რა ვითარებაა ახლა სტიქიის ზონაში – კახეთის სოფლები დაიტბორა

ძლიერმა ნალექმა და წვიმამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ლალისყური, ართანა და ფშაველი დააზარალა. ხანგრძლივი წვიმის შედეგად, მდინარე ილტო ადიდდა და კალაპოტი გადალახა.

ამ დროისათვის დატბორილია ვენახები, სასოფლო- სამეურნეო სავარგულები და მიწის ნაკვეთები. წყალი შევარდა საცხოვრებელ სახლებშიც.

ადგილობრივების ინფორმაციით, პრობლემა მთიდან წამოსულმა წყლის ძლიერმა ნაკადმა შექმნა. უკვე მეორე დღეა, კახეთის რეგიონში გადაუღებელი წვიმების შედეგად, ყველა მდინარე ადიდებულია.

კალაპოტიდან გადასულა მდინარე ალაზანმა , თურდომ და ნავთის ხევმა, ახმეტის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები დააზარალა.

მსგავსი თემები