ამინდთან ერთად ხალხიც გამოვიდა – პარკებში მოსეირნეები მომრავლდნენ

„მედიაცენტრმა მთავარმა“ აღნიშნული  ფოტოები დიღმის მასივში გადაიღო. პანდემიისა და ვირუსის გავრცელების საფრთხის მიუხედავად, თავადაც ხედავთ, რომ პარკში უჩვეულოდ ბევრი ადამიანია. არც დისტანციაა დაცული, არც პირბადეები და არც ვირუსის გავრცელების შიში.

როგორც პარკში გამოსულებმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნეს, ჩაკეტილობის შემდეგ, ამინდმა ისინი გარეთ გაიყვანა და მზის სხივები მათთვის საჭიროა.

„სახლიდან იშვიათად გამოვდიოდი, მხოლოდ საყიდლებზე. დრეს გავბედე და გამოვედი, ისეთი არაჩვეულებრივი ამინდია, სახლში ვერ გავჩერდი. თუმცა, არც მეგონა თუ ამდენი ხალხი იქნებოდა. კი, საშიშია, მაგრამ დიდხანს არ ვაპირებ გაჩერებას, ცოტას გავისეირნებ და ავალ” – გვითხრა სკვერში ერთ-ეთმა მოსეირნემ.

პარკში ბავშვებიც გამოეფინენ. როგორც მშობლებმა გვითხრეს, მათ აკონტროლებენ და ხელებსაც უმუშავებენ.

„დიახ, გამოვიყვანე ბავშვები, ამინდი რომ გამოვიდა, ცოტა მზის სხივებზე უნდა ითამაშოს ბავშვმა, სხვანაირად შეუძლებელია. ბევრი ხალხის გამოსული, რაც არ მომწონს. როგორც ჩანს, ყველა ერთნაირად ფიქრობ, ცუდ ამინდში ყველანი იზოლაციაში ვართ, მზეზე კი გამოვდივართ. არც ის მომწონს, რომ დისტანცია არ არის დაცული და პირბადეებიც ბევრს არ აქვს“ – გვითხრა ერთ-ერთმა ქალმა.        

მსგავსი თემები