„გამჭვირვალობა ბევრ რამეს დააზღვევს, გაუჭირდებათ ეკლესიაზე თავდასხმა“- კობახიძე

„გამჭვირვალობა ბევრ რამეს დააზღვევს, გაუჭირდებათ, ღიად უცხოური დაფინანსებით გააგრძელონ მაგალითად ეკლესიაზე თავდასხმა, ან აწარმოონ ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. ამიტომ ეშინიათ ვიღაცებს გამჭვირვალობის, რომ მოუწევთ კონკრეტულ არასწორ პრაქტიკაზე უარის თქმა” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, გამჭვირვალობის კანონი ხელს შეუწყობს იმას, რომ თვისებრივად გაიზრდება დონორების პასუხისმგებლობის საკითხი. „მათ შორის იქ უამრავი ფაქტი ამოვარდება. საზოგადოება გაიგებს, ვინ აფინანსებდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოძრაობას „სირცხვილია“, ან ისეთ ორგანიზაციებს, როგორიც არის მაგალითად „წერტილი“, „ტალღა“ და ა.შ რომლებიც ღიად თავს ესხმიან მართლმადიდებელ ეკლესიას, პირდაპირ ეწევიან პროპაგანდას მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ეწევიან…

მეტი...

„ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი „ – პრემიერ-მინისტრი

„როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი, არაფერი აქვთ სათქმელი და დოკუმენტი სავსეა აბსურდული ჩანაწერებით და ტყუილებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  მთავრობის მეთაურის შეფასებით, დოკუმენტში უამრავი აბსურდული ჩანაწერი და ტყუილია. „უბრალოდ, უხერხულობას ვგრძნობდი, როგორც იურისტი, როდესაც ამ დოკუმენტს ვკითხულობდი, იმდენად უსუსური იყო ის სახე, რომელიც აჩვენა ვენეციის კომისიამ ამ დოკუმენტით. არაფერი აქვთ სათქმელი და უბრალოდ არის სავსე აბსურდული ჩანაწერებით და მათ შორის ტყუილებით. უამრავი სიცრუე გხვდებათ თქვენ ვენეციის კომისიის დოკუმენტში და ამ სიცრუესთან ერთად არის სრულიად აბსურდული სამართლებრივი მსჯელობა ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, მაგრამ საზოგადოება…

მეტი...

„რასაც საქართველოში „ენჯეოშნიკები“ ამბობდნენ, იმავეს ვკითხულობთ ვენეციის კომისიის დასკვნაში“-კობახიძე

„სამართლებრივად და ყველანაირი კუთხით არის აბსოლუტურად უსუსური არგუმენტაცია, რასაც ვხედავთ ვენეციის კომისიის დასკვნაში. უფრო სწორად რომ ვთქვათ, იქ საერთოდ არ არის არგუმენტაცია წარმოდგენილი” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, კანონმდებლობის თანახმად, იუსტიციის სამინისტროსთვის მინიჭებული უფლებამოსლიება არის ის მინიმალური ბერკეტი, რითაც სახელმწიფოს შეუძლია უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობა. „სრული აბსურდია, სასაცილოც კი არ არის ეს ყველაფერი, რასაც ამბობდნენ კონკრეტული „ენჯეოშნიკები“ საქართველოში. გასაგებია, მათ აქვთ სუბიექტური ინტერესი, მაგრამ იმავეს რომ კითხულობ ვენეციის კომისიის დასკვნაში, ეს მართლა ყველა ზღვარს სცილდება. ეს ნიშნავს პროფესიულ ეთიკასა და ღირსებაზე უარის თქმას, რაც პირდაპირ…

მეტი...

