხოება ამ არანორმალურს უნდა ევალოს? ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, კაციჭამია”, – ამბობს ხაბეიშვილი.

მსგავსი თემები