„ჩვენს 9600 ბენეფიციარს შეზღუდვების დროს, მედიკამენტის მიწოდებაზე პრობლემა არ ჰქონია“ – ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ლაშა კილაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ იმ სერვისებზე ისაუბრა, რაც მათ ბენეფიციარებს, ფსიქიკური დაავადებებისა და წამალდამოკიდებულ პირებს, შეზღუდვების დროს გაეწიათ. კილაძე რეკორდულს უწოდებს იმ სამუშაოებს, რაც მისივე ინფორმაციით ცენტრმა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განახორციელა. „ჩვენი ბენეფიციარებისთვის მედიკამენტების მიწოდება მნიშვნელოვანი თემაა ზიანის შემცირების კუთხით და სხვა ბევრი მიმართულებით. ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შემოღებულმა რეგულაციებმა მცირედ კრიზისული ფაქტორები შექმნა და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ცენტრის თანამშრომლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ წყვეტა არ ყოფილიყო მედიკამენტებში. ტრანსპორტის უზრუნველყოფის მხარე იყო პირველი გამოწვევა, ჩვენი 9600 ბენეფიციარი უმოკლეს დროში იყო უზრუნველყოფილი სპეციალური…

მეტი...

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 156 ახალი ფაქტი გამოვლინდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 156 ფაქტი გამოავლინა. „პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 156 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 30 აპრილის 21 საათიდან პირველი მაისის…

მეტი...

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული სამი პაციენტი დატოვებს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ სამი პაციენტი დატოვებს. ამასთან, კლინიკაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა. „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში 19 პაციენტი იმყოფება, სამის გაწერის შემდეგ კი, 16 დარჩება. კლინიკაში ახალ კორონავირუსზე დღეს ერთ პაციენტს გამოიკვლევენ, რომელმაც საავადმყოფოს თავად მიმართა.

მეტი...

“ახალი ინფიცირებულიდან 13 პაციენტი არის ბოლნისის წყარო, ერთი – თეთრიწყარო, ორი – მარნეული, ოთხი კი, საკარანტინო სივრციდან” – მარინა ეზუგბაია

27 ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტიდან 13-ის წყარო ბოლნისს უკავშირდება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, გუშინ დილის მონაცემებთან შედარებით, ინფიცირებულთა რიცხვი 27-ით გაიზარდა და დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა ახლა 566-ს შეადგენს. ასევე, ექვსით, 178-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. „თუ ამ მონაცემებს შევაჯერებთ, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში მკურნალობს 376 პაციენტი. 27-დან 13 პაციენტი არის ბოლნისის წყარო, ერთი – თეთრიწყარო, ორი არის მარნეულის, ოთხი  – საკარანტინო სივრციდან. დანარჩენის წყარო უცნობია, ახლა ხდება მისი მოძიება“, – განაცხადა ეზუგბაიამ. როგორც მან აღნიშნა, ახალი პაციენტებიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არც ერთი არ შეუყვანიათ. „ჩვენთან რჩება იგივე მონაცემები. გუშინ გვყავდა 43 დადასტურებული პაციენტი. აქედან…

მეტი...

“უპასუხისმგებლო ადამიანები რუსეთში, სხვა ადგილებში, თავს ესხმიან საქართველოსა და ლუგარის ლაბორატორიას” – კელი დეგნანი

ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები უბრალოდ სიცრუე და უპასუხისმგელობაა და ძალიან ვწუხვარ, როცა ამას ვხედავ, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან ერთად იმყოფებოდა. მისივე თქმით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქართველმა ექსპერტებმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს სადიაგნოსტიკო ტესტირების, ასევე მთავრობისა და საზოგადოებისთვის ზუსტი სამედიცინო რეკომენდაციების მიცემის თვალსაზრისით, რათა ქართველმა ხალხმა პასუხისმგებლობით შეძლოს ვირუსის შეკავება. „ძალიან შეშფოთებული ვარ გარკვეული დეზინფორმაციის გამო, რომელსაც ვეცნობი. ჰაკერები და უპასუხისმგებლო ადამიანები რუსეთსა და სხვა ადგილებში თავს ესხმიან საქართველოს და ლუგარის ლაბორატორიას…

მეტი...