„გაუმჭვირვალობა იყო რევოლუციის მცდელობის ინსტრუმეტი“- კობახიძე

„გაუმჭვირვალობა იყო ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელმაც კონკრეტულ სუბიექტებს შეაძლებინა, ორჯერ ეცადათ რევოლუციის მოწყობა ამ ქვეყანაში“- განაცახდა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებას ყველა სცენარი წინასწარ ჰქონდა გათვლილი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლარიზაციის დასასრულებალად საჭიროა პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობა და NGO-ების გამჭვირვალობაც სწორედ ამას ნიშნავს. „ჩვენ ყველა სცენარი გვქონდა გათვლილი. არსებული სცენარიც იყო აბსოლუტურად გათვლადი და ერთ-ერთი ვერსია, რაც განვიხილეთ, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო პროცესის გაგრძელება, იყო  სწორედ ეს, მათ შორის აქციები, რაც გაიმართა, არა ჯანსაღი რეაქციები, მათ შორის, უცხოელების მხრიდან, ბრძოლა გამჭვირვალობის წინააღმდეგ, ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. საბოლოო ჯამში, აქ ხდება ლუსტრაცია. როდესაც იბრძვი…

მეტი...

“არავითარი სივრცე არ დატოვეს რეალურად ჯანსაღი დისკუსიისთვის”- კობახიძე

”არავითარი სივრცე არ დატოვეს რეალურად ჯანსაღი დისკუსიისთვის, პირველივე დღიდან გამჭვირვალობის კანონის გარშემო წარიმათა აბსოლუტურად ირაციონალური კამპანია ყოველგვარი სიღრმისეული განხილვის გარეშე“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით პროცესები ისე წარიმართა, რომ საერთოდ არ გაისხნა სივრცე დისკუსიისთვის. „სამწუხაროდ, ისე განვითარდა პროცესები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არა მარტო ბოლო მომენტში, როცა საქმე ეხებოდა უკვე ვეტოს პროცედურას, მთელი ამ ორი თვის განმავლობაში პროცესები ისე წარიმართა, რომ საერთოდ არ გაიხსნა სივრცე დისკუსიისთვის. ჩვენ მუდმივად ვითხოვდით დისკუსიას კანონპროექტთან დაკავშირებით. თქვენ გახსოვთ იყო არაერთი შეთავაზება, მათ შორის პირდაპირ ეთერში დისკუსიებთან დაკავშირებით, ელჩებს შევთავაზე პირადად მე ერთად დავმსხდარიყავით საზოგადოების წინაშე გვესაუბრა ამ კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით. იყო სხვა შეთავაზებებიც, ბოლო მომენტში იყო შეთავაზება ახალგაზრდების მიმართ, აქაც იყო სერიოზული ე.წ. ბულინგი ახალგაზრდების მიმართ, რა პირობებშიც ვერავინ გარისკა, პირდაპირ ეთერში დაჯდომა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით სასაუბროდ“- განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, რეალურად აშკარად იკვეთებოდა პოლიტიკური ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ არ გამხდარიყო გამჭვირვალე ენჯეოების საქმიანობა.

მეტი...

“საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია“- ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. “ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ მკაცრად ურჩია საქართველოს, გაიწვიოს უცხოური გავლენის შესახებ კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით. [საქართველოს] ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ რეკომენდაცია საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტების შენარჩუნების თვალსაზრისით”, – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი “ტვიტერის” პირად გვერდზ  

მეტი...

ამერიკელი სენატორი ისრაელის მაღალჩინოსნების დაკავების ორდერის გაცემას მხარს უჭერს

ამერიკელმა დამოუკიდებელმა სენატორმა, ბერნი სანდერსმა ჰააგის სასამართლოს პროკურორის მოთხოვნას, გასცენ ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის დაკავების ორდერი, მხარი დაუჭირა. „მჯერა, რომ არსებობს არსებითი მტკიცებულება იმისა, რომ ისრაელის მთავრობამ, ნეთანიაჰუს მეთაურობით, გამოიყენა შიმშილი, როგორც ომის იარაღი. აშკარად დაუმიზნა მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ჩემი აზრით, ყველა ვთანხმდებით, რომ, რა თქმა უნდა, ისრაელს ჰქონდა უფლება, დაეცვა თავი ჰამასის 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და სწორედ აქ მივდივართ ომის დანაშაულების საკითხამდე “.- განაცხადა სანდერსმა სენატში სიტყვით გამოსვლისას.

მეტი...

