უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, მკვლევრები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს გააპროტესტებენ. მარში შაბათს 25 მაისს, 17:00 საათზე არის დაგეგმილი.
„ვთვლით, რომ აკადემიური საზოგადოების გაერთიანება საუნივერსიტეტო და სამეცნიერო საქმიანობის მთავარი პრინციპების დასაცავად და შესაბამისად ქვეყნის თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამიტომ ვუერთდებით საზოგადოებრივ პროტესტს და 25 მაისს, 17:00 საათზე ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან ვაწყობთ მარშს პარლამენტის მიმართულებით. შემოგვიერთდით” – წერია განცხადებაში.