ვიოლა ფონ კრამონი ელჩს კობახიძესა და კალძესთან გადაღებული ფოტოების გამო აკრიტიკებს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის ირაკლი კობახიძესთან და კახა კალაძესთან ერთად 11 მაისს გადაღებულ ფოტოებს ეხმაურება. ევრპარლამენტარი „ ტვიტერის“ საკუთარე გვერდზე წერს: „რატომ უნდა ვაძლევდეთ საქართველოს მთავრობას შეგრძნებას, რომ საქმე ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, რატომ იმეორებს ევროკავშირი შეცდომებს და სიმამაცეს მატებს ავტოკრატებს? რისთვის არის ეს სურათები? ნდობის აწყობის ზომებისთვის საქართველოში ანტი-დემოკრატიული ძალებისთვის? ამას არსად არ მივყავართ!”

მეტი...

„ათიათასობით მშვიდობიანი მომიტინგე, რომელსაც დაშინების ტაქტიკა ვერ აკავებს“-ჯეიკ სალივანი

„ათიათასობით მშვიდობიანი მომიტინგე, რომელსაც დაშინების ტაქტიკა ვერ აკავებს, წვიმიან თბილისში გამოვიდა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ კანონმდებლობის გაწვევა მოეთხოვა“- განაცხადა ჯეიკ სალივანმა. თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში აცხადებს, რომ ქართველი ხალხი თავის სეხედურლებებს ავრცელებს. სალივანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი რიტორიკა, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და მიზნად ისახავს ქართველების იზოლირებას შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან. „ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, – აღნიშნავს ის.

მეტი...

ბლოგერის და მისი მეუღლის სასამართლო პროცესი დაიხურა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიეიბის შეფარდებაზე მსჯელობს. სხდომას ესწრება ორივე ბრალდებული. ბრალდების მხარემ პროცესის დახურვა მოითხოვა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა და უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის პროცესი მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა დახურა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ბრალდებულებმა, უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს. აღნიშნულთან დაკავშირებით კუპატაძემ ბრიფინგი, გუშინ, გამართა.   „ასეულობით პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, ცნობილი პირების მონაწილეობით“- შსს ბლოგერის და მისი…

მეტი...

პარლამენტი, ხვალ ე.წ „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით განიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 13 მაისის სხდომაზე, მესამე მოსმენით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს განიხილავს. სხდომა 09:00 საათზეა დანიშნული. არსებული ინფორმაციით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს პარლამენტი მესამე მოსმენით მიმდინარე კვირას დაამტკიცებს. ამით საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. პარალელურად, 13 მაისს პარლამენტთან საპროტესტო აქცია იგეგმება. „არ მივცეთ საშუალება ოცნების დეპუტატებს აუღელვებლად შევიდნენ პარლამენტში“- 13 მაისს აქცია იგეგემება

მეტი...

„თუ სტუდენტები გამოაცხადებენ დაუმორჩილებლობას, ჩვენ ვუერთდებით მათ“- ლექტორები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები აცხადებენ, რომ თუ მათი სტუდენტები ე.წ „რუსული კანონის“ განხილვის გამო დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ, ისინი მხარს დაუჭერენ. ლექტორების ნაწილმა, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „ჩვენ, ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები ყურადღებით ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აქციებზე ვართ ახალგაზრდების გვერდით, გვსურს ოფიციალურად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ჩვენ გვჯერა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის დგას ისტორიის სწორ მხარეს. რუსული კანონის მიღებით ზიანდება ჩვენი და ჩვენი სტუდენტების მომავალი და ის ღირებულებები, რასაც ჩვენ მათ ვასწავლით – აზრს კარგავს. მაშინ, როდესაც ჩვენ და ჩვენს სტუდენტებს ქუჩაში უმოწყალოდ გვცემენ – საჭიროა გაერთიანება და ერთიანი…

მეტი...

„არ მივცეთ საშუალება ოცნების დეპუტატებს აუღელვებლად შევიდნენ პარლამენტში“- 13 მაისს აქცია იგეგემება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, პარლამენტთან ღამის გათენებას გეგმავენ. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ ორშაბათს, 13 მაისს დეპუტატებს პარლამენტში შესვლისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის შესაძლებლობა არ მისცენ. ამის შესახებ ევროპოს მოედანზე გუშინ ღამით გამართულ აქციზე ისაუბრეს და ასევე, გამოქვეყნდა შესაბამისი ინფორმაციაც, სადაც აღნიშნულია, რომ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ, 12 მაისს, 22:00 საათზე შეიკრიბებიან. „ქვეყნის სიყვარულში ჩვენი დაუღალავი ერთობით – გავათენოთ ღამე ერთად და დილით, არ მივცეთ საშუალება ოცნების დეპუტატებს აუღელვებლად შევიდნენ პარლამენტის შენობაში და გააგრძელონ ხალხის ნების, ევროკავშირისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედება“,- აღნიშნულია ორგანიზატორების…

მეტი...

ევროვიზიაზე ქართველმა კონკურსანტმა 21-ე ადგილი დაიკავა

შვედეთის ქალაქ მალმეში დასრულდა ევროვიზია 2024. კონკურსში, 591 ქულით, გაიმარჯვა შვეიცარიის წარმომადგენელმა Nemo-მ, სიმღერით, The Code, ხოლო საქართველოს წარმომადგენელმა ნუცა ბუზალაძემ 34 ქულით (19 – მაყურებლის, 15 – ეროვნული ჟიურის), 21-ე ადგილი დაიკავა. ევროვიზიის ფინალში, რომელშიც 25 შემსრულებელი მონაწილეობდა, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად გავიდა საქართველოს წარმომადგენელი. საქართველოდან მაყურებლის მიერ მიცემული ქულები ასე გადანაწილდა: 12 – უკრაინა; 10 – სომხეთი; 9 – ისრაელი.

მეტი...