შენგენის ზონის ვიზები გაძვირდება

11 ივნისიდან შენგენის ზონის ვიზები გაძვირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, ზრდასრული პირებისთვის ვიზის ღირებულება – 80-დან 90 ევრომდე, 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი 40-დან 45 ევრომდე გაიზრდება. ცალკეულ შემთხვევებში ღირებულებამ, შესაძლოა, 135 ან 180 ევროც შეადგინოს, თუ ქვეყნის მიმართ ევროკავშირის სავიზო რეჟიმის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის სპეცპროცედურა გამოიყენება. ევროკომისია ღირებულების ცვლილების მიზეზად ინფლაციასა და მომსახურე პერსონალის ანაზღაურების ზრდას ასახელებს.

მეტი...

“განათლება საფრთხეშია”- 25 მაისს პროფესორ-მასწავლებლების მარში გაიმართება

უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, მკვლევრები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს გააპროტესტებენ. მარში შაბათს 25 მაისს, 17:00  საათზე არის დაგეგმილი. „ვთვლით, რომ აკადემიური საზოგადოების გაერთიანება საუნივერსიტეტო და სამეცნიერო საქმიანობის მთავარი პრინციპების დასაცავად და შესაბამისად ქვეყნის თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამიტომ ვუერთდებით საზოგადოებრივ პროტესტს და 25 მაისს, 17:00 საათზე ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან ვაწყობთ მარშს პარლამენტის მიმართულებით. შემოგვიერთდით” – წერია განცხადებაში.  

მეტი...

პრეზიდენტმა საქართველოში მიმდინარე პროცესები იტალიის საპარლამენტო დელეგასციასთან განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროგაერთიანების საქმეთა კომიტეტის დელეგაციასთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, პრეზიდენტმა მიმდინარე პროცესების ფონზე, მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „პრეზიდენტმა ქვეყანაში განვითარებული მოვლენებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ქართველი ხალხის ურყევ და მტკიცე ბრძოლაზე და აღნიშნა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება ნამდვილი რეფერენდუმი ევროპულ და რუსულ საქართველოს შორის, რომელშიც კიდევ ერთხელ, ევროპული არჩევანი გაიმარჯვებს. ამასთანავე, ხაზი გაესვა წინასაარჩევნო პერიოდში საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის და სადამკვირვებლო მისიების საქართველოში ყოფნის მნიშვნელობას. პრეზიდენტმა…

მეტი...

დიდ ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნები 4 ივლისს ჩატარდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის  – რიში სუნაკის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნები 4 ივლისს ჩატარდება. სუნაკმა აღნიშნა, რომ “ბევრი ჩვენგანისთვის მარტივია იმის მასშტაბის გააზრება თუ რა გამოვიარეთ”. პრემიერ-მინისტრის თქმით, COVID-19-ის პანდემიამ და “ვლადიმირ პუტინის უკრაინაში შეჭრის შედეგად ევროპაში ომის დაბრუნებამ” გავლენა იქონია გადასახადებზე. სუნაკმა აღნიშნა, რომ “ეკონომიკური სტაბილურობა ნებისმიერი წარმატების ქვაკუთხედია”. ის ამაყია, იმით, თუ რას მიაღწიეს და რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი მომავალში. კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობის პერიოდში “ეროვნული ჯანდაცვის სამსახურს” (NHS) რეკორდული დაფინანსება გადაეცა, ენერგეტიკული უსაფრთხოება “გარემოსდაცვით დოგმაზე” მაღლა დადგა და თავდაცვის სფეროს დაფინანსება გაიზარდა.

მეტი...

ჩინეთს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაში ადანაშაულებენ

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა. მისივე მტკიცებით, აღნიშნულ იარაღს მოსკოვი, სავარაუდოდ, უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს. „დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ გვაქვს მტკიცებულება რუსეთსა და ჩინეთს შორის უკრაინაში გამოყენებისთვის განკუთვნილი შეიარაღების სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის შესახებ“, – აღნიშნა შაპსმა ლონდონში გამართულ თავდაცვის კონფერენციაზე. მანამდე პეკინი უარყოფდა მოსკოვისათვის ლეტალური იარაღის მიწოდებას.  

მეტი...

„ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, მთავრობის წინააღმდეგ განიხილეთ საპასუხო ზომები“- ლიეტუვის სეიმი

ლიეტუვის სეიმი ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საპასუხო ზომები განიხილონ. ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის (სეიმი) მიერ “საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ” მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნული. ლიეტუვის პარლამენტი, ასევე, შეშფოთებას გამოხატავს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით. „ლიეტუვის პარლამენტი მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები არ შეესაბამება ქართული საზოგადოების მისწრაფებებს და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ქვეყნის მიერ გამოცხადებულ მიზნებს და შესაძლოა სერიოზული გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიენტაციისა და დემოკრატიისთვის; ლიეტუვის პარლამენტი მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს საზოგადოებისადმი მათი სამოქალაქო პოზიციისა თავისუფლად გამოხატვისა და მათი ქვეყნის ევროპული…

მეტი...

„არ დაძლიოთ პრეზიდენტის ვეტო“- ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს შესახებ მომხსენებლები ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი გაიწვიონ. მათი თქმით, არგუმენტები, რომლებიც მათ მიერ მოზადდა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე, ვენეციის კომისიის მიერ უკვე გახმოვანდა. განცხადებას ამის შესახებ,  PACE-ის საქართველოს შესახებ მომხსენებლები კლოდ კერნი (საფრანგეთი) და ედიტე ესტრელა (პორტუგალია) ავრცელებენ. “ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ჩვენს შეშფოთებებთან დაკავშირებით ავტორიტეტული იურიდიული არგუმენტები გვთხოვეს. ეს არგუმენტები ახლა ვენეციის კომისიის ერთმნიშვნელოვან მოსაზრებაში გახმოვანდა, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტის თხოვნის შედეგად შედგა. შესაბამისად, ჩვენ მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებთ არ დაძლიონ…

მეტი...

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ირანის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაური და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ. ცნობისთვის, ირანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური პირების სამგლოვიარო ცერემონია გრძელდება. ებრაჰიმ რაისს ხუთშაბათს მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.  

მეტი...

მუსიკალური ინსტრუმენტები ჩინეთში

ჩინეთის კულტურული მრავალფეროვნების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მუსიკალური ინსტრუმენტები. ეთნიკური  უმცირესობები მუსიკალური საკრავებითაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. “მიაოს ხალხი” გამორჩეულია როგორც სამოსით, ისე ცეკვებით, სიმღერებით კულტურითა და მუსიკალური საკრავებით. “მიაოს”  მუსიკალური ინსტრუმენტები ძირითადად არის მილები და დასარტყამი ინსტრუმენტები. მილის ინსტრუმენტებია: ლერწმის მილი, უზარმაზარი “ბობინი”, ღამის ვერტიკალური ბამბუკი, დების ვერტიკალური ბამბუკი და ბამბუკის ფლეიტა. დასარტყამი ინსტრუმენტებია: ბრინჯაოს დრამი, ხის დრამი და ბრინჯაო წასული. Sidishui Lusheng – “მიაოს” ხალხის ერთ-ერთი ტრადიციული მუსიკალური ინსტრუმენტია, რომელიც შესულია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში ასობით წლის ისტორიით და უნიკალური მელოდიით. Sidishui Lusheng -ის დამზადება ათობით რთულ პროცედურას მოიცავს და ერთ ხელოსანს…

მეტი...

„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს გაიწვიოს მიღებული კანონი” – ლიეტუვის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

ლიეტუვის პარლამენტმა, საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის ტექსტს ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ავრცელებს. ,,მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს გაიწვიოს მიღებული კანონი, ხელი შეუწყოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას, ჩაერთოს მასთან დიალოგში და დაიცვას კონსტიტუციური ვალდებულება, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შემდგომი გაგრძელება , აუცილებელი რეფორმების გაგრძელება;მოვუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებს განიხილონ საპასუხო ზომების შესაძლებლობა, თუ საქართველოს მთავრობა დაძლევს ვეტოს, განაგრძობს ამ კანონის განხორციელებას და სამოქალაქო საზოგადოების დევნას”, – ნათქვამია სეიმის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

მეტი...

