„გაუმჭვირვალობა იყო რევოლუციის მცდელობის ინსტრუმეტი“- კობახიძე

„გაუმჭვირვალობა იყო ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელმაც კონკრეტულ სუბიექტებს შეაძლებინა, ორჯერ ეცადათ რევოლუციის მოწყობა ამ ქვეყანაში“- განაცახდა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებას ყველა სცენარი წინასწარ ჰქონდა გათვლილი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლარიზაციის დასასრულებალად საჭიროა პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობა და NGO-ების გამჭვირვალობაც სწორედ ამას ნიშნავს.

„ჩვენ ყველა სცენარი გვქონდა გათვლილი. არსებული სცენარიც იყო აბსოლუტურად გათვლადი და ერთ-ერთი ვერსია, რაც განვიხილეთ, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო პროცესის გაგრძელება, იყო  სწორედ ეს, მათ შორის აქციები, რაც გაიმართა, არა ჯანსაღი რეაქციები, მათ შორის, უცხოელების მხრიდან, ბრძოლა გამჭვირვალობის წინააღმდეგ, ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. საბოლოო ჯამში, აქ ხდება ლუსტრაცია. როდესაც იბრძვი გამჭვირვალობის წინააღმდეგ, გამოდის, რომ კიდევ გაქვს განზრახული ის, რასაც აკეთებდი წინა წლების განმავლობაში”- განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

 

მსგავსი თემები