ევროვიზიაზე ქართველმა კონკურსანტმა 21-ე ადგილი დაიკავა

შვედეთის ქალაქ მალმეში დასრულდა ევროვიზია 2024. კონკურსში, 591 ქულით, გაიმარჯვა შვეიცარიის წარმომადგენელმა Nemo-მ, სიმღერით, The Code, ხოლო საქართველოს წარმომადგენელმა ნუცა ბუზალაძემ 34 ქულით (19 – მაყურებლის, 15 – ეროვნული ჟიურის), 21-ე ადგილი დაიკავა.

ევროვიზიის ფინალში, რომელშიც 25 შემსრულებელი მონაწილეობდა, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად გავიდა საქართველოს წარმომადგენელი. საქართველოდან მაყურებლის მიერ მიცემული ქულები ასე გადანაწილდა: 12 – უკრაინა; 10 – სომხეთი; 9 – ისრაელი.

მსგავსი თემები