,,2 თვის შემდეგ როგორც იქნა მოვისმინეთ პირველი არგუმენტი და ეს არგუმენტი იყო „იმიტომ“ – იონათამიშვილი

,,2 თვის შემდეგ როგორც იქნა მოვისმინეთ პირველი არგუმენტი და ეს არგუმენტი იყო „იმიტომ“. აი ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება აქვთ ამ ადამიანებს არა მხოლოდ ამ კანონის მიმართ, არამედ კონსტიტუციის, სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამიტომ არიან ეს ადამიანები უსამშობლოები და ამ ქვეყნის ღალატში ჩამდგარი პერსონებიც”, – ასე ეხმაურება რატი იონათამიშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და გამჭვირვალობის კანონს მიიღებს.

„რა თქმა უნდა, ამ კანონს მივიღებთ, ვეტოს დავძლევთ, ვინაიდან ის სჭირდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას. ჩვენ დავინახეთ ის ძალები, ვინც დღეს ჩვენს ქვეყანას ებრძვის მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვიღებთ და ისინი საქართველოს განიხილავენ როგორც მაშველ რგოლს საომარი კონფლიქტების“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 

მსგავსი თემები