„პატრიოტები“ ხელისფლებას პროპორციულ სისტემაზე დაბრუნების ვარიანტს სთავაზობენ – გიორგი ლომია „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“ ის ვარიანტი გააჟღერა,  რომლითაც შესაძლებელია, პარლამენტი პროპორციული საარჩევნო სისტემას ისევ მიუბრუნდეს. როგორც ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, თუ მმართველი გუნდის სურვილი იქნება, წლის ბოლომდე გვექნება პროპორციული სისტემა. „როდესაც კანონპროექტს აგდებენ, კანონპროექტის შემობრუნება შესაძლებელია, თუ კი კანონპროექტში შედის ცვლილება. ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას და შეგვაქვს ამ კანონპროექტში ცვლილება, რაც იმას გულისხმობს, რომ 0,67%-იანი ბარიერის ნაცვლად, ვთავაზობთ 0,7 %-იან ბარიერს. ეს არის ბარიერი მცირედი ცვლილებით, მაგრამ, კანონი გვაძლევს შესაძლებლობას ახალი ინიცირება მოვახდინოთ ამ კანონპროექტისა“ – ეს განცხადება გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. მისივე ინფორმაციით, კანონპროექტის…

მეტი...

„ეს არის პროდასავლური “ახალი სახეების” აბუჩად აგდება“ – ლუის ნავარო

„ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) ყოფილი დირექტორის ლუის ნავაროს შეფასებით, მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ძალაუფლების დაკარგვის შიშით ჩააგდო.   “სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩაგდება, რომელიც მანამდე თავად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა, გვაჩვენებს, რომ ისინი შეშფოთებულები არიან 2020 წელს ძალაუფლების დაკარგვის შიშით. ეს არის პროდასავლური “ახალი სახეების” აბუჩად აგდება, რომლებიც 2016 წელს გუნდში გააწევრიანეს. ეს, ასევე, არის სრული უპატივცემლობა დემონსტრანტებისა, რომლებიც ამ ცვლილებას ივნისში ითხოვდნენ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ დუმის რუსი კომუნისტი წევრი მოიწვია მართლმადიდებლობის კონფერენციაზე დასწრების საბაბით,” – აცხადებს  ნავარო. შეგახსენებთ, რომ დეპუტატებმა, კონსტიტუციური პროექტი ჩააგდეს, რომელიც მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას…

მეტი...

„შეშფოთებული ვარ იმით, რაც ახლა მოხდა“ – ამერიკელი დიპლომატი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, კენეტ იალოვიცი საქართველოს პარლამენტს მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ ეს შემაშფოთებელია.    “მე არ ვერევი საქართველოს შიდა პოლიტიკაში, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ შეშფოთებული ვარ იმით, რაც ახლა მოხდა. ეს საარჩევნო რეფორმა, ივნისის მოვლენების შემდეგ, წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩანდა და ვერ ვიგებ, რატომ არ მიიღეს ის. ამერიკაში, საქართველოს უამრავ მეგობარს შორის შეშფოთებას იწვევს ის, თუ რა ბედი ეწევა ქართულ დემოკრატიას და მე იმედი მაქვს, რომ პოზიტიური ნაბიჯები, მათ შორის, მთავრობის გამჭვირვალობის მხრივ, გადაიდგმება,” – აცხადებს  კენეტ იალოვიცი „ამერიკის ხმასთან“.

მეტი...

აქციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა მთელი ღამე პარლამენტთან, კარვებში გაატარეს

პარლამენტის შენობის წინ გაშლილია კარვები.  ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერები, ათეულობით მხარდამჭერთა ერთად, მთელი ღამის განმავლობაში კარვებში დარჩნენ. აქციის ლიდერები სამოქმედო გეგმას დღეს, 12:00 საათზე გამოაცხადებენ. როგორც ისინი აცხადებენ, რუსთაველის გამზირი ძალიან დიდი ხნით გადაიკეტება და პროცესების მიმდინარეობა დაკავშირებულია მმართველი გუნდის გონიერებაზე. აქციის ლიდერები, მთელი საქართველოს მასშტაბით,  მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ. შემდეგი აქცია კი დღეს, 19:00 საათზე განახლდება.

მეტი...