“ჩვენს კლინიკაში 18 წლამდე ასაკის 12 პაციენტია” – ბოჭორიშვილის კლინიკა

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით კლინიკაში 63 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგანს 13 მდგომარეობა საყურადღებოა, ერთს კი, მძიმე. როგორც მაკა სოლოღაშვილმა აღნიშნა, კლინიკის ბოქსებში 74 პაციენტია, მათგან 63 არის ინფიცირებული. „დღეს დაგვემატა ოთხი ახალი პაციენტი. ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს. ჩვენს კლინიკაში 18 წლამდე ასაკის 12 პაციენტია. 13 პაციენტია საყურადღებო.ერთი პაციენტი გვყავს მძიმე, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. არ აქვს მას არც ჭარბი წონა, მას არ ჰქონდა არც დატვირთული ანამნეზი, ასაკობრივადაც არის ახალგაზრდა მამაკაცი, მაგრამ მისი მდგომარეობა დამძიმდა და გადავიყვანეთ რეანიმაციაში. რაც შეეხება ახალ პაციენტებს, ოთხი ახალი პაციენტიდან არიან დედა-შვილი. ერთი დედა- შვილი გორიდან…

მეტი...

გორის მუნიციპალიტეტში 23 გამოკვლეული პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

გორის მუნიციპალიტეტის სამი სოფლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 23 ანალიზიდან კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია. ტესტირება იმ პირების კონტაქტებს ჩაუტარდათ, რომლებსაც „კოვიდ-19“ ჰოსპიტალში ინფიცირებული მედდისგან გადაედო. თვითიზოლაციის რეკომენდაცია გორის მუნიციპალიტეტის სოფლების თერგვისში, კარალეთსა და ფლავში მცხოვრებ 80-მდე პირს მიეცა. ამ დროისთვის შიდა ქართლში „კოვიდ-19“-ის შვიდი შემთხვევაა გამოვლენილი.

მეტი...

“შვედეთში ახალი კორონავირუსით გაცილებით მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე, დანიასა და ნორვეგიაში” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შვედეთში ახალი კორონავირუსით, მეზობელ დანიასთან და ნორვეგიასთან შედარებით, უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ განცხადება ტრამპმა ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „გარდაცვლილთა რიცხვი შვედეთში გასაოცარია, თუ მას შევადარებთ იმ ქვეყნებს, სადაც მკაცრი კარანტინი დააწესეს. ამ ქვეყნებსა და შვედეთს შორის დიდი განსხვავებაა“, – განაცხადა ტრამპმა. შვედეთის ხელისუფლება კორონავირუსის გამო მკაცრი შეზღუდვების დაწესებას მოერიდა და განაცხადა, რომ „მოქალაქეები თავად დაიცავენ წესებს“. „სიენენის“ ცნობით, შვედეთში ყოველ 100 000 მოქალაქეზე, გარდაცვლილია 22 ადამიანი. ეს დანიასთან შედარებით სამჯერ დიდი მაჩვენებელია, ხოლო ნორვეგიასთან და ფინეთთან შედარებით – ოთხჯერ მეტი.

მეტი...

ხალხი არ არის, თუმცა, დისტანცია დაცულია, წესრიგს საპატრულო ეკიპაჟები იცავენ

ღია სივრცეში ვაჭრობის გახსნის მიუხედავად, ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ „ვაგზლის მოედანზე“ მოვაჭრეების სიმრავლე არ არის. არც მყიდველები არიან. მიუხედავად ხალხის სიმცირისა, სავაჭრო ქუჩაზე საპატრულო ეკიპაჟები პატრულირებენ და დაწესებული აკრძალვის დაცულობას აკონტროლებენ. „მედიაცენტემა მთავარმა“ აღნიშნული ფოტოები სწორედ „ვაგზლის მოედანზე“ გადაიღო. ყველა ის მაღაზია, რომელიც გაიხსნა, შემოღობილია ე.წ. ყვითელი დამცავი ლენტებით, მონიშნულია ადგილები დისტანციის დაცვით და დისტანცირებისა თუ სხვა ზომების  დაცვას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. რაც შეეხება მაღაზიებსა და ჯიხურებს, ყველაფერი დაკეტილია. მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ რამდენიმე მოვაჭრეს ნახავთ, რომელიც ბოსტნეულით ვაჭრობს. „აგერ ხედავთ, რომ გამოვედით, თუმცა, აზრი არ აქვს, პირადად კიტრი ჩამოვიტანე გასაყიდად, ხედავთ…

მეტი...

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 566 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 27 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 566 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 184  პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5243 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 550.

მეტი...

