,,გულწრფელად ვიმედოვნებ, რუსულ კანონზე ვეტოს არ დაძლევენ, ეს EU-ში გაწევრიანების ერთადერთი გზაა” – როიტენი

ევროპარლამენტარი თიის როიტენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და იმედოვნებს, რომ პარლამენტი გამჭვირვალობის შესახებ კანონზე ვეტოს არ დაძლევს. მან ასევე აღნიშნა, რომ კანონის გაწვევა ევროკავშირში გაწევრიანების ერთადერთი გზაა.

,,გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს არ დაძლევს. კანონის გაწვევა ევროკავშირის წევრობისკენ ერთადერთი გზაა,” – წერს X-ზე როიტენი.

მსგავსი თემები