კობახიძე და დარჩიაშვილი ებრაჰიმ რაისისა და სხვა მაღალჩინოსნების დაკრძალვაზე, ირანში გაემგზავრნენ

მთავრობის ინფორმაციით, პრემიერი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

,,მთავრობის მეთაური და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ირანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური პირების სამგლოვიარო ცერემონია გრძელდება. ებრაჰიმ რაისს ხუთშაბათს მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირები 19 მაისს, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ.

მსგავსი თემები