,,ოქტომბრის არჩევნები იქნება საქართველოს ერთგულების ტესტი EU-ს მომავლის მიმართ” – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ წერს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება.

,,კანონი უცხოური გავლენის შესახებ არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. თუ კანონი ამოქმედდება, ეს გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის პასუხს და გადაწყვეტილებას ივნისში საგარეო საქმეთა კომიტეტზე მივიღებთ. ოქტომბრის არჩევნები იქნება საქართველოს ერთგულების ტესტი EU-ს მომავლის მიმართ,” – წერს ბორელი X-ზე.

მსგავსი თემები