,,ჩაუსაფრდა და 5 ტყვია ესროლა” – თვითმხილველები დედა-შვილის მკვლელობის დეტალებზე ჰყვებიან

ახალი დეტალები გახდა ცნობილი რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ. ირკვევა, რომ ახალგაზრდა კაცმა ცოლს და სიდედრს ჩასაფრება მაშინ მოუწყო, როდესაც ქალი დედასთან ერთად მცირეწლოვან შვილს ეტლით ასეირნებდა.

კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რაც ორივე ქალისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. სროლის დროს ჩვილი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. ,,ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის” ცნო­ბით, ახალ­გაზ­რდა კაც­მა მისი მე­უღ­ლე მა­რი­ამ სოფ­რო­მა­ძე და სი­დედ­რი ინგა ბე­გაშ­ვი­ლი მოკლა.

„ხუთი გასროლის ხმა იყო, თავდაპირველად ორი, შემდეგ კიდევ ორი და ბოლოს ერთი გასროლის ხმა. გოგოები გარბოდნენ შეშინებულები,რომლებიც ისეთი შეშინებულები იყვნენ, ვერაფერი მითხრეს, მერე ჩვენ თვითონ წამოვედით. ვნახეთ ორი გარდაცვლილი. აქეთ კი, ეტლი იყო გამოგორებული, პატარა ბავშვი იყო შიგ, ალბათ, 1 წლის იქნებოდა. ის ბავშვი სკვერში მე წამოვიყვანე, პოლიციელს ვუთხარი, რომ მე წავიყვან-მეთქი. მერე ბავშვი ექიმებმა წაიყვანეს. თვითონ ის კაცი, რომელმაც ისროლა არ გარბოდა, ადგილზე იყო ისე ჩასვეს მანქანაში”, – ამბობს თვითმხილველი.

მსგავსი თემები