ჩინეთს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაში ადანაშაულებენ

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა. მისივე მტკიცებით, აღნიშნულ იარაღს მოსკოვი, სავარაუდოდ, უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს.

„დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ გვაქვს მტკიცებულება რუსეთსა და ჩინეთს შორის უკრაინაში გამოყენებისთვის განკუთვნილი შეიარაღების სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის შესახებ“, – აღნიშნა შაპსმა ლონდონში გამართულ თავდაცვის კონფერენციაზე.

მანამდე პეკინი უარყოფდა მოსკოვისათვის ლეტალური იარაღის მიწოდებას.

 

მსგავსი თემები