,,რა უნდა გააკეთოს საქართველომ მეტი, რომ ვიღაც უსინდისო ადამიანებმა, შიგნით თუ გარეთ, რუსი არ გიძახონ?!” – მეუფე იაკობი

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა ქადაგებისას რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა. მღვდელმთავარმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებზე და აღნიშნა, რომ მათ ქვეყნის შიგნით სიტუაცია არ უნდა დაძაბონ. მეუფე იაკობმა ქადაგებისას ისაუბრა სწორად მოქცევასა და ქართველი ხალხის არჩევანზეც. „რომ არიან დიდი ერები, დიდი იმპერიები ისინიც უნდა გამოხატავდნენ სიმდაბლეს. არ შეიძლება, როდესაც ერთმანეთთან ურთიერთობები გვაქვს, ისე მოვექცეთ, როგორც ვექცევით-ხოლმე – დიდმა ჩათვალოს, რომ პატარაა და ზემოდან უყუროს. ღვთის წინაშე ყველა აბსოლუტურად თანასწორია, ადამიანი იქნება თუ ერი და ამიტომ, არავის აქვს უფლება, ერთმა მეორე დაჩაგროს. თუ ვინმემ იმპერიის დაშლაზე რამე მსხვერპლი გაიღო, ეს იყო ჩვენი ერი. იმის…

მეტი...

კობახიძე და დარჩიაშვილი ებრაჰიმ რაისისა და სხვა მაღალჩინოსნების დაკრძალვაზე, ირანში გაემგზავრნენ

მთავრობის ინფორმაციით, პრემიერი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ,,მთავრობის მეთაური და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან”, – ნათქვამია ინფორმაციაში. ირანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური პირების სამგლოვიარო ცერემონია გრძელდება. ებრაჰიმ რაისს ხუთშაბათს მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ. შეგახსენებთ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირები 19 მაისს, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ.

მეტი...

რუსთავში, ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

შსს-ს ცნობით, რუსთავში, ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში დაკავებულია 1997 წელს დაბადებული პირი, რომელსაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. დანაშაული სანადირო თოფითაა ჩადენილი: ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გ.ფ. ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, მეუღლე – 2003 წელს დაბადებული მ.ს. და მეუღლის დედა – 1976 წელს დაბადებული ი.ბ. თოფიდან გასროლით მოკლა. სამართალდამცველებმა გ.ფ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის…

მეტი...

რუსულმა ძალებმა ხარკოვი ისევ დაბომბეს – არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა დღეს, 22 მაისს, ხარკოვის შევჩენკოვსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორია დაბომბეს, დაშავდა 10 ადამიანი. ერთის მდგომარეობა მძიმეა. დაბომბვის გამო, ცეცხლი გაუჩნდა ბენზინგასამართ სადგურსაც.

მეტი...

,,ჩაუსაფრდა და 5 ტყვია ესროლა” – თვითმხილველები დედა-შვილის მკვლელობის დეტალებზე ჰყვებიან

ახალი დეტალები გახდა ცნობილი რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ. ირკვევა, რომ ახალგაზრდა კაცმა ცოლს და სიდედრს ჩასაფრება მაშინ მოუწყო, როდესაც ქალი დედასთან ერთად მცირეწლოვან შვილს ეტლით ასეირნებდა. კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რაც ორივე ქალისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. სროლის დროს ჩვილი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. ,,ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის” ცნო­ბით, ახალ­გაზ­რდა კაც­მა მისი მე­უღ­ლე მა­რი­ამ სოფ­რო­მა­ძე და სი­დედ­რი ინგა ბე­გაშ­ვი­ლი მოკლა. „ხუთი გასროლის ხმა იყო, თავდაპირველად ორი, შემდეგ კიდევ ორი და ბოლოს ერთი გასროლის ხმა. გოგოები გარბოდნენ შეშინებულები,რომლებიც ისეთი შეშინებულები იყვნენ, ვერაფერი მითხრეს, მერე ჩვენ თვითონ წამოვედით. ვნახეთ ორი გარდაცვლილი. აქეთ კი, ეტლი იყო გამოგორებული, პატარა ბავშვი…

მეტი...

ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ცოლი და სიდედრი სანადირო თოფით მოკლა

გავრცელდა ახალგაზრდა კაცის ფოტო, რომელმაც ცოლი და სიდედრი სანადირო თოფით მოკლა. 30 წლამდე კაცი პოლიციაშია გადაყვანილი. ცნობისთვის, დღეს, რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ადამიანი მოკლეს. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია დედა-შვილი. ახალგაზრდა კაცმა ცოლს და სიდედრს ჩასაფრება მაშინ მოუწყო, როდესაც ქალი დედასთან ერთად მცირეწლოვან შვილს ეტლით ასეირნებდა.

მეტი...

სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ საქმეზე ბრალდებული 9 პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ,,კანონიერ ქურდობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერასა და ,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვაში ბრალდებული 9 პირი დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ,,კანონიერი ქურდების“ დავალებით, ,,ქურდული სამყაროს“ წევრები ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირებთან ერთად, ქ. თბილისში, ერთ-ერთი ,,ქურდული სამყაროს“ წევრის საცხოვრებელ სახლში სისტემატიურად აწყობდნენ ე.წ. ,,ქურდულ გარჩევებს“, სადაც განიხილავდნენ მოქალაქეთა შორის არსებულ დავებს, მათ ქმედებებს აფასებდნენ, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და მათ შორის პირებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. პროკურატურამ ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223’-ე მუხლის მე-2 ნაწილით…

მეტი...

რუსთაველის გამზირზე, ასევე, რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე გადაადგილება შეიზღუდება

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო და შემდგომ ღონისძიებების პერიოდში, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. 21 მაისიდან უკვე შეზღუდულია მოძრაობა რესპუბლიკის მოედანზე. სატრანსპორტო საშუალებები მარჯვნივ მოხვევით, კოსტავას ქუჩისკენ გადაადგილებას 27 მაისამდე ვერ შეძლებენ. 23 მაისის 23:00 საათიდან 24 მაისის 07:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება და საპარკინგე ზოლი გათავისუფლდება რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; 24 მაისის 23:00 საათიდან 27 მაისის 12:00 საათამდე, სრულად დაიკეტება რესპუბლიკის მოედანი და რუსთაველის გამზირი თავისუფლების მოედნის ჩათვლით; 27 მაისის 23:00 საათიდან 28 მაისის 07:00 საათამდე კი, შეზღუდვა იმოქმედებს თავისუფლების მოედანსა და…

მეტი...

,,ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ვის ანდობს ქვეყნის ბედს და არა გარედან ვიღაცებმა” – კალაძე

„ჩვენ მოწადინებულები ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია და თავისი შეხედულებები გაუზიაროს ქვეყნის მოსახლეობას“, – აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის მაიკლ კარპენტერის მოსაზრების საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვით, გამჭვირვალობის კანონი შექმნის იმგვარ კლიმატს, რომელიც ხელს შეუშლის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კანონის მიღება არანაირ კავშირში არაა არჩევნებთან. „რა შუაშია არჩევნები გამჭვირვალობის კანონთან? შეგიძლიათ ერთი მაგალითი მოიყვანოთ, როგორ შეიძლება შეიზღუდოს არასამთავრობოების საქმიანობა გამჭვირვალობის კანონის მიღებით? კანონი ითხოვს მხოლოდ ერთ რამეს: როცა…

მეტი...

,,5 გასროლა იყო და დავინახეთ გარდაცვლილები” – ცოლისა და სიდედრის მკვლელობა რუსთავში

რუსთავში მოკლული დედა-შვილის ცხედრები ექსპერტიზისთვის პროზექტურაში გადაასვენეს. მკვლელობა დუმბაძის ქუჩაზე, სკვერში მოხდა, თუმცა იმ დროს იქ ბევრი ხალხი არ იმყოფებოდა. დანაშაულის ადგილას პირველები რუსთავის დასუფთავების თანამშრომლები მივიდნენ, რომლებმაც 5 გასროლის ხმა გაიგეს და ორი ცხედარი ნახეს. „ხუთი გასროლის ხმა იყო, თავდაპირველად ორი, შემდეგ კიდევ ორი და ბოლოს ერთი გასროლის ხმა. გოგოები გარბოდნენ შეშინებულები, რომლებიც ისეთი შეშინებულები იყვნენ, ვერაფერი მითხრეს, მერე ჩვენ თვითონ წამოვედით. ვნახეთ ორი გარდაცვლილი. აქეთ კი, ეტლი იყო გამოგორებული, პატარა ბავშვი იყო შიგ, ალბათ, 1 წლის იქნებოდა. ის ბავშვი სკვერში მე წამოვიყვანე, პოლიციელს ვუთხარი, რომ მე წავიყვან-მეთქი. მერე…

მეტი...

