დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის – რიში სუნაკის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნები 4 ივლისს ჩატარდება. სუნაკმა აღნიშნა, რომ “ბევრი ჩვენგანისთვის მარტივია იმის მასშტაბის გააზრება თუ რა გამოვიარეთ”. პრემიერ-მინისტრის თქმით, COVID-19-ის პანდემიამ და “ვლადიმირ პუტინის უკრაინაში შეჭრის შედეგად ევროპაში ომის დაბრუნებამ” გავლენა იქონია გადასახადებზე. სუნაკმა აღნიშნა, რომ “ეკონომიკური სტაბილურობა ნებისმიერი წარმატების ქვაკუთხედია”.
ის ამაყია, იმით, თუ რას მიაღწიეს და რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი მომავალში. კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობის პერიოდში “ეროვნული ჯანდაცვის სამსახურს” (NHS) რეკორდული დაფინანსება გადაეცა, ენერგეტიკული უსაფრთხოება “გარემოსდაცვით დოგმაზე” მაღლა დადგა და თავდაცვის სფეროს დაფინანსება გაიზარდა.