გორის მუნიციპალიტეტში 23 გამოკვლეული პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

გორის მუნიციპალიტეტის სამი სოფლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 23 ანალიზიდან კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია.

ტესტირება იმ პირების კონტაქტებს ჩაუტარდათ, რომლებსაც „კოვიდ-19“ ჰოსპიტალში ინფიცირებული მედდისგან გადაედო.

თვითიზოლაციის რეკომენდაცია გორის მუნიციპალიტეტის სოფლების თერგვისში, კარალეთსა და ფლავში მცხოვრებ 80-მდე პირს მიეცა.

ამ დროისთვის შიდა ქართლში „კოვიდ-19“-ის შვიდი შემთხვევაა გამოვლენილი.

მსგავსი თემები