ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის ირაკლი კობახიძესთან და კახა კალაძესთან ერთად 11 მაისს გადაღებულ ფოტოებს ეხმაურება. ევრპარლამენტარი „ ტვიტერის“ საკუთარე გვერდზე წერს:
„რატომ უნდა ვაძლევდეთ საქართველოს მთავრობას შეგრძნებას, რომ საქმე ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, რატომ იმეორებს ევროკავშირი შეცდომებს და სიმამაცეს მატებს ავტოკრატებს? რისთვის არის ეს სურათები? ნდობის აწყობის ზომებისთვის საქართველოში ანტი-დემოკრატიული ძალებისთვის? ამას არსად არ მივყავართ!”