„კოვიდის“ დროს, დამატებითი საფრთხე ბორდერიზაციის სახით არაჰუმანურია” – კელი დეგნანი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქართველმა ექსპერტებმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს სადიაგნოსტიკო ტესტირების, ასევე მთავრობისა და საზოგადოებისთვის ზუსტი სამედიცინო რეკომენდაციების მიცემის თვალსაზრისით, რათა ქართველმა ხალხმა პასუხისმგებლობით შეძლოს ვირუსის შეკავება, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან ერთად იმყოფებოდა. მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები უბრალოდ სიცრუე და უპასუხისმგელობაა. კელი დეგნანმა ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებით „კოვიდის“ დროს, დამატებითი საფრთხე ბორდერიზაციის სახით არაჰუმანურია „ვფიქრობ, რომ უკანასკნელ პერიოდში დაფიქსირებული ბორდერიზაციის საკითხები ძალიან შემაშფოთებელია და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის…

მეტი...

პენსიონერს პენსია ფასების ზრდის შესაბამისად გაეზრდება

ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, პენსიების ზრდა დამოკიდებულია ქვეყანაში ფასების ზრდაზე. მისივე თქმით, პენსიონერები პენსიას ფასების ზრდის მიხედვით მიიღებენ. „პენსიის ზრდა, ეს არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც, როგორც დღგ-ს შემთხვევაში, აქაც სისტემურად გადაწყდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში მექა ლილუაშვილმა განაცხადა. მან განმარტა, თუ რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს საზოგადოებას ამ მიმართულებით. „პირველი გახლავთ ის, რომ ფაქტობრივად, ივნისიდან, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის, საპენსიო ანაზღაურება იზრდება 30 ლარით, რაც ფაქტობრივად, დაეხმარებათ მათ, დამატებით, ამ ეკონომიკური კრიზისის პირობებში და მათ მოწყვლადობას შედარებით გამოასწორებს, ფინანსური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა. ხოლო პირველი იანვრიდან, 70 წლამდე კატეგორიის პენსიონერები და ასევე, 70 წელს ზემოთ პენსიონერები მიიღებენ მინიმუმ 20 და 25 ლარიან საპენსიო დანამატს, გარდა ამ 30 ლარის დანამატისა. ეს მინიმუმ ნიშნავს შემდეგს, რომ პენსიების ზრდასთან დაკავშირებით სახელმწიფოს შემოაქვს კონკრეტული მექანიზმი, რაც არის შემდეგი, რომ ყველა პენსიონერს, პენსია გაეზრდება ფასების ზრდის და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან მიმართებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველ კონკრეტულ, ცალკე აღებულ წელს, პენსია იქნება უფრო მეტად გაზრდილი, ვიდრე ფასების დონე გაიზრდება ქვეყანაში. თუმცა, ამ ზრდის მაჩვენებელს აქვს მინიმუმი ზღვარი და ეს არის 20 ლარი 70 წლამდე და 70 წლის შემდეგ 25 ლარი. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ამ პარამეტრებიდან გამომდინარე, ფულად ჭრილში, ეს ზრდა იყოს ამ მინიმუმებზე მეტი“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

მეტი...

ამინდთან ერთად ხალხიც გამოვიდა – პარკებში მოსეირნეები მომრავლდნენ

„მედიაცენტრმა მთავარმა“ აღნიშნული  ფოტოები დიღმის მასივში გადაიღო. პანდემიისა და ვირუსის გავრცელების საფრთხის მიუხედავად, თავადაც ხედავთ, რომ პარკში უჩვეულოდ ბევრი ადამიანია. არც დისტანციაა დაცული, არც პირბადეები და არც ვირუსის გავრცელების შიში. როგორც პარკში გამოსულებმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნეს, ჩაკეტილობის შემდეგ, ამინდმა ისინი გარეთ გაიყვანა და მზის სხივები მათთვის საჭიროა. „სახლიდან იშვიათად გამოვდიოდი, მხოლოდ საყიდლებზე. დრეს გავბედე და გამოვედი, ისეთი არაჩვეულებრივი ამინდია, სახლში ვერ გავჩერდი. თუმცა, არც მეგონა თუ ამდენი ხალხი იქნებოდა. კი, საშიშია, მაგრამ დიდხანს არ ვაპირებ გაჩერებას, ცოტას გავისეირნებ და ავალ” – გვითხრა სკვერში ერთ-ეთმა მოსეირნემ. პარკში ბავშვებიც გამოეფინენ. როგორც მშობლებმა…

მეტი...