,,საქართველოს მომავალი თავისუფალი ევროპაა და არა ავტორიტარიზმი” – როთი კალაძეს პასუხობს

საქართველოს მომავალი თავისუფალი ევროპაა და არა ავტორიტარიზმი, – ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებას: ,,მტრობაა ის, როდესაც დასავლეთი აფინანსებს რევოლუციურ სცენარს, მტრობაა ის, როცა დასავლეთი აფინანსებს სხვადასხვა ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც პირდაპირ ჩართულები არიან პოლარიზაციაში”. ,,მერო კალაძე, რაღაც აშკარად არასწორად გაიგეთ: რევოლუციას არა არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს ახალგაზრდა თაობა გეგმავს, არამედ მმართველი პარტია. საქართველოს მომავალი თავისუფალი ევროპაა და არა ავტორიტარიზმი”, – აღნიშნავს როთი.

მეტი...

,,ქვეყნის ინტერესებით საქართველოს ხელისუფლება არასოდეს ვაჭრობს” – კალაძე

„რატომ უნდა შეუჩერონ ჩვენს ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია? წარმოუდგენელია. რა განცხადებებსაც ვისმენთ დასავლეთიდან, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, ეს არის ჩვეულებრივი ზეწოლა, შანტაჟი და მსგავსი დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის იმ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართ შესაძლო შემზღუდველი ზომების ამოქმედებას ეხებოდა. თბილისის მერის თქმით, საქართველომ არაერთხელ დაუმტკიცა მეგობარ ქვეყნებს, რომ ის არის სანდო პარტნიორი მოკავშირეებისთვის. „ქვეყნის ინტერესებით საქართველოს ხელისუფლება არასოდეს ვაჭრობს – ეს ყველამ კარგად იცოდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. ეს განცხადებები ცხადად მეტყველებს, ჩვენთან მიმართებით, რა დამოკიდებულება აქვთ ამ ადამიანებს. აღნიშნული…

მეტი...

ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე მოპედი ქვეითს დაეჯახა

თბილისში, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მოპედი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ინფორმაციას და ფოტომასალას სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს. როგორც თვითმხილველმა აღნიშნა, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეტი...

,,ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლა საქართველოს ანტისამთავრობო მიტინგზე და კონკრეტული მესიჯების გაჟღერება არც მეგობრობაა” – კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მიუღებელია ისეთი მოწოდებები, რომელიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ეხება, ამის შესახებ მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მანვე განმარტა, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანას მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით შესაბამისი რეაქცია ექნებოდა. „მე არ მომიგონია ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით მოსაზრებები. ამასთან დაკავშირებით უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს გაუკეთებია არაერთი განცხადება, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობდნენ, გვირჩევნია ჩვენს ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო და ა.შ. მძიმე იყო ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ჩამოსვლა საქართველოში, ანტისამთავრობო მიტინგზე მათი გამოსვლა და კონკრეტული მესიჯების გაჟღერება. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ასეთი ფაქტი რომ მომხდარიყო, ალბათ ხვდებით,…

მეტი...

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 21 მოსამართლე უვადოდ დანიშნა

2024 წლის 21 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა 21 მოსამართლე, რომლებიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით 2021 წლის 18 ივნისს გამწესდნენ. ინფორმაციას ორგანიზაცია “სასამართლოს გუშაგი” ავრცელებს. უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა სია: 1. ეკატერინე ბებია – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე 2. გიორგი გელაშვილი -თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლე 3. სალომე გველესიანი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე 4. ალექსანდრე გზირიშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე 5. ეკატერინე ელიაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე 6. ნინო ენუქიძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე 7. გიორგი თუნაური – ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე 8. თეა კალანდაძე – თბილისის საქალაქო…

მეტი...

