“არავითარი სივრცე არ დატოვეს რეალურად ჯანსაღი დისკუსიისთვის”- კობახიძე

”არავითარი სივრცე არ დატოვეს რეალურად ჯანსაღი დისკუსიისთვის, პირველივე დღიდან გამჭვირვალობის კანონის გარშემო წარიმათა აბსოლუტურად ირაციონალური კამპანია ყოველგვარი სიღრმისეული განხილვის გარეშე“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით პროცესები ისე წარიმართა, რომ საერთოდ არ გაისხნა სივრცე დისკუსიისთვის.

„სამწუხაროდ, ისე განვითარდა პროცესები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არა მარტო ბოლო მომენტში, როცა საქმე ეხებოდა უკვე ვეტოს პროცედურას, მთელი ამ ორი თვის განმავლობაში პროცესები ისე წარიმართა, რომ საერთოდ არ გაიხსნა სივრცე დისკუსიისთვის. ჩვენ მუდმივად ვითხოვდით დისკუსიას კანონპროექტთან დაკავშირებით. თქვენ გახსოვთ იყო არაერთი შეთავაზება, მათ შორის პირდაპირ ეთერში დისკუსიებთან დაკავშირებით, ელჩებს შევთავაზე პირადად მე ერთად დავმსხდარიყავით საზოგადოების წინაშე გვესაუბრა ამ კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით. იყო სხვა შეთავაზებებიც, ბოლო მომენტში იყო შეთავაზება ახალგაზრდების მიმართ, აქაც იყო სერიოზული ე.წ. ბულინგი ახალგაზრდების მიმართ, რა პირობებშიც ვერავინ გარისკა, პირდაპირ ეთერში დაჯდომა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით სასაუბროდ“- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, რეალურად აშკარად იკვეთებოდა პოლიტიკური ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ არ გამხდარიყო გამჭვირვალე ენჯეოების საქმიანობა.

მსგავსი თემები