„ეს არის პროდასავლური “ახალი სახეების” აბუჩად აგდება“ – ლუის ნავარო

„ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) ყოფილი დირექტორის ლუის ნავაროს შეფასებით, მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ძალაუფლების დაკარგვის შიშით ჩააგდო.  

“სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩაგდება, რომელიც მანამდე თავად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა, გვაჩვენებს, რომ ისინი შეშფოთებულები არიან 2020 წელს ძალაუფლების დაკარგვის შიშით. ეს არის პროდასავლური “ახალი სახეების” აბუჩად აგდება, რომლებიც 2016 წელს გუნდში გააწევრიანეს. ეს, ასევე, არის სრული უპატივცემლობა დემონსტრანტებისა, რომლებიც ამ ცვლილებას ივნისში ითხოვდნენ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ დუმის რუსი კომუნისტი წევრი მოიწვია მართლმადიდებლობის კონფერენციაზე დასწრების საბაბით,” – აცხადებს  ნავარო.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატებმა, კონსტიტუციური პროექტი ჩააგდეს, რომელიც მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა სულ მცირე 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს, ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, “ქართული ოცნების” უმრავლესობას წარმოადგენენ.

გუშინვე, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ორგანიზებით, პარლამენტთან კარვები გაიშალა, პროტესტი გრძელდება.  

მსგავსი თემები