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა EURO 2024-ზე ცნობილია

დღეს, 22 მაისს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა. პრესკონფერენციაზე ისაუბრეს იმაზეც, რომ საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებს თბილისში აღარ გამართავს. შემადგენლობა ასე გამოიყურება: გიორგი მამარდაშვილი; გიორგი ლორია; ლუკა გუგეშაშვილი; სოლომონ კვერკველია; გურამ კაშია; გიორგი გველესიანი; ლაშა დვალი; ლუკა ლოჩოშვილი; ოთარ კაკაბაძე; გიორგი გოჩოლეიშვილი; ჯიმი ტაბიძე; ოთარ კიტეიშვილი; ნიკა კვეკვესკირი; გიორგი ჩაკვეტაძე; გიორგი წიტაიშვილი; ლევან შენგელია; სანდრო ალთუნაშვილი; გიორგი ქოჩორაშვილი; ჯაბა კანკავა; ანზორ მექვაბიშვილი; გიორგი მიქაუტაძე; ბუდუ ზივზივაძე; გიორგი ქვილითაია; ზურიკო დავითაშვილი; ხვიჩა კვარაცხელია; საბა ლობჟანიძე. დონეცკის “შახტარის” მცველი ირაკლი აზაროვი გაფართოებულ შემადგენლობაში ვერ მოხდა.…

მეტი...

რუსთავში დედა-შვილი მოკლეს

ინფო რუსთავის ცნობით, რუსთავში, ორი ქალის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. დანაშაული ცოტა ხნის წინ, დუმბაძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია დედა-შვილი, რომლებიც ქუჩაში ეტლით, ჩვილ ბავშვთან ერთად გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც კაცმა, სავარაუდოდ ერთ-ერთის ქმარმა, ცეცხლი გახსნა. ბავშვი ამჟამად მედიკოსებთან იმყოფება, უცნობია მისი მდგომარეობა.

მეტი...

„ძალიანაც რომ მოინდომონ „ოცნებამ“ და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება!“ – კახა ოქრიაშვილი

„ძალიანაც რომ მოინდომონ „ოცნებამ“ და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება!“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტარმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. ,,ბატონი კობახიძის თურქეთში ვიზიტის დროს დაესვა წერტილი ბოლო პერიოდის ყველაზე დიდ პოლიტიკურ აფერას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იხსნა საქართველო ომისგან და ახლაც არიდებს ქვეყანას ომს. პირველი კითხვაა, მაინც ვისთან ომისგან გვიხსნა „ოცნებამ“, როცა ქართველი ხალხი მიიჩნევს, რომ ჩვენს სუვერენიტეტს მხოლოდ რუსეთი ემუქრება, ხოლო „ოცნება“ მიიჩნევს, რომ გვემუქრება ევროპა და ამერიკა, ანუ ის, ვინც რეალურად უზრუნველყოფდა ჩვენს სუვერენიტეტს 90-იანი წლებიდან მოყოლებული. და რა შუაშია კობახიძის ვიზიტი თურქეთში? თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა კობახიძესთან შეხვედრაზე პირდაპირ…

მეტი...

,,საქართველო როგორც არასდროს, ახლოსაა დამოუკიდებლობის სრულ დაკარგვასთან… მეგობრებო, რა დროს პარტიული განსხვავებებია” – მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომა მესამე პრეზიდენტის მიმართვით დაიწყო, სადაც მან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვასთან. მან ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა ყველამ გვერდზე უნდა გადადოს პარტიული განსხვავებები: ,,საქართველო როგორც არასდროს, ახლოსაა დამოუკიდებლობის სრულ დაკარგვასთან, როგორც არასდროს ახლოსაა სახელმწიფოებრიობის გაუქმებასთან. 2008 წელს, როცა რუსეთი იდგა თბილისის კარიბჭესთან, მაშინ ბევრად უფრო მშვიდად ვიყავი და დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას არაფერი ემუქრებოდა და მთელი მსოფლიო გვიჭერდა მხარს, ახლა ჩვენ ჩაგვხსნეს მსოფლიო…